ფულს დათვლა უყვარს!
ჩვენ გარშემო, ყველაფერს თავისი ენერგია აქვს. კედლები, ავეჯი, საგნები – იმდენად მჭიდრო ენერგიაა, რომ ჩვენი თვალისთვის ხილულ საგნებად მატერიალიზირდა. ფულიც ენერგაა – ყველაზე ძლიერი, სიყვარულის ენერგიის შემდეგ. მას ძალუძს ყველას და ყველაფრის დამორჩილება სიყვარულის და ჯანმრთელობის გარდა, როგორც ადრე ამბობდნენ… თუმცა ესეც სადავოა.
ფულს (როგორც ჩვენ) არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ემოციური და მენტალური სხეული აქვს.
ფულის ფიზიკური სხეული ქაღალდის კუპიურა და ხურდაა.
მას უყვარს როდესაც კარგად ექცევიან და სასიამოვნო ადგილას, მოსახერხებელ საფულეში ინახავენ.
არავითარ ჯიბეებს ფული არ ცნობს, მითუმეტეს გარღვეულს ან ღილაწყვეტილს.
არ უყვარს დაკუჭულ მდგომარეობაში ყოფნა, არც დახევა!
ფულის დასტისთვის რეზინის მსგავსი რამის გადაჭერა კი სიკვდილის ტოლფასია. – ნუ გაგიკვირდებათ თუ ასეთი საქციელის შემდეგ, ეკონომიკურად გაგიჭირდათ.
ემოციონალური სხეულის ხარჯზე, ფული ჩვენს მისდამი დამოკიდებულებას გრძნობს.
როგორც ყველაფერი ბუნებაში, ფულიც მიდის მისკენ ვისაც ის უყვარს და პატივს სცემს. იცის მისი ყადრი და არასოდეს ეზარება ბანკნოტების გადათვლა.
ფულს დათვლა უყვარს!
მენტალური სხეულით ფულმა იცის, რომ ჩვენ მასზე ვფიქრობთ. სწორედ აქ უნდა ვიყოთ ფრთხილად! არასოდეს გაიფიქროთ, რომ დიდი ფული სიბინძურეა, ცუდია ან უხერხული და რომ პატიოსან ხალხს ფული არ გააჩნია! ფული უბრალოდ გვერდს აგივლით, რადგან პატიოსნებასთან მისი შეთავსება წარმოუდგენლად გეჩვენებათ. არც იმ შემთხვევაში გაგანებივრებთ თუ ანდაზა – “საბანი სადამდეც გაგწვდება, იქამდე დაიხურე” – თქვენთვის ახლოა.
ამგვარი გამონათვამები ჩვენი ამბიციების ხარისხს ზღუდავენ.
გვგონია, თითქოს, რაც გაგვაჩნია იმაზე მეტს არ ვიმსახურებთ.
თვითონვე ვიქმნით ჩარჩოს და მასში ვცხოვრობთ.
უკეთესია ვიფიქროთ, რომ ფული სიამოვნებაა! თავისუფლება, სიხარული, ძალაუფლება, სიმშვიდე და სტაბილურობა, რომ ჩვენი შემოსავლის და ცხოვრების დონე ყოველწლიურად უნდა იზრდებოდეს.
მიიღეთ ინფორმაცია და დარწმუნდით, რომ უზრუნველყოფილი, წარმატებული ხართ და ფულში ყოველთვის გიმართლებთ.
ბოლოს და ბოლოს თვენ თვითონ ხართ, თვენი თავის პატრონი და თქვენი გადასაწყვეტია რაზე იფიქროთ!
მოამზადა: გივი მატებამ
One Comment
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
100%it martalia. me mainc xo vici. arasdros tqvat fuli mezizghebao damerwmunet aghar gagekarebat. 😀