ასტროლოგიური მაღაზია

ქალწული – ზოგადი დახასიათება

ქალწული24 აგვისტო-23 სექტემბერიასტროლოგიური სტიქია: მიწა
მმართველი პლანეტა: მერკური

დევიზი: „მე ვაანალიზებ!“

სიმბოლო: ქალწული, კუბი

თილისმა: კალია, ასტრა

ქვები: ნეფრიტი, სერდოლიკი, კატის თვალი, აგატი, კარნეოლი, იაშმა, მალაქიტი, ტოპაზი, ქრიზოპრაზი, მარმარილო

ლითონი: სპილენძი

ბედნიერი კვირის დღე: ოთხშაბათი

უიღბლო დღე: ხუთშაბათი, პარასკევი

ბედნიერი რიცხვები: 3, 5, 12, 18

ბედნიერი ფერები: თეთრი, ცისფერი, იისფერი, მწვანე

ქვეყნები და ქალაქები: ჩრ. ამერიკა, ჩდ. აფრიკა, ბელგია, ქვედა ეგვიპტე, კანადა, ლონდონი, მელბურნი, სან-ფრანცისკო, უელსი.

ჯანმრთელობა

ქალწულის დაავადებები მუცლის არესთანაა დაკავშირებული (რბმა ნაწლავის ჩირქოვანი ანთება, პერიტონიტი, ნაწლავების ანთება, შეკრულობა, ბუასილი და სხვ.) მისთვის დამახასიათებელია შფოთვა და ღელვა. მიდრეკილება აქვს ინფექციებისკენ, საერთო ნევროზულობისკენ, რომელიც ძირითადად საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლასთანაა დაკავშირებული. ასევე ხშირია პრობლემები სისხლის შემადგენლობის მხრივ.

პროფესიები

მეცნიერი, ლიტერატორი, აღმზრდელი, მასწავლებელი, გამომგონებელი, ექიმი, ლინგვისტი, ფილოლოგი, ფსიქოლოგი, ჟურნლალისტი, ბიზნესმენი

დადებითი თვისებები

მორიდებული, უშუალო, მშვიდი, კომუნიკაბელური, მეთოდური, მოწესრიგებული, პუნქტუალური, პასუხისმგებლიანი, მონდომებული, პრაქტიკული, შრომისუნარიანი

უარყოფითი თვისებები

კრიტიკული, ცინიკური, მორალისტი, ცივი, მეწვრილმანე, მოკირკიტე, პასიური, ძუნწი, ჩაციკლული.

ქალწული მობილიზებული, წინდახედული, რეალისტია. აქვს გამჭრიახი, ანალიტიკური გონება. ყველაფერში სრულყოფილებისაკენ ისწრაფვის.

უყვარს წესრიგი ყველაფერში, ყოველთვის ყველაფერი წესრიგში აქვს _ საქმეებიც და საგნებიც. გამუდმებით ცოდნის მიღებისკენ ისწრაფვის.

უყვარს ყველაფრის დეტალიზება, ამიტომ ნებისმიერ საქმეს, რასაც სიზუსტე სჭირდება თავს კარგად ართმევს, თუმცა ზოგჯერ იმდენად გატაცებულია დეტალებით, რომ მთავარი უყურადღებოდ რჩება და ვეღარ აღიქვამს სურათს მთლიანობაში. ეს თვისება ძალიან აფერხებს მას ცხოვრების ყველა სფეროში, მაგრამ რა ქნას, სხვაგვარად არ შეუძლია.

ფიზიკურად ძალიან გამძლე ნიშანია, რომელსაც შეუძლია და უყვარს მუშაობა, სხვების მომსახურება. ეს ინდივიდუალისტი, პრაქტიკული ადამიანები არიან. სხვებზე უკეთ შეუძლიათ საკუთარი ბედის დაგეგმვა.

ქალწულები ყაირათიანი, რეალისტური, პრაგმატული ადამიანები არიან. მათ მინუსს წარმოადგენს ის, რომ სხვების მიმართ ძალიან კრიტიკულნი არიან (თუმცა არგუმენტირებულად აკრიტიკებენ), უყვართ სხვების განსჯა. სხვებში გამუდმებით სუსტ მხარეებსა და ნაკლოვანებებს ეძებენ (საკუთარს ვერ ხედავენ) და პოულობენ კიდეც, თუმცა შეუძლიათ დახმარების ხელის გაწოდება. თუ ეს ადამიანები ამ უარყოფითი თვისების თავიდან მოშორებას შეძლებენ, შანსი ეძლევათ ყველაზე მაღალ სულიერ მწვერვალებს მიაღწიონ.

როგორც წესი, ქალწულები, არ არიან ხმაურიანები, საზოგადოებაში ყოფნისას გვერდზე დგომა ურჩევნიათ.

ეს ნიშანი არ მიეკუთვნება მეოცნებე ტიპს. არ გააჩნია არანაირი ილუზია. ის გამუდმებით რაღაცითაა დაკავებული. ძალიან ერთგული და გულწრფელია, თუმცა, ამის მიუხედავად, შეუძლია შენიღბვა.

