ურანის ასპექტები პლანეტებთან
ურანი სხვა პლანეტებს აგიჟებს. საკმარისია მასთან ნებისმიერი სახის ასპექტი, რომ პლანეტამ შეწყვიტოს ფუნქციონირება საზოგადოებისთვის მისაღები ნორმალური გზით.
თუკი მზესთან აქვს ასპექტები: ეს დამოუკიდებელ პიროვნებას გვაძლევს, რომელსაც ძალიან დიდი სურვილი აქვს ყველაფერი განსხვავებულად აკეთოს. პოზიტიურ გამოვლინებაში ეს ბრწყინვალე ასპექტია, გენიოსობის მაჩვენებელი. უარყოფითი ასპექტისას კი ექსცენტრულ პიროვნებას ვიღებთ, რომელიც გატაცებულია ხალხის შოკში ჩაგდებით, ან უბრალოდ თავს იგიჟიანებს.
შეერთება ინდივიდუალისტებს გვაძლევს, მეამბოხეებს და ტრადიციების წინააღმდეგ მებრძოლებს. ისინი ვერ იტანენ საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტანდარტებს, წესებს და ჭკუიდან შლით რუტინა. არასოდეს ყოფენ ხალხს კატეგორიებად და ვერ იტანენ ვინმესთვის იარლიყის მიკვრას. მისი წყობილებიდან გამოყვანა თუ გნებავთ მის სტერეოტიპებში მოქცევას შეეცადეთ. საოცარი ის არის, რომ ამ პროგრესული და რევოლუციონერი ბუნების მიუხედავად საშინლად ჯიუტები არიან. როგორც წესი იმაზე მოქნილები და იოლი საურთიერთობოები ჩანან, ვიდრე არიან. თეორიულად ძალიან გონებაგახსნილები და ლიბერალები, პრაქტიკაში, როცა ვინმე მის პირად სივრცეში შემოდის, სულ სხვანაირები ხდებიან. მათთვის უმთავრესი ღირებულება მისი პირადი თავისუფლებაა და უნიკალურობა. არიან ძალიან პატიოსნები და მართლა გულწრფელად სჯერათ ადამიანთა თანასწორობის. ეს იმ კატეგორიის ხალხია, დედოფალს და მათხოვარს ერთნაირად რომ ელაპარაკება (თუმცა ორივეს პატივისცემით, თუ ორივეს მოკრზალებით ეს უკვე პიროვნებაზეა დამოკიდებული)
დაძაბული ასპექტები ამ ყველაფერს ამძაფრებს. ადამიანი შესაძლოა ცოტა განიცდიდეს კიდეც თავის ორიგინალურობას, ან პრობლემებს უქმნიდეს თავის განსხვავებულობა. მისთვის კოშმარია 9-დან 6- ამდე სამსახური და რუტინული სამუშაო. ვერ ერგებიან სტრუქტურას და თუკი რაიმეს აკეთებენ, კეთების ხასიათზე უნდა იყვნენ. მათი ქმედებები ყოველთვის შიგნიდან გამომდინარეობს. რასაც შიგნიდან ვერ გრძნობს, იმას ვერაფრით გააკეთებინებთ. ამიტომ ძირითადად მათ სამსახურად მათივე ჰობი იქცევა ხოლმე.
ურანის მთვარესთან ასპექტები, უარყოფით გამოვლენაში მიტოვების ფობიებსა და ისტერიებისადმი მიდრეკილებას გვაძლევს. მთვარე – ქალებთან, განსაკუთრებით დედასთან ურთიერთობის მაჩვენებელია. დაძაბული ასპექტები ( შეერთების დროსაც ) კი ნიშნავს, რომ ადამიანის ცხოვრების საწყის ეტაპზე დედამისს ცოტა არეული ცხოვრება ჰქონდა, არეული გრაფიკი, შესაძლოა იმიტომ, რომ თავად ისიც არეული და გადარეული გახლდათ. ამის გამო ბავშვი თვლის, რომ დედა აღარც სჭირდება. ყველაფერი მშვენივრად მიდის, სანამ გაიზრდება და პაემანზე სიარულს დაიწყებს – როცა მართლა ძალიან მოსწონს ვინმე უჩნდება აზრი – მე ის მჭირდება – და ზუსტად ამის გამო გარბის მისგან. თუ არ გაიქცა ისე იქცევა სხვას აიძულებს გაქცევას. არის იმის ტენდენციაც, რომ მუდმივად მიუწვდომელზე იყოს შეყვარებული (დაქორწინებულზე, ან სხვა ქალაქში მცხოვრებზე). რაც უფრო შეუძლებელი კავშირია, გრძნობაც მეტია. ეს ყველაფერი განსაკუთრებით შესამჩნევია ქალებში. კაცი ,,შეიყვარე და მიატოვე” ტიპაჟი იქნება, ან ისტერიული და ცოტა ,,შერეკილი,, ქალებით მოიხიბლება. თითქმის ყველა ასეთია. ჰარმონიული ასპექტები კი ყოველგვარი სიახლისადმი, არაჩვეულებრივისადმი, არაორდინალურისადმი ინტერესს გვაძლევს.
ურანის მერკურისთან ასპექტები შეშლილი იდეების სიყვარულს გვაძლევს. შესანიშნავი კომბინაციაა, გენიოსობის ასპექტი. ინტუიცია და გონება ერთად. მან ყველაზე უკეთ იცის რა რაა და ვინ ვინაა. კარტერის მიხედვით მერკური ურანის ჰარმონიული ასპექტები ასტროლოგების ჰოროსკოპებში არის ძალიან ხშირი. უარყოფით ასპექტები კი სიჯიუტეს გვაძლევს. თავად დღეში რამდენჯერმეც შეუძლიათ შეიცვალონ აზრი (განსაკუთრებით თუ მუტაბელურ ნიშნებშია პლანეტები), მაგრამ სხვას არავის ძალუძს აზრი შეაცვლევინოს მათ.
ურანის ვენერასთან ასპექტებისას მეტად უცნაურ და ახირებულ საყვარლის ტიპაჟებს ვიღებთ (უარყოფითი ასპექტებისას განსაკუთრებით). მათ თავისუფლება და დამოუკიდებლობა სურთ. გიჟდებიან ექსპერიმენტებზე. იხიბლებიან სხვა კულტურის, სხვა ტრადიციების, სხვა ეთნოსის წარმომადგენლებთ. მისგან განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანებით. თუკი ურთიერთობა ნორმის ფარგლებში მიდის, ის აუცილებლად ანგრევს ამ ურთიერთობას და თან განა უბრალოდ ტოვებს, მოულოდნელად გარბის. მაგალითად ელიზაბეტ ტეილორს ჰქონდა ვენერა ურანის შეერთება ვერძში. ნიშანს კიდევ უფრო შეუძლია გაამწვავოს ეს ასპექტი. დაძაბული ასპექტებია პასუხისმგებელი შაქრის დონეზე სისხლში, ურანი ვენერას შეერთებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია ( ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს ასევე პლუტონთან და სატურნთან ვენერას ასპექტებმაც). ჰარმონიული ასპექტები კი ავანგარდს და განსაკუთრებულობას გვაძლევს ცვალებადობის გარეშე.
მარსთან ურანის ასპექტებისას: სახიფათო შემთხვევებისკენ მიდრეკილებაა, რადგან რისკიანობას გვაძლევს (განსაკუთრებით დაძაბული ასპექტებისას). ურანი ხომ მოულოდნელობებისა და ცვლილებების პლანეტაა. თუკი სხვა ასპექტები არ ანეიტრალებენ რევოლუციონერს და ბუნტისთავს ვიღებთ. სულსწრაფ, ფხუკიან ადამიანს, რომელსაც საკუთარი თავის მოთოკვა უჭირს. შეერთება, კვადრატი ან ოპოზიცია ნერვულ დაძაბულობაზე მიუთითებს. ერთადერთი გამოსავალი ამ ენერგიისთვის სწორი მიმართულების მიცემაა. ბრძოლის დროს ისეთი მოულოდნელი ფოკუსების ჩატარება შეუძლიათ თავგზას ურევენ ოპონენტებს, რამაც თანაბრად შეიძლება მიიყვანონ როგორც გამარჯვებამდე, ასევე სრულ ფიასკომდე. ჰარმონიული ასპექტების შემთხვეაში ეს ყველაფერი ცოტათი შემცირებულია, მაგრამ მაინც, ნებისმიერი ასპექტი მარსსა და ურანს შორის ადამიანს ხდის მოუთმენელს, მამაცს გამბედავს და მექანიზმებისა და უმაღლესი ტექნოლოიების სიყვარულს უღვიძებს.
ურანი იუპიტერის ასპექტები: იუპიტერი აჩვენებს ჩვენს შესაძლებლობას ჩავწვდეთ ზოგად პრინციპებს და ჩვენ ცხოვრებისეულ ფილოსოფიაზეც მოქმედებს, ურანი კი როგორც უკვე აღვნიშნეთ უჩვეულო და ახირებული პლანეტაა, შოკირება რომ უყვარს. შესაბამისად მათი კავშირი მიუთითებს რომ ადამიანი იხიბლება შეშლილი იდეებითა და აზროვნების სისტემით. მას მისი თანამედროვე საზოგადოებისთვის გაუგებარი აზრები აქვს. ჰარმონიული ასპექტები კი ამ ყველაფერს არბილებს და ხალხს მის ცოტა უცნაურ, ავანგარდულ და ექსცენტრულ პიროვნებად აღქმაში ეხმარება.
ურანი სატურნის ასპექტები: ეს ორი პლანეტა რომ ადამიანები ყოფილიყვნენ ნამდვილად არ მოეწონებოდათ ერთმანეთი. სატურნი ძველს მართავს, ურანი ახალს, ერთი კონსერვატორია მეორე გამომგონებელი, ხალხის შოკირება უყვარს. რადგან ორივე ნელა მოძრაობს, მთელ თაობას აქვს ხოლმე ეს ასპექტი. დაძაბული ასპექტებისას ბავშვურ ტიპაჟებს ვიღებთ, ყურადღება მომაქციეთო რომ ყვირიან და რომელსაც არ უნდა მიუხედო მეორე მაშინვე წუწუნს იწყებს. ძალიანაც რომ ეცადონ ეს ადამიანები ყველაფერი წესრიგში ქონდეთ, ურანი მაინც შეუნთებთ ცეცხლს, ააფორიაქებთ, გააღიზიენებთ, მოაწყენთ და აიძულებთ ამ სიტუაციას გაექცნენ. მაგრამ თუკი ეცდებიან ინოვატორები გახდნენ, ორიგინალურად და განსხვავებულად იფიქრონ ახლა სატურნი დაიწყებს ბობოქრობას. ასე ორ ცეცხლშუა მდგარს მხოლოდ ერთი რამ დარჩენიათ – ორივეს სათანადო ყურადღება დაუთმონ. აკეთეთ რაიმე განსხვავებული, უჩვეულო მაგრამ პრაქტიკული და დისციპლინირებული გზით, ან კიდევ აკეთეთ რაიმე ძველმოდური და კონსერვატული, მაგრამ შეიტანეთ მასში რაიმე სიახლე – ორივე ბიძია კმაყოფილი დაგრჩებათ. თუკი ჰარმონიული ასპექტია, ეს კიდევ უფრო დაგეხმარებათ ამ ყველაფრის წარმატებით კეთებაში.
