უიღბლობის მიზეზი თავად „უიღბლოშია“
ადამიანი, რომელსაც გაუმართლა -არის ის, ვინც აკეთებდა იმას, რის გაკეთებასაც სხვები მხოლოდ აპირედბენ…
ჟულ რენარი
იღბალი – შემთხვევით ან გაუთვალისწინებლად შექმნილი, პოზიტიურად აღქმადი მოვლენაა. ის ასევე რომელიმე მოვლენის ან ქმედების სასურველ შედეგს აღნიშნავდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის (მთლიანად) არის დამოკიდებული კონკრეტული პიროვნების ქმედებასა ან გადაწყვეტილებაზე. იღბალის სინონიმი გამართლებაა… (ვიკიპედია)
და მაინც რა არის იღბალი? გამართლება, რომელიც ჩვენზე არაა დამოკიდებული? თუ იღბალი მიზანმიმართული ქმედების პროდუქტია? და ყველა, ერთიშეხედვით შემთხვევითი, სასიამოვნო მოვლენა სინამდვილეში ადამიანების, მათი რწმნის და ნების მიერაა შემზადებული.
სამყარო – სულაც არაა ქაოსის სტიქია და არც იღბალია ისეთი ბრმა, როგორც ამას ბევრი წარმოიდგენს. მიწაზე ადამიანები განსხვავებული ოდენობის ფულს იღებენ, რადგან თავად რეალობას აღიქვავენ სხვადასხვაგვარად და შეიგრძნობენ სამყაროს. იღბალი – ასევე მოცემული სიტუაციების ჩარჩოს მიღმა გასვლის ცოდნაცაა, ის ერთგვარი ცნობიერების გაფართოებაა.
ჰერთფორდშირის უნივესიტეტის, ფსოქოლოგიის პროფესორი, „იღბლის ფაქტორის“ ავტორი – რიჩარდ ვაისმანიმა, რომელმაც საფუძვლად ალბათობის თეორია და კვანტური მექანიკა აიღო – საინტერესო ცდა ჩაატარა. მან რამდენიმე გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ის ადამიანებს, რომლებსაც თავი იღბლიანად მიაჩნდათ ანდა პირიქით უიღბლოდ – ექსპერიმენტში მონაწილეობას სთავაზობდა. ყოველ აპლიკანტს, მეცნიერი აძლევდა დიდი ზომის გაზეთს და სთხოვდა ზუსტად დაეთვალად მას გამოქვეყნებული ფოტოების რაოდენობა.
გაზეთში ერთერთი გვერდი ყალბი იყო და მასზე დატანილი სხვა სარეკლამო განცხადებების გარდა, მეცნიერმა შემდეგი შინაარსის რეკლამა განათავსა – „შეიტყობინეთ ექსპერიმენტატორს, რომ თქვენ ეს დაინახეთ და თქვენ მიიღებთ 250 ფუნტ სტერლინგს“. განცხადება მსხვილი ტექსტიტ იყო აკრეფილი და ნახევარ გვერდზე იყო განთავსებული.
ექსპერიმენტის უკლებლივ ყველა მონაწილემ, რომელმაც თავიდანვე განაცხადა, რომ ის იღბლიანი იყო – შეამჩნია განცხადება და მიიღო შეპირებული პრიზი, საპირისპიროდ „უიღბლოების“ ჯგუფისა, საიდანაც ვერცერთმა ვერ დაინახა ნახევარ გვერდზე დაბეჭდილი განცხადება და სკურპულოზურად ფოტოების თვლას განაგრძობდნენ.
ვაისმანის ეშმკაურმა ცდამ აჩვენა, რომ იღბალი – არა გარემოებების სასიკეთო დამთხვევა, არამეტ მათი გამოყენების მზაობაა. ამ ცდამ აჩვენა, რომ „უიღბლოები“ როგორც წესი უფრო დაძაბულები არიან, რაც მათ რაღაც მოულოდნელის, მაგრამ სასარგებლოს შემჩნევაში უშლით ხელს.
უიღბლობის მიზეზი თავად „უიღბლოშია“. როგორც წესი ასეთი ადამიანი დაძაბული, განერვიულებული და საკუთარ თავში ჩაკეტილია.
ბევრი ადამიანი სხვის წარმატებას „შემთხვევითობას“, „გარემოებას“, „ნაცნობობასა“ და „გამართლებას“ მიაწერს. „უიღბლო“ ადამიანს არ შესწევს ძალა, რომ სხვისი წარმატების მიზეზად ყურადღების კონცენტრაცია და მიღებული ინფორმაციის უფრო სწრაფად გადამუშავების შესაძლებლობა აღიაროს. პირველ რიგში ადამიანი იღბლიანი ხდება იმიტომ, რომ იცის შემთხვევითი შესაძლებლობების გამოყენება და მათი შექმნა. ინტუიციაზე დაყრდნობით იღებს იღბლიან გადაწყვეტილებებს. უკეთესის მოლოდინში თვითრეალიზაცია შეუძლია და ბოლოს გარემოსადმი სიცოცხლის მოყვარე მდგომარეობის შენარჩუნება შეუძლია. მაგალითად სამსახურის ძებნა ავიღოთ: როცა მას „უიღბლო“ ეძებს, ის მხოლოდ იმ განცხადებებს ათვალიერებს, რომელიც წინასწარ აქვს დაგეგმილი. „იღბლიანი“ კი ყველაფერს ამჩნევს.
შედეგად „იღბლიანმა“ შეიძლება იპოვნოს ის, რასაც არ ეძებდა, მაგრამ რაც მასთვის უფრო მომგებიანია. იღბლიანობის წესები მოუსმინეთ ინტუიციას, ის იშვიათად ცდება. გამოუცხადეთ ბრძოლა რუტინას, იყავით გახსნილი ყველაფერი ახლისათვის. შეეცადეთ ხშირად იფიქროთ კარგზე. მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, წარმოიდგინეთ თავი წარმატებულად.
გახსოვდეთ, თუ თქვენ მუდამ დარწმუნებული ხართ იმაში, რომ წარმატება გვერდს გივლით, მაშინ ის აუცილებლად ჩაგივლით გვერდს!
მოამზადა: გივი მატებამ