ქალწულებს ყოველთვის გარეგნული პეწი აქვთ. აცვიათ აკურატულად, სუფთად. საერთოდ, ამ საკითხშიც საოცარი პედანტურობით გამოირჩევიან და სხვებისგანაც იგივეს მოითხოვენ.

ამ ნიშნის წარმომადგენელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ამართლებს მათი ზოდიაქოს ნიშნის სახელს, ვინაიდან ბევრი ბერბიჭა და შინაბერა გვხვდება მათ რიგებში, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში არიან გამონაკლისებიც, რომლებიც მეორედაც ქორწინდებიან.

მათ სიყვარული არასდროს აბმავებთ, ყოველთვის ხედავენ პარტნიორის ნაკლს.

სიყვარულის გამომჟღავნებასა და ფულის ხარჯვაში ქალწულები ზოგჯერ სიძუნწეს იჩენენ. თითქოს მოზომილად, ულუფებით გასცემენ როგორც გრძნობებს, ასევე ფულს.

საერთოდ, ამ ნიშანს უჭირს ჩვევების გადაგდება. აქაც სტაბილურობას იჩენს, ისევე, როგორც ცხოვრების სხვა სფეროებში.

მას არ შეუძლია დიდხანს უმოქმედოდ ერთ ადგილას გაჩერება. გამუდმებით რაღაცის კეთებას ან ადგილის მოცვლას ცდილობს. ეს ნერვოზული მდგომარეობა იშვიათად აისახება სხვებზე, მაგრამ ბოლომდე აისახება მათზე, მათ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.

ზოგადად, ქალწულები საოცარი მდგრადი ჯანმრთელობით გამოირჩევიან, თუმცა შესაძლოა ჰქონდეთ ნერვული დაავადებები განუწყვეტელი მუშაობის გამო. გამუდმებით ზრუნავენ საკუთარ სხეულსა და ჯანმრთელობაზე. შესაძლოა ჰქონდეთ თავის ტკივილები, საჭმლის მომნელებელი სისტემისა და ფილტვებთან დაკავშირებული დაავადებები.

ქალწულების უმრავლესობა ვერ ახერხებს მოდუნებას. ხშირად წინასწარ იწყებს იმაზე დარდს, რამ შეიძლება მიაყენოს ზიანი მათ ჯანმრთელობას.

თუ ისინი გონების დისციპლინირებას და კონსტრუქციულად აზროვნებას მიეჩვევიან, სიცოცხლის ბოლომდე შეძლებენ კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ასევე ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება არამარტო საკუთარი თავისთვის.

ერთი საინტერესო დაკვირვებაა: ქალწულებს, რომლებსაც სამსახურის და პროფესიული სფერო აწყობილი არ აქვთ, მათ ნაწლავებთან, მუცლის ღრუსთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. საკმარისია სტაბილური სამსახურის და პროფესიული ზრდის მხრივ სიტუაცია დალაგდეს, რომ მათი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც ქრება.

საერთოდ, ეს ადამიანები კატეგორიულად არ ღებულობენ სხვებისგან დახმარებას, რადგან არ უყვართ ვინმეს ვალში ყოფნა. სწორედ ამის გამო იწყებენ ფულის დაგროვებას.

მათ არ გააჩნიათ არანაირი თანაგრძნობა ღარიბ-ღატაკთა მიმართ, თუმცა განსაკუთრებული ხელგაშლილობით გამოირჩევიან მეგობრებთან, რომლებსაც პრობლემები აქვთ.

ღატაკებთან ერთად, მათ არ უყვართ ზარმაცი, უდარდელი, უსაქმური, ვულგარული და ბინძური ადამიანები და საერთოდ, სიბინძურე, ქაოსი.

ადამიანებში აფასებენ გულახდილობას, პუნქტუალობას, მოწესრიგებულობას, ეკონომიურობასა და გამომგონებლობას.

თუ ქალწულები შეძლებენ ნაკლებად კრიტიკულად, ნაკლებად მორალისტურად უყურონ სამყაროს, ადამიანებს, ბევრად გაიმარტივებენ ცხოვრებას.

მათთვის, სასურველია თავი დაანებონ დეტალებზე გამოკიდებას და უფრო ფართოდ უყურონ მოვლენებს.

გაითვალისწინეთ, რომ დახასიათება ეხება კუროს ნიშნის ტიპიურ წარმომადგენლებს. რამდენად ხართ თქვენი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი ამის დადგენა მხოლოდ პირადი რუკის შედგენის შედეგად, დაბადების ადგილისა და ზუსტი საათის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.
ქალი
კაცი
ბავშვი
ორსული ქალწულში
ჯანმრთელობა
ბიზნესი
თავის მოვლა
ზოგადი შეთავსება
სასიყვარულო შეთავსება
სექსუალური შეთავსება
ეროგენული ზონები
დიეტა
სწორი ქალწულში
პლანეტები ქალწულში
კვანძები ქალწულში
ლილიტი ქალწულში
სელენა ქალწულში

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი