ფიქტიური პლანეტების მნიშვნელობა ჩვენს რუკაზე
ამ ათი უმნიშვნელოვანესი პლანეტის გარდა სხვა ციური სხეულებიც ახდენენ ჩვენზე ზეგავლენას. 4 ასტეროიდი, მთვარის კვანძები, ლილიტი და სელენა ყველაზე ცნობილია მათ შორის. ეს წარმოსახვითი ვარკვლავებია.
ცერერა – უდიდესი ოთხ პატარა ასტეროიდს შორის, რომელიც მოსავლისა და მარცვლეულის მითოლოგიურ ღვთაებასთანაა კავშირში. ის განასახიერებს ფსიქიკურ მდგომარეობასა და ნაყოფიერებას. დედობის სიმბოლოა, მაგრამ მთვარეზე ნაკლებად ემოციურად ვლინდება. ითვლება ქალწულის მმართველად და ეგაზლტირებულია ტყუპებში, დაზიანებულია თევზებში და დაცემული მშვილდოსანში.
პალადა თანამედროვე ასტროლოგიაში გამოიყენება. გონებამახვილობას, აბსტრაქციულ უნარებსა და სინთეზის ნიჭის ასახიერებს. ითვლება უმნიშვნელოვანეს ელემენტად პოლიტიკურ სტრატეგიაში.
იუნონა ცოლქმრულ ურთიერთობებს აწესრიგებს და ადამიანის უფლებებს იცავს. ქორწინების საკითხების განხილვისას იღებენ მხედველობაში.
ვესტას ნაკლებად იყენებენ და ადამიანის რაიმესთვის თავის მიძღვნის ინდიკატორია.
ქირონს თითქმის ყველა ასტროლოგიური სკოლა ცნობს, უმეტესობა მას მედიატორის როლს აკისრებს სატურნსა და სხვა პლანეტებს შორის. მას ხომ სატურნის ბუნება აქვსდა ურანის გავლენის ქვეშაა. ქირონი წარმოადგენს სიბრძნეს მოთმინებას და სხვა უნარებს რომელიც ადამიანებს ტანჯვისგან ათავისუფლებს. ის ზოდიაქოს მკურნალია.
ჩრდილოეთი და სამხრეთის მთვარის კვანძები ის წერტილებია, სადაც მთვარის ორბიტა დედამიწას კვეთავს. ისინი სულ ოპოზიციაში უზიან ერთმანეთს. სამხრეთის კვანძი ჩვენი წარსული გამოცდილებაა, ირიბად რომ ვთქვათ, ადგილი რომელსაც უნდა მოვშორდეთ რომ ახალი მოგზაურობა დავიწყოთ, ჩრდილოეთის კვანძი კი ჩვენი მისიაა, დანიშნულების პუნქტი, რომელთან მიღწევის გზაზე უნდა გავიზარდოთ და ახალი ცოდნა, ახალი გამოცდილება მივიღოთ.
ლილიტი, ანუ შავი მთვარე მთვარის ორბიტის ცარიელი ადგილია და ვალის სიმბოლოს წარმოადგენს, ჩვენი ,,საგმირო საქმეების“ უარყოფით კარმულ შედეგებს.
სელენა, ანუ თეთრი მთვარე მისი ოპოზიციაა, მთვარის პერიგეაა, წერტილი სადაც მთვარე ყველაზე ახლოსაა დედამიწასთან. ის ნათელ კარმასთანაა კავშირში, მფარველი ანგელოზის სიმბოლოა.
პროზერპინა ჯერ აღმოუჩენელი პლანეტაა, რომლის არსებობა ლოგიკურად ეჩვენებათ ასტროლოგებს. ის მითიური პერსეფონეს სიმბოლოა, ზევსისა(იუპიტერი) და დემეტრასის(ცერერა) ქალიშვილის. პერსეფონე ჰადესმა (პლუტონი) მოიტაცა და ცოლად მოიყვანა. დემეტრასის მოთხოვნით ჰადესი დათანხმდა პერსეფონეს დაეტოვებინა ქვესკნელი ნახევარი წლით და დედასთან ეცხოვრა. პროზერპინა ვენერას ავსებს, მისი მეორე მხარეა, ისევე როგორც პლუტონი მარსის.
მოამზადა დოჩი გოგოხიამ