ასტროლოგიური მაღაზია

ფანჯარა, რომლიდანაც შევყურებთ სამყაროს….

ერთი წყვილი ახალ სახლში გადავიდა. ყოველ დილას, ცოლი იღვიძებდა გადახედავდა ფანჯრიდან მეზობლის აივანზე გაფენილ სარეცხს და თავის ქნევით ამბობდა: – რა ჭუჭყიანი თეთრეულია, ან რეცხვა არ იციან ან საპონი არ უვარგათო, ქმარი გაიღიმებდა და არაფერს აპასუხობდა. ერთხელაც იღვიძებს ცოლი, იხედება ფანჯარაში და გაოცებული შესძახებს ქმარს – შეხედე დღეს მათი დარეცხილი თეთრეული რა სუფთა და კრიალაა! ალბათ რეცხვა ისწავლეს! – არა – უბრალოდ დღეს დილით ადრე ავდექი და ჩვენი ფანჯრის მინები გავწმინდეო – უპასუხა მეუღლებ… ყველაფერი დამოკიდებულია “ფანჯარაზე” (ჩვენს ხედვაზე) რომლიდანაც შევყურებთ სამყაროს…

ავტორი

დატოვეთ კომენტარი