ურანი
ურანს 84 წელი სჭირდება ზოდიაქოს ციკლის გასავლელად და 7 წელიწადს რჩება ერთ ნიშანში.
ელემენტი: მიწა.
მართავს მერწყულს და ეგზალტირებულის მორიელში.
ტვინის და ნერვების ანალოგია.
ასახიერებს: გამომძიებელს, ექსცენტრიულ, ფსიქიურად დაავადებულ ადამიანებსა და რევოლუციონერებს.
ტემპერამენტი უკიდურესად ნევროზული.
ხასიათი: ემოციური, აქტიური, მგზნებარე.
ურანი ეს დინამიურობისა და უხეში ძალის ენერგიაა.
მოაქვს უცაბედი და გაუთვალისწინებელი ცვლილებები, ახალი სიტუაციები, რევოლუციები, განხეთქილებები. ჩხუბისთავია და ამრევი. სიმბოლოა ექსცენტრიულობის, გამომგონებლობის, მარგინალობის, დამოუკიდებლობის და სიგიჟის. უხეშია და სულმოკლე და ხანდახან შეუწყნარებელი. როცა ურანია დომინანტი პლანეტა რუკაზე, ინდივიდი ყოველთვის ექსცენტრიულია, ძალიან დამოუკიდებელი, იდეალისტი, ექსტრავაგანტული და გამჭრიახი.
უარყოფით გამოვლენაში არატოლერანტობა, უგრძნობლობა, არაჰუმანურობა შეიძლება ახასიათებდეს, რაც პარადოქსულია, რადგან თავისი ბუნებიდან გამომდინარე სჭირდება კაცობრიობის სამსახურში დგომა და სამყაროს უკეთესობისთვის ბრძოლა. ურანი დაკავშირებულია თანამედროვეობასთან, ტექნოლოგიურ მიღწევებთან, კომუნიკაციასთან( ტელეფონი, ინტერნეტი, მედია და ა.შ.) დიდი გავლენა აქვს მის ენერგიას.