ქალწული მამაკაცი – როგორ შევინარჩუნოთ
ქალწული მოწესრიგებული, პუნქტუალური, საქმიანი მამაკაცია, რომელიც მთლიანად საქმეზეა გადართული. არასოდეს უსაყვედუროთ მას იმის გამო, რომ მთლიანად სამუშაომ მოიცვა – ვერ გაგიგებთ! თავგამოდებული მუშაკი – ქალწული არ სცნობს არც დასვენებასა და არც გართობას, ცდილობს მიაღწიოს სრულყოფილებას თავის საქმეებში.
შესაძლოა, ქალწული, თქვენში ხანდახან მოსაწყენი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდეს და ალბათ, მართალიც ხართ, მაგრამ ეს აზრი თქვენთვის შეინახეთ… რადგან ნებისმიერი საყვედური, კრიტიკა, რომელიც მის მეწვრილმანეობას, პედანტურობას ეხება, თქვენვე მოგიბრუნდებათ ცუდად: ქალწულის რისხვა გაუთავებელი მორალის კითხვით უზარმაზარ ნაკადად გადმოედინება თქვენზე და კიდევ უფრო დაძაბავს ურთიერთობას. ის საკმაოდ დაკვირვებულია, გააჩნია კრიტიკული გონება და არ ღირს მისთვის საბაბის მიცემა, რათა მან ეს თვისებები თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენოს.
ქალწულის გულის მოგება მისსავე თვისებებითაა შესაძლებელი. მას უყვარს სისუფთავე, წესრიგი, აკურატულობა. ის ერთგულებითა და გონიერებით გამოირჩევა. თქვენი ვალია იყოთ მისთვის საინტერესო, ინფორმაციული, განათლებული. შეგეძლოთ მასთან ბევრ საკითხზე საუბარი. წესრიგში უნდა გქონდეთ როგორც სახლი, ასევე ყველაფერი, რაც მას თვალში ხვდება. აუცილებელია იყოთ მასსავით საქმიანი, პუნქტუალური.
თუ ქალწული დარწმუნებული იქნება, რომ თქვენ მისთვის არამარტო ერთგული პარტნიორი, არამედ საინტერესო მრჩეველიც ხართ, არასდროს დაკარგავს თქვენს მიმართ ინერესს.