ქალწული – 2014 წლის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ქალწული
გაითვალისწინეთ, რომ პროგნოზი ეხება ზოდიაქოს ნიშნების ტიპიურ წარმომადგენლებს. რამდენად ხართ თქვენი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი ამის დადგენა მხოლოდ პირადი რუკის შედგენის შედეგად, დაბადების ადგილისა და ზუსტი საათის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.
ზოგადი მიმოხილვა
2014 ლურჯი (ცისფერი) ხის ცხენის წელი ძლიერ ენერგიას გაგრძნობინებთ. იქნებ კეთილგანწყობილი ყველაფრის მიმართ. თუ წინა წლებში სწორად ცხოვრობდით და სამყაროს უმარტივეს კანონებს იცავდით, წელს უპრობლემო თვეები გარანტირებული გაქვთ. ბარიერი და ხიფათი შეიძლება ნებისმიერს გველოდოს, მაგრამ მთავარია რამდენად მზად არის სამყარო თქვენს დასაცავად. იყავით უფრო თბილი გარშემომყოფების მიმართ. გაიფართოეთ სანაცნობო წრე. ხშირად ეკონტაქტეთ მეგობრებს, ნათესავებს. და მთელი გულით მიუდექით ნებისმიერ საქმეს, რასაც კი ხელს მოკიდებთ. წელს ბევრი რამ გამოგივათ.
კარიერა
2014 სამყაროს სრულ კეთილგანწყობას გპირდებათ. კარიერული წინსვლისთვის მნიშვნელოვანი იქნება გარკვეული მომენტების გადაფასება სამსახურში და თანამშრომლებში, რომლებთანაც ხშირად გიწევთ ურთიერთობა. მაქსიმალურად შეეცადეთ არ დაზოგოთ თავი და ახალი კუთხით დაანახოთ უფროსობას თქვენი შესაძლებლობები. ბევრად მეტი შეგიძლიათ.
სიყვარული
ნუ დაზოგავთ ემოციებს გრძნობის გამოსახატავად. შეძლებისდაგვარად, დაანგრიეთ მითი თქვენი გულცივობისა და ინდეფერენტულობის შესახებ. დატკბით პარტნიორით და თამამად გადაეშვით სიყვარულის მორევში. არაფერია დასაძრახი იმაში, როდესაც გიყვარს და მთელ სამყაროს აჩვენებ ამას. რაც უფრო გაიხსნებით პირად ურთიერთობაში, მით მეტი სითბო, სიკეთე და სიმყუდროვის შეგრძნება გექნებათ სამყაროსგან, სასიყვარულო ურთიერთობაში.
ფინანსები
კარგი პერიოდია გაცემული ვალების დასაბრუნებლად. თქვენი ფინანსური მდგომარეობა წელს საგრძნობლად გაუმჯობესდება. კარგი იქნება თუ არ დაზოგავთ შემოსავალს და გაუნაწილებთ მოგებას მათ, ვისაც თითოეული ზედმეტი ლარი არსებით დახმარებას გაუწევს. ხარჯვისას შეეცადეთ არ დაზოგოთ ფული და თამამად შეიძინოთ ის, რაზეც დიდი ხანი ოცნებობდით…
ჯანმრთელობა
ჯანმრთელობის მხრივ, უპრობლემო წელი გაქვთ. ერთადერთი, რაც მოგეთხოვებათ, ენერგიის დაზოგვა და დასვენების დღეების მიზნობრივად გამოყენებაა. ნუ დაგენანებათ დრო ძილისთვის. დასვენებული ადამიანი ყოველთვის უფრო პროდუქტიულია და მეტად ბედნიერი ვიდრე მუდმივად დაძაბული, საქმიანი და სტრესის ქვეშ მყოფი…
10 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
:)))) ჩემთვის მოსულა ეს წელი :დ მიგულავია მთელი 2014 :დ :დ
momewona,gmadlobt !
chemi weli kofila +d
ვგულაობთ…:)
(y)
interesna ^_^
Qalculi cxeni
aba rogori weli melis ertr
😀
(y)