ქალწული – 2012 წლის ზოგადი პროგნოზი
(23.08 – 22.09)
შავი დრაკონის წელი მრავალფეროვან ინდივიდუალურ პროექტებში წარმატებას გპირდებათ. იყავით აქტიური, გამოიჩინეთ ინიციატივა და დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ თავს. მაშინ ყველაფერი გამოვა ზუსტად ისე, როგორც დაგეგმავთ.
სამსახურში, პირად ცხოვრებაში, განათლებაში, ბავშების აღზრდაში წარმატებული პერიოდი და უამრავი საინტერესო წელი გელით.
2012 წელს, ქალწულთა ზეგავლენის სფერო გაიზრდება. ისინი უფრო მნიშვნელოვანნი გახდებიან თავიანთ გარემოცვაში. გამორიცხული არაა ცნობილ ადამიანებადაც იქცნენ.
წინა წლებში დაწყებული პროექტები მომავალი თვეების განმავლობაში გამოიღებს შედეგს და სერიოზულ შემოსავალსაც მოიტანს.
წელს დიდია რისკის ალბათობა. გაგიჭირდებათ რამდენიმე საქმის ერთად კეთება, ამიტომ ცხოვრებისეული და საქმიანი პრიორიტეტები სწორად უნდა განსაზღვროთ.
თქვენს განსაკუთრებულ ყურადღებას ოჯახისა და ახლობლების მიმართ 2012 წელს აუცილებლად დაგიფასებენ.
კარგი წელია თავის დასაძლევად და ჯანსაღი ცხოვრების წესის დასაწყებად. იკვებეთ ჯანმრთელი საკვებით და მეტი ყურადღება მიაქციეთ თქვენს სხეულს.
2012 წელს ქალწულებისთვის არსებობს პროფესიის შეცვლის ან ახალი პროფესიის შესწავლის ალბათობა. ღიად და თამამად შეხვდით ამ ამბავს. თქვენ ყველაფერი გამოგივათ. დრაკონის წელი წარმატებას მოგიტანთ!
გაითვალისწინეთ, რომ პროგნოზი ეხება ქალწულის ნიშნის ტიპიურ წარმომადგენლებს. რამდენად ხართ თქვენი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი ამის დადგენა მხოლოდ პირადი რუკის შედგენის შედეგად, დაბადების ადგილისა და ზუსტი საათის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.