ქალწული – მოვინადიროთ ნიშნები
ქალწული ხშირად მორიდებული, მორცხვი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.
თუ მისი მონადირება გადაწყვიტეთ მისდიეთ უმთავრეს წესს _ არასდროს შეურყიოთ ქალწულს საძირკველი! ამით ავნებთ მას და ურთიერთობასაც გაიფუჭებთ.
ნუ გეგონებათ, რომ ტრადიციულ ქალწულს მოეწონება თქვენი უცაბედი ვნებების ამოფრქვევა. მისი გულის მოსაგებად აუცილებელია მოთმინება.
მცირედმა აჩქარებაც კი შესაძლოა დააფრთხოს ის. მისთვის აუცილებელია ყველაფერზე კარგად დაფიქრება და დაწვრილებით გადახარშვა. არ შეუშალოთ ამაში ხელი, არ ააჩქაროთ. რას იზამთ, ასეთია ქალწული.
ქალწულს ურთიერთობებში საყრდენი ესაჭიროება. აჩვენეთ თქვენი მზრუნველობა, დაეხმარეთ თავი თავდაჯერებულად იგრძნოს ცხოვრების ყველა სფეროში: სოციალური მდგომარეობის მხრივ, კარიერაში, სექსუალურ სფეროში.
მისთვის უმთავრესია მოვალეობის, პასუხისმგებლობის გრძნობა, რაც მისთვის სიყვარულს ტოლფასია. დროთა განმავლობაში, სწორედ ამ პასუხისმგებლობის წყალობით მასში იბადება ნამდვილი სიყვარული, რომელიც სიმტკიცითა და ერთგულებით გამოირჩვევა.
მასთან ურთიერთობისას თუ ოდესმე მსგავსი მანიაკალურ-ვნებიანი ფრაზები წამოგცდებათ, მაგ. როგორებიცაა.: `მოდი `ეს~ სასწრაფოდ და პირდაპირ აქ გავაკეთოთ~, იცოდეთ, რომ თქვენს ქალწულს დიდხანს ვეღარ ნახავთ.
ქალწული საშინლად თვითკრიტიკულია და უყვარს მორალიზება, ასე რომ დროდადრო მარტო დარჩენის საშუალება უნდა მისცეთ, რათა გაიაზროს, რომ რასაც თქვენ აკეთებთ, არამარტო მორალური, არამედ სასარგებლოცაა ჯანმრთელობისთვის, რადგან ბუნებრივია. და საერთოდაც, ქალწული სექსს სწორედ რომ ერთ-ერთ გამაჯანსაღებელ საშუალებად მიიჩნევს.
ნუ ელოდებით, რომ ქალწული აუცილებლად გააკეთებს რეაგირებას თქვენს მინიშნებებზე. ამ თვალსაზრისით შესაძლოა საოცრად მიუხვედრელი იყოს.
შესაძლოა გვერდიგვერდ მრავალი წელი იყოთ, ერთად სადილობდეთ, უამრავ დროს ატარებდეთ გულითად საუბრებსა და ჩაის სმაში, მაგრამ მთელი ამ ხნის მანძილზე შესაძლოა ვერც კი მიხვდეს, რომ მის მიმართ გულგრილი არ ხართ.
ამიტომ, ზოგიერთ შემთხვევაში სჯობს უფრო მკაფიოდ გამოხატოთ მის მიმართ თქვენი დამოკიდებულება და რაც მთავარია, იყავით მუდამ მოწესრიგებული, პუნქტუალური და თავდაჭერილი.
თუ შეძლებთ თქვენი ინტელექტით მის გაოცებას, ეს კიდევ ერთი დიდი პლიუსი გექნებათ. ქალწულს, ყველაზე მეტად, სწორედ ეს სჭირდება.