ასტროლოგიური მაღაზია

ფერთა გამა ფენ შუის მიხედვით

ფერთა გამა ფენ შუის მიხედვითწარმატებული ფენ შუის ერთ– ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია სწორად შერჩეული ფერთა გამა. ამ უძველესი ჩინური მიმდინარეობის მიხედვით ითვლება რომ სახლის, სამოსის, აქსესუარების ფერებს შეუძლიათ გარკვეული წვლილი შეიტანონ ადამიანის ბედ-იღბალის კორექციაში.

ფენ შუის მიხედვით ფერები იყოფა “ინ” და “იან” კატეგორიებად. (სამყაროში არსებობენ ერთმანეთისაგან განუყოფელი საპირისპირო ძალები: ინ –ქალური საწყისია , იან –მამაკაცური ენერგიაა. ”ინ”და”იანი” დამოკიდებული არიან ერთი მეორეზე, ქმნიან ერთ მთლიანობას. სამყარო ამ ენერგიების ურთიერთ ბალანსზეა დამყარებული , ჰარმონია იმ შემთხვევაში მიიღწევა, როდესაც ეს ორი ენერგია დაბალანსებულია.) სახლის დეკორირების დროს მოერიდეთ რომელიმე ერთი ფერის მაქსიმალურად გამოყენებას.

შეეცადეთ შექმნათ ჰარმონიული ფერთა გამა, ვინაიდან ადამიანი ყველაზე კარგად თავს საკუთარ სახლში უნდა გრძნობდეს, იქ სადაც სუფევს ჰარმონია და შენარჩუნებულია “ინ” – “იან” ის ბუნებრივი ბალანსი. გამოიყენეთ ფერები რომლებიც იდეალურად შეესაბამება კონკრეტული დანიშნულების ოთახებს და თქვენს მიზნებს. ნუ შეგაშინებთ ექსპერიმენტები და ინტენსიური მკვეთრი ფერები, თქვენი იდეალური სახლის ყველა ოთახი უნდა ატარებდეს ინდივიდუალურ ხასიათს და განასახიერებდეს პატრონის გემოვნებას, ჩვევებს და ხასიათის შტრიხებს. გააფერადეთ – გაალამაზეთ თქვენი საცხოვრებელი იმ ფერებში რომლებიც მოგწონთ, გსიამოვნებთ და დადებით ზეგავლენას ახდენს თქვენზე. თუ რომელიმე ფერი გაღიზიანებთ ან არ გიყვართ ნუ გამოიყენებთ მას. მიენდეთ ინტუიციას და შეძლებისდაგვარად შემატეთ თქვენს ინტერიერს ფენ შუის “სწორი” ფერები .

ჩინელებისთვის წითელი ფერი ყველაზე დადებითია და წარმატების მომტანი. წითელი განასახიერებს ბედნიერებას, ძალას, ცეცხლს და სითბოს. ჩინელები სიამოვნებით ატარებენ მაჯაზე შებმულ წითელ ლენტს იმისთვის რომ დადებითი “ცი” ენერგია შენარჩუნდეს და თავისუფლად ცირკულირებდეს.

ვინაიდან წითელი ფერი “გულის ფერია” ამიტომ ყველა მისი ტონალობა –ღია წითელი, ბორდო , ა.შ. ასევე ნიშნავს სასიცოცხლო ძალას და იწვევს ჩინელებში დიდ პატივისცემას. მწვანე ფერი– სიმშვიდის და სიახლის სიმბოლოა. ეს გახლავთ გაზაფხულის ბუნების ფერი. ყვითელი მზის, ოპტიმიზმის ფერია და განასახიერებს ხანგძლივ ცხოვრებას. ყვითელ-ოქროსფერი ტანისამოსის ტარება სამეფო გვარის წარმომადგენლების პრივილეგია გახლდათ. თეთრი ფერი– ყველაზე უსიამოვნოა ჩინელებისთვის ვინაიდან ტრაურის ფერად აღიქმება , ანუ იგივე დატვირთვა აქვს რასაც შავ ფერს დასავლურ კულტურაში. ჩინელი არქიტექტორები ყველაზე ნაკლებად იყენებენ თეთრ და ლურჯ ფერს, ეს უკანასკნელი ცივ ფერად მიიჩნევა . ნაკლებად რეკომენდირებულია შავი , როგორც წარუმატებლობის სიმბოლო.

მოამზადა ცისია დონდუამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები