ტყუპი ბოსი
ერთხელაც თქვენს უფროსს პუნქტუალურობის სენი შეეყრება, წამდაუწუმ საათზე დაიწყებს ყურებას, მოსაწევ ოთახში თქვენს ყოველ გასვლას და სასადილოდან 5 წუთიან დაგვიანებას დააფიქსირებს. სამაგიეროდ სხვა დროს ნახევარი დღე რომ არ იმყოფებოდეთ, შეიძლება საერთოდ ვერ შეამჩნიოს. მისი გუნება განწყობილების პროგნოზირება ძალიან რთულია. თქვენ ხომ არ იცით რომელ ფეხზე ადგება დილით. ამიტომ ჩვენი რჩევაა, ყოველდღე სხვადასხვანაირს ელოდოთ.
ტყუპი ცოტა მოუსვენარი, მაგრამ ბრწყინვალე ლიდერია. ზოდიაქოს სხვა ნიშნებზე მეტად პრეზიდენტის სავარძელი მას შეეფერება, მაგრამ იქ დიდხანს ჯდომას ვერ შეძლებს, ძალიან მოსწყინდება. ამიტომ ურიგო არ იქნებოდა მისთვის მბრუნავი სავარძლის შეთავაზება, რომელიც ნაწილობრივ განმუხტავს ნერვულ დაძაბულობას. კაბინეტში ყოფნისას ის ძირითადად ბოლთას სცემს და კაბინეტში დაძახების მაგივრად შესაძლოა თავად გეწვიოთ სამუშაო ოთახში. 9დან 6ამდე ერთ ადგილას ჯდომა, მისთვის კოშმარია, ამიტომ ვიცე პრეზიდენტის ან კონსულტანტის თანამდებობაზე უფრო ბედნიერად იგრძნობს თავს, მათ სამსახურში მთელი დღე ყოფნა არ ევალებათ.
ტყუპი უფროსი იდეების გენერატორია, რომელსაც სიამოვნებით უზიარებს თანამშრომლებსაც. ასე რომ, თუკი ხელმძღვანელად ტყუპი უფროსი დაგინიშნეს, ცვლილებებისთვის მოემზადეთ. არსებული სტერეოტიპები მას არ დააკმაყოფილებს, არალოგიკურად და გაბუქებულად მიიჩნევს. თქვენი არგუმენტები : ,,საუკუნოვანი პრაქტიკა“ და ,,ასე ვართ დაჩვეულები“ , ვერაფრით დაარწმუნებს. იგი ნოვატორია და ტრადიციები დიდად არ უყვარს. რაც არ მოეწონება, დაუყოვნებლივ შეცვლის.
ტყუპ ბოსთან მონოტონურობას და მოწყენილობას ვერ იგრძნობთ. სხვა თუ ვერაფერი მოიფიქრა ავეჯის დიზაინის შეცვლას გაიძულებთ, მდივანს ჩაცმულობის სტილზე მიუთითებს, შემოიღებს დასჯისა და წახალისების ახალ მეთოდებს, მოკლედ უსაქმოდ არ გაგაჩერებთ. მის მახვილ თვალს არაფერი გამოეპარება, ხანდახან გეგონებათ ზედმეტი არათუ წყვილი თვალი და ყური აქვს. არამედ ხელფეხიც. სხვაგვარად ვერაფრით ახსნით როგორ ახერხებს ერთდროულად რამდენიმე ადგილას ყოფნას.
ნუ შეგეშინდებათ მისი შურისძიების. ის იმდენ რამზე ფიქრობს ერთდროულად უარყოფითი ემოციებისთვის დიდხანს ვერ მოიცლის.
ბუნებით ინდივიდუალისტი და თავისი აზრის ერთგული, ანგარიშს ყოველთვის არ გაგიწევთ. არა, მოსმენით რა თქმა უნდა დიდი ინტერესით მოგისმენთ, მაგრამ ის თქვენ ადამიანად კი არ აღგიქვამთ, არამედ იდეების და აზრების შესაძლებლობათა კვინტესენციად, რომლებიც პიროვნებას განსაზღვრავენ. აქედან იღებს სათავეს მისი აბსტრაქტული დამოკიდებულება განსაზღვრული ინდივიდისადმი.
თუმცა ტყუპების გარშემო უამრავი ხალხი ირევა, რომელთა უმეტესობაც მის მიმართ სიმპათიითაა განმსჭვალული და თავადაც ძალიან კარგი დამოკიდებულებები აქვს, ღრმა სულიერ კავშირში არავისთან შედის. ეს მისი თანდაყოლილი სიცივის ბრალია.
გონებამახვილმა ტყუპმა კარგად იცის იუმორის ფასი და კარგ ხუმრობაც აუცილებლად კეთილად განაწყობს თქვენ მიმართ, განსაკუთრებით კრიტიკულ სიტუაციებში.
ნუ ეცდებით მისი გულის აჩუყებას ცრემლებით, ამან შესაძლოა უარყოფითი შედეგი გამოიღოს.
ნურც კამათში შაჰყვებით, თუ საკმარისი არგუმენტები არ გაგაჩნიათ, გახსოვდეთ ის დისკუსიების ოსტატია და შეუძლია თავის აზრზე გადაგიყვანოთ.
ტყუპი უფროსი იშვიათად ჩერდება ერთ სამუშაოზე დიდხანს. როგორც კი რაიმე განსაზღვრულ წარმატებას მიაღწევს, გული სხვა ჯერ არ ნაცადი ადგილებისკენ გაუწევს და რაღა თქმა უნდა ამ გულისთქმაზე უარს ვერ იტყვის. ახლისადმი სწრაფვა მათ მოხუცებულობამდე თან დაჰყვებათ.
ლინდა გუდმანი