Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

ფენ-შუის მაგიური ციფრები

ფენ-შუის მაგიური ციფრებიციფრები ისევე როგორც ფერები დიდი ენერგიის მატარებლები არიან როგორც დადებითი ასევე უარყოფითი. ფენ შუის ციფრებს შეუძლიათ გაგამდიდრონ ან პირიქით, მათ მოაქვთ როგორც წარმატება ასევე უბედურება არასწორად გამოყენების შემთხვევაში. ძალიან მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ მათი ენერგეტიკა ჩვენს სასარგებლოდ,ამისათვის კი საჭიროა ვიცოდეთ მათი ფარული მნიშვნელობები.

ციფრები იყოფა “იან” და “ინ” ენერგიებად . “იან” -ს მიეკუთვნება ყველა კენტი რიცხვი, ხოლო “ინ”-ს ლუწი. ფენ შუის მიხედვით ყველაზე “ბედნიერი” კენტი რიცხვებია.( როგორც წესი სხვადასხვა ლატარეებში სწორედ ის ბილეთები იმარჯვებენ სადაც კენტი ციფრები ჭარბობს).

ფენ შუის მიხედვით ყველა რიცხვს თავისი მაგიური მნიშვნელობა აქვს მინიჭებული
1 – პატივი , მოგება
2 – ადვილად
3 – ზრდა
4 – დიდ შრომის შედეგად მიზნის მიღწევა
5 – არაფერი
6 – სიმდიდრე
7 – აუცილებლად, ნამდვილად
8 – წარმატება
9 – დიდხანს ცხოვრება
დასავლეთში და აღმოსავლეთში ფენ შუის ნუმეროლოგიას განსხვავებული ინტერპრეტაცია აქვს.მაგალითად თუ ადამიანი დაიბადა 23.06.1993 წელს , მაშინ დასავლეთში ყველა ეს რიცხვი ჯამდება ერთ ციფრამდე. (2+3+6+1+9+9+3=33(3+3) =6) 6-იანი ნიშნავს რომ ეს პიროვნება იქნება მდიდარი. აღმოსავლეთში ყველა ეს ციფრი სათითაოდ განიხილება. ზემოთხსენებული თარიღი შემდეგნაირად იშიფრება : “ადვილად” ,”ზრდა” ,” სიმდიდრე” , “მოგება” “დიდხანს ცხოვრება” – პერეფრაზირების შედეგად გამოდის რომ პიროვნება მალე გაიზრდება მენტალურად ,გამდიდრდება თანხის მოგების საშუალებით და დიდხანს იცოცხლებს .

როგორ გამოვითვალოთ ჩვენი ბედნიერი რიცხვი?
ფენ შუის მიხედვით ბედნიერი რიცხვი გამოითვლება ისევე როგორც დასავლეთში სჩვევიათ ანუ დაბადების თარიღის დაჯამებით და ერთ ციფრამდე დაყვანით.

როგორ გამოვიყენოთ ფენ შუი ჩვენს სასარგებლოდ
1 . მოვიზიდოთ ფული
ჩაიდეთ საფულეში პატარა ფურცელი რომელზეც წარმატების მომტანი კომბინაციები ეწერება, მაგალითად : 68 – “ბევრი ფული”, 17 -” აუცილებლად მოგება” , 26 “ადვილი ფული” და ა.შ. თქვენ თავადაც შეგიძლიათ შეადგინოთ თქვენთვის სასურველი ვარიანტები.

2. გავახაროთ მცენარეები
იმისთვის რომ ოთახის მცენარეებმა სწრაფად გაიხარონ ამისათვის ქოთანის ძირზე მოათავსეთ 2 და 3 რიცხვის გამოსახულებიანი რკინის მონეტა ,ამით თქვენ აპროგრამებთ ყვავილს სწრაფი ზრდისკენ.

3. გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა
ციფრი 79 დაგეხმარებათ გაიხანგრძლივოთ და გაიჯანსაღოთ ცხოვრება.

რეალურად კომბინაციების დიდი რაოდენობა არსებობს და სიფრთხილით მოეკიდეთ მათ შედგენას რომ უარყოფითი შედეგი არ მიიღოთ. მაგალითად :
56 -გაბანკროტებას გიქადით
24- ადვილ სიკვდილს
74- გარდაუვალ სიკვდილს მოასწავებს
59- ავადმყოფობას
48 -ფული რომელიც გერგებათ მძიმე შრომის შედეგად.

თქვენ თავად შეგიძლიათ დააპროგრამოთ თქვენი ქვეცნობიერი წარმატებაზე, ჯანმრთელობაზე ,წინსვლაზე და ბედნიერებაზე. განეწყვეთ პოზიტიურად და წარმატება გვერდს არ აგივლით!

მოამზადა ცისია დონდუამ,

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი