Previous Story
ურანი
ურანი ტექნოლოგიის პლანეტად ითვლება. ეს პლანეტა ადამიანის უნიკალურობის და ორიგინალურობის გამოხატვაზე აგებს პასუხს.
პირად რუკაში, ურანის მდებარეობა სახლებში გვიჩვენებს ცხოვრების გარკვეულ სიტუაციებში, მოთხოვნას ინდივიდუალურობის, ინოვაციების, ორიგინალურობის და თავისუფალი სულის მიმართ.
ეს პლანეტა, ადამიანებში ერთგვარ რევოლუციონერს ავლენს, რომელიც წესების დაუმორჩილებლობით გამოირჩევა და საკუთარი კანონებით მოქმედებს.
თითოეულ თაობას, ამ კუთხით რომ შევხედოთ, აუცილებლად გამოვარჩევთ მათ განსხვავებული დამოკიდებულებებითა და ინდივიდუალურობით. ურანი მფარველობს მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს და მე-11 სახლს.