ასტროლოგიური მაღაზია

ქალწული – 2013 წლის ზოგადი სასიყვარულო პროგნოზი

ქალწული_სასიყვარულო_პროგნოზი2013 ის წელია, როდესაც ქალწულებს პირად ურთიერთობებში ბედი ნამდვილად გაუღიმებს. მათი უმრავლესობა წელს გამოიყენებს შანსს და დაწყვილდება. ისინი კი ვისაც უკვე აქვს საკუთარი ოჯახი შეძლებენ მეუღლესთან თანაცხოვრების ახალ ეტაპზე გადაყვანას და დატკბობას უზრუნველი სასიყვარულო ურთიერთობით.

ქალწულებს წელს მართებთ იმაზე დაფიქრება რეალურად რას მოელიან საკუთარი ცხოვრებისგან უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში. მათთვის მნიშVნელოვანი იქნება პარტნიორთან არსებული ყოველგვარი გაუგებრობის ან მოსაგვარებელი დეტაილს ბოლომედ გარკვევა და მომავლის დაგეგმვაში მისი აზრების გათვალისწინებაც.

ხშირად, ქალწულები ადრეულ ან უკვე გვიან ასაკში ქორწინედებიან. შეეცადეთ თქვენმა ასაკმა მეუღლესთან თანაცხოვრების სიხარული არ მოგაკლოთ და მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი დადებითი თვისებები, შარმი და სილამაზე ბედნიერი კავშირის შესაქმნელად. შამყარომ ყველაფრის დაგაჯილდოვათ.ბედნიერების მოპოვება და შერგება კი უკვე თქვენზეა.

წლის განმავლობაში შესაძლებელია პარტნიორთან გაუცხოება იგრძნოთ, თუმცა ნუ შეშინდებით. ეს ფაქტი უბრალოდ იმის მინიშნება იქნება თქვენთვის, რომ დროა საკუთარ ცხოვრებაზეც დაფიქრდეთ და თქვენი თანაცხოვრება პირადი გამოცდილებიდან მოტანილი ენერგიითაც გაამდიდროთ. ცხოვრებაში აუცილებლად დგება მომენტი, როდესაც სულ სხვისთვის ცხოვრება კარგავს ინტერესს და მხოლოდ სხვის თვალებში ყურება არც ისე საინტერესო ხდება. გაიჩინეთ საინტერესო საქმე. დაუმეგობრდით ახალ ადამიანებს, იქონიეთ ურთიერთობა დატკბით ხალხში ყოფნით და მიიღეთ სარგებელი საზოგადოებისგან რომელსაც თქვენი პირადი ცხოვრებისთვის სასიკეთოდ გამოიყენებთ.

გველის წელიწადი ქალწულებს, რომლებიც თავს იკავებენ სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობებისგან უბრალოდ გაუჩენს მწველ სურვილს დაამყარონ მყარი კავშირი სტაბილურ პარტნიორთან, შექმნან ოჯახი და დატკბნენ თანაცხოვრებით. თავისუფალი ურთიერთობა და პასუხისმგებლობის გარეშე აწყობილი კავშირი თქვენთვის ნამდვილად არ არის.

თუ წლის განმავლობაში ჩათვლით რომ თქვენი ურთიერთობა პარტნიორთან უპერსპექტივოა და კარგი იქნებოდა დაშორება არ იჩქაროთ და მიეცით დროს საშუალება გამოავლინოს რამდენად უიმედოა თქვენი კავშირი. თუ წლის ბოლომდე ურთიერთობას ვერ დაარეგულირებთ შესაძლოა თქვენი აზრი სერიოზული საფუძვლის მატარებელიც აღმოჩნდეს. მშვიდად აუხსენით სიტუაცია პარტნიორს და მშვიდობიანად დაცილდით იმის გარანტიით, რომ გულს ზედმეტად არავის ტკენთ და არც უსამართლოდ ექცევით. ასეთი კავშირების გაწყვეტის შემთხვევაში ქალწულებს შესაძლებელია წელსვე გამოუჩნდეთ ახალი ურთიერთობები, რომლებსაც ხელის მოწერით და ქორწინებით დაასრულებენ.

საკუთარ გარეგნობაზე და სტილზე ზრუნვისას შეეცადეთ ზედმეტი არ მოგივიდეთ. როგორც წესი, უამრავ თაყვანისმცემელს ან თქვენით აღფრთოვანებულ ქალბატონს იკრებთ ხოლმე ირგვლივ თქვენ კი მხოლოდ ერთი და განუმეორებელი გჭირდებათ…

შეეცადეთ წელს არ გადაყვეთ პარტნიორის არჩევისას ყველა დეტალისა და ნიუანსის გამადიდებელი შუშით შეფასებას. მოუსმინეთ თქვენს გულს და კი ბატონო, ენდეთ თქვენს თვალს. მოგწონთ? მიგიწევთ გული? – ესე იგი თქვენია. იყავით პირდაპირი ურთიერთობაში, ნუ დაიწყებთ თამაშს და სასიყვარულო ლაბირინთების შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ ეს საერთოდ არ გახასიათებთ. შეიძლება გქონდეთ ცდუნება ფლირტში გადაეშვათ თავი და დაივიწყოთ თქვენი ბუნებრივი ხასიათი.

ნაკლებად მოუსმინეთ სხვის აზრს და ნუ იფიქრებთ იმაზე, რას იტყვის ხალხი. მთავარია თქვენ იყოთ ბედნიერი, კომფორტში და იცხოვროთ უზრუნველად რჩეულ პარტნიორთან ერთად. სხვა ყველაფერი მოგვარედბა.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი