ასტროლოგიური მაღაზია

ქალწული – 2013 წლის ზოგადი პროგნოზი

ქალწული_20132013 წელს ქალწულებს არა ერთი გზავნილი ექნებათ სამყაროსგან, რომლებიც ზუსტად მიანიშნებენ, როგორ სჯობს იმოქმედონ.

დიდი შანსია ირგვლივმყოფების წინაშე ახალი, უკეთესი იერით წარდგეთ.
თუ აქამდე ყოველ ნაბიჯს თქვენი ცხოვრების მიზეზ-შედეგობრიობის ჯაჭვის მარტივ რგოლებად აღიქვამდით, წელს ყველაფერს უკვე სხვა თვალით შეხედავთ!

ყველას გასაკვირად გახდებით უფრო აქტიურები, ემოციურები, იმპულსურები და ოპტიმისტურად მიუდგებით ნებისმიერ სიტუაციას. შეეცადეთ თამამად გამოხატოთ თქვენი შესაძლებლობები და გამოხვიდეთ ჩრდილიდან, რომელსაც ამა თუ იმ სიტუაციაში მიეჩვიეთ.

 

2013 წელი ახალ საინტერესო ნაცნობებსა და საჭირო კონტაქტებს გპირდებათ. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენზე – რამდენად მიზანიმართულად და გონივრულად გამოიყენებთ ამ ყოველივეს.

მნიშვნელოვანია, რომ გჯეროდეთ საკუთარი თავის და დარწმუნებული იყოთ საკუთარ უზადოებაში. მთავარია ის, თუ რას ფიქრობთ და როგორ აღიქვამთ თქვენ საკუთარ თავს და არა ის, რას ფიქრობენ თქვენზე გარშემომყოფები. საკუთარ ბედსა და ყოველდღიურობას თქვენ თვითონ, ყოველდღიურად ქმნით.

წელს საუკეთესო შესაძლებლობა მოგეცემათ გამოიცვალოთ სამსახური ან გაიუმჯობესოთ სამუშაო პირობები.
გველის წელიწადი გპირდებათ სასიამოვნო ცვლილებებს ბიზნეს სფეროში. თუმცა თქვენც, თქვენი მხრივ ჩვეული პასუხისმგებლობის გრძნობითა და მოთმინებით უნდა მოეკიდოთ ნებისმიერ საქმეს.

დიდი შანსია, სამსახურის სფეროში ცვლილებებმა ზეგავლენა მოახდინონ მთლიანად თქვენს ცხოვრებაზე. გამოჩნდებიან ახალი მეგობრები, რომლებთანაც ააგებთ სიკეთისმომტან ურთიერთობებს და მყარ საფუძველს მოამზადებთ სამომავლო ურთიერთობებისთვის. არსებობს შესაძლებლობა, რომ წელს შეძინილი მეგობრები მრავალი წლის განმავლობაში გაგყვნენ და იქცნენ უახლოეს ადამიანებად თქვენს ცხოვრებაში.

თუ აქამდე ქალწულების უმრავლესობა უფრო დამძიმებული, ზოგჯერ ნეგატიური აზროვნებით გამოირჩეოდა წელს მეტად პოზიტიური და დადებითი აზრები ექნებათ. ეს გამოიხატება როგორც მათ ქმედებებში, ისე მეტყველებასა და გამოსახულებაში.
ქალწულები გახდებიან უფრო მხიარულები, სიცოცხლისმოყვარულნი და პოზიტიურად მოაზროვნენი. თქვენსავე ხელშია რამდენად შეინარჩუნებთ ამ განწყობას და გამოიყენებთ სამომავლო წარმატებისთვის.

პირად ურთიერთობებში გადახედეთ თქვენს სურვილებს და პრიორიტეტებს, რომლებიც სასიყვარულო სფეროში გაქვთ. განსაზღვრეთ რამდენად გიღირთ ესა თუ ის კავშირი და ნუ მოგერიდებათ საკუთარი აზრის გამოთქმა პარტნიორთან ერთად გასატარებელი მოსალოდნელი წლის შესახებ. თქვენი აზრი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც მისი და აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.

ფინანსური სფერო განსაკუთრებით გააქტიურდება შემოდგომიდან.

ვინც მომსახურების სფეროში მუშაობს განსაკუთრებით ხშირად დასაჩუქრდება დამატებითი, მოულოდნელი შემოსავლით.
2013 წლის პირველსავე თვეში დაასრულეთ წინა წლიდან წამოყოლილი საქმეები. ნუ დაგავიწყდებათ, ჩვენს ცხოვრებაში რაც ხდება ყველაფერს ჩვენ თვითონ, ჩვენივე აზრებითა და საქციელით ვიწვევთ. ასე რომ იყავით მხიარულები, დადებითად დამუხტულები და გაეცით დადებითი ენერგია, რათა სამყარომაც იგივე დაგიბრუნოთ.

წარმატებულ, ბედნიერ, ხვავითა და ბარაქით სავსე ახალ 2013 წელს გისურვებთ, ჩვენო კარგებო ^_^ სამყაროს სიკეთე და კეთილგანწყობა არ მოგკლებოდეთ ახალ წელიწადში !: )

ავტორი

მსგავსი ფოსტები