ურანის ასპექტებიც ნეპტუნთან – თუკი პერსონალურ პლანეტებთან არ აქვთ რაიმე ასპექტი, არ შეიძლება ინდივიდუალურად ჩაითვალოს. მზესთან ამ ასპექტის კავშირისას, მაგალითად, მზისა და ურანის შეერთება ტრინში ნეპტუნთან – ადამიანს აძლევს ფართო და ლიბერალურ შეხედულებებს. ეს იქნება ადამიანი რომლის კომუნიკაციური შესაძლებლობები (მზე და ურანი ტყუპში) დაეხმარებიან სხვებს (ნეპტუნი სასწორში) განკურნებაში. ვინაიდან მეოცე საუკუნეში დაბადებული ადამიანების 80 პროცენტს აქვს ნეპტუნი ურანის სექსტილი, ამ საუკუნის ადამიანებს ეძლევა პოტენციალი ქონდეს კონტაქტი დედამიწის ტრანსცენდენტულ ენერგიასთან. სამწუხაროდ უმრავლესობა არ პასუხობს ასეთი პოზიტივით და ურანი ნეპტუნის ენერგიაც ,,შეუმჩნეველი” რჩება.
ურანი პლუტონის ასპექტები – სოციალური სტრუქტურების გარდაქმნის ენერგიას აძლევს თაობას, უბიძგებს მათ კოლექტიურობისაკენ. მაგალითად, სამოციან წლებში იყო ურანი პლუტონის შეერთება ქალწულში, რომელიც შეიძლება კომპიუტერების ხანად ჩაითვალოს. ამ თაობამ შექმნა ინტერნეტი, რომელმაც მთელი მსოფლიო დააკავშირა ერთმანეთთან ტექნოლოგიის (ურანი) მეშვეობით, რამაც მთლიანად შეცვალა, გარდაქმნა (პლუტონი) კაცობრიობა.
ურანის ასპექტები ასცედენტთან ან დესცედენტთან : შეერთება მერწულის ტიპაჟად გაქცევთ, დამოუკიდებელ, ორიგინალურ და უცნაურ ადამიანად, ხალხის გაოცება რომ უყვართ.სექსტილი და ტრინი ხალხისთვის უფრო გასაგებ არაორდინალობას მოგანიჭებთ. კვადრატი და ოპოზიცია კი შეუფერებელი პარტნიორობებისთვის გიმეტებთ, ან შეუფერებელ პარტნიორებს გამოგიგზავით საჩუქრად.
ურანის ასპექტებისას ზენიტთან: უკეთესია თუ თვითდასაქმებული იქნებით ან ისეთი ბოსი გეყოლებათ მარტო რომ დაგტოვებთ. თქვენ სრული თავისუფლება გჭირდებათ სამსახურში. ურანული პროფესიებია ელექტროობასთან უმაღლეს ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროფესიები. მსახიობებიც კი ამ ასპექტით უფრო წარმატებულები იქნებიან ტელევიზიასა და კინოში. შესაძლოა უფროსიც უცნაური, შებერტყილი, ექსცენტრული და დამოუკიდებელი ტიპაჟი გყავდეთ, ცოტა თავის მოგიჟიანება რომ სჩვევია. ერთერთი მშობელიც ასეთი იქნება აუცილებლად. ბავშვობაში ინციდენტებისკენ მიდრეკილებაც ხშირია, მოულოდნელი საცხოვრებლის შეცვლა და ა.შ.
მოამზადა დოჩი გოგომ
4 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
მზესთან და ნეპტუნთან შეერთება მაქვს ^_^ :3 მთვარესთან ტრინი, მარსთან ოპოზიცია და იუპიტერთან კვადრატი 😀 😀
:3 :3 :3 :3 :3 ♥
eg chemi aspeqtebiaaa 😀
შენ + ვენერასთან შეერთება და მარსთან ტრინიც გაქვს 😀 (თუ სწორად მახსოვს 😀 :3 )
Natalia Xixadze ar gaxsovs sworad :*