ასტროლოგიური მაღაზია

ქალწული – ანტი-ჰოროსკოპი

ქალწული_ანტი-ჰოროსკოპიამ ნიშნის წარმომადგენლები ზედმეტად სერიოზულად აღიქვამენ ცხოვრებას. გარეგნულად ქალწულებს ურჩევნიათ სხვებისგან არ გამოირჩეოდნენ, კოლექტივში მიღებული წესების თანახმად იქცევიან. ავადმყოფური მისწრაფება აქვთ იდეალური სისუფთავის მიმართ, უყვართ წვრილმანებზე ჩაციკვლა. გლობალურად და მაშტაბურად აზროვენება არ შეუძლიათ. ყველა ქალწული (გამონაკლისის გარეშე) ეჭვიანი და ზიზღიანია. ეჩვენებათ რომ სხვებისგან შეიძლება დაინფიცირდნენ ან რამე ბაქტერია გადაედოთ. შესაძლოა მშიერი დარჩნენ მაგრამ პროდუქტი თუ გარეგნულად არ მოეწონათ, არ მიირთმევენ. შეუძლიათ ხორცის ფარში წყალში გაავლონ და მარწყვი დამდუღრონ . ოფიციანტი გამოიყვანონ წყობილებიდან იმის გარკვევით , ჯანმრთელობისთვის მავნე ინგრედიენტებს ხომ არ შეიცავს შეკვეთილი კერძი.

როგორც არ უნდა ეცადოთ, ამ ნიშნის წარმომადგენლებს აამოთ – ეს შუძლებელია, მისი მხრიდან შექების ლოდინი დიდხანს მოგიწევთ. ქალწულებს ყველაზე მეტად სხვისი გაკრიტიკება, მორალის კითხვა უყვართ (ისე, ორმაგი მორალი აქვთ, ერთი სხვებისთვის და მეორე, სათავისოდ), უაპელაციოდ მიუთითებენ სხვის ნაკლოვანებებზე, (როდესაც საკუთარს ვერ ხედავენ), შეუძლიათ ნებისმიერი ადამიანის წყობილებიდან გამოყვანა. სამწუხაროდ არ ესმით იუმორი და სჯობს არ გაეხუმროთ, ვინაიდან გაანაწყენდება. ქალწულები, ასევე მოკლებულნი არიან შემოქმედებითი წარმოსახვის უნარს და ხშირად მოსაწყენ და პედანტურ ადამიანებად წარმოგვიდგებიან.

ძირითადი უარყოფითი თვისებები – კრიტიკული, ცინიკური, მორალისტი, ცივი, მეწვრილმანე, მოკირკიტე, პასიური, ძუნწი, ჩაციკლული.


მოამზადა ცისია დონდუამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. Erekle Togonidze says:

    არ არის სიმართლე

  2. LaNi KO says:

    Titqmis yvelaferi emtxvevaaaaa….