ტყუპები – 2014 წლის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ტყუპები
გაითვალისწინეთ, რომ პროგნოზი ეხება ზოდიაქოს ნიშნების ტიპიურ წარმომადგენლებს. რამდენად ხართ თქვენი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი ამის დადგენა მხოლოდ პირადი რუკის შედგენის შედეგად, დაბადების ადგილისა და ზუსტი საათის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.
ზოგადი მიმოხილვა
2014 ლურჯი (ცისფერი) ხის ცხენის წელი თქვენთვის შეფერხებების გარეშე გაივლის. ერთადერთი რაც გმართებთ, ნებისმიერ სფეროში ყურადღებით ცხოვრება და წინდახედულად მოქმედებაა. კარგად დაფიქრდით სანამ რამეს გააკეთებთ და ნუ მიუდგებით მსუბუქად აღებულ პასუხისმგებლობებს. თქვენთვის არ არის მიზანშეწონილი მარტო ყოფნა და დასვენების გარეშე მუშაობა. თამამი იყავით ურთიერთობებში, იზრუნეთ სხვებზე და მიიღეთ სანაცვლო სიკეთე სამყაროსგან.
კარიერა
პერსპექტიული წელი გაქვთ. სურვილის შემთხვევაში, მარტივად მოახერხებთ დაწინაურებას. მთავარია თქვენი მიზნები კეთილსინდისიერად განახორციელოთ და არავის ავნოთ წარმატების მწვერვალისთვის მიმავალ გზაზე. ახალი სამუშაოს ძიებისას შეეცადეთ მაქსიმალურად მიუსადაგოთ ვაკანსია ხასიათს. თქვენც კარგად იცით, რომ საოფისე და რუტინული სამსახური ტყუპების საქმე არ არის. თქვენ უკეთესად გამოგდით ის რაც შენობის კედლებს სცდება, მოლაპარაკებები, ჟურნალისტური საქმიანობა, სოციალური სფერო.
სიყვარული
ნუ იქნებით ორიენტირებული მხოლოდ სამსახურზე და ყურადღება მიაქციეთ პირად ურთიერთობებს. იყავით ყურადღებიანი საყვარელი ადამიანების მიმართ და თუ ჯერ არ გყავთ პარტნიორი მოემზადეთ მასთან შესახვედრად. ერთი გაითვალისწინეთ, სასიყვარულო ურთიერთობა სტაბილურ და მტკიცე კავშირს მოითხოვს, ასე რომ ნურავის დააიმედებთ იმაზე მეტით რისი მიცემაც არ შეგიძლიათ.
ფინანსები
წელს შემოსავლის ზრდის წელი არ იქნება, თუმცა, მოახერხებთ დაასტაბილუროთ აქამდე არსებული ბიუჯეტი. შესაძლებელია წამოიწყოთ პროექტები, რომლებზეც ფინანსურ გათვლებს გააკეთებთ, თუმცა ბადეს ყოველთვის სავსეს ვერ ამოითებთ. აქცენტი უფრო პატარა საქმეზე და განსხვავებული გზებით მიღებულ შემოსავალზე გააკეთეთ. ძლიერ ინვესტიციებზე ფიქრი კი წლის ბოლოსთვის გადადეთ.
ჯანმრთელობა
ნაკლებადმოსალოდნელია სერიოზული და ქრონიკული დაავადები მოსალოდნელი. ეცადეთ არსებულ ჯანმრთელობის პრობლემებს მიაქციოთ ყურადღება. არ გამოიფიტოთ. შიგადაშიგ, იგრძნობთ დაღლილობას რაც თქვენი ცხოვრების ტემპიდან გამომდინარეობს. თქვენი პირველი წამალი ძილი და დასვენებაა. ნუ გადაიტვირთებით და დაზოგეთ სასიცოცხლო ენერგია.
სულიერ სიმშვიდეს, და ფიზიკურ ჯანმრთელობას გისურვებთ.ბედნიერების, ხვავის, ბარაქის, წარმატებისა და სიყვარულის წელი გქონოდეთ! ყველა სიკეთის მომტანი სურვილი აგსრულებოდეთ, გეკეთებინოთ სიკეთე და არ მოგკლებოდეთ სამყაროს მხარდაჭერა!
პირადი ჰოროსკოპის შესადგენად გამოაგზავნეთ მონაცემები (სახელი გვარი, ტელეფონის ნომერი, დაბადების ადგილი, თარიღი, ზუსტი ან სავარაუდო დრო) ელ. მისამართზე piradihoroskopi@astrologia.ge
ჩვენ გადავცემთ ინფორმაციას ასტროლოგ ქეთი ვაწაძეს და დაგინიშნავთ პირად ვიზიტს, რომელიც დაახლოებით სამი საათი გაგრძელდება. შეხვედრის დასასრულს, გადმოგცემთ პირადი რუკის ინტერპეტაციის ბეჭდურ ვერსიასაც.
როგორც ჩვენი ჟურნალის მკითხველს, 50 %იანი საახალწლო ფასდათმობით მოგემსახურებით.
ბედნიერ შობა-ახალწელს გისურვებთ!
გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს, Facebookის საშუალებით
ჩვენი მასალების სხვა საშუალებებით გავრცელება აკრძალულია!
თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით: 593 219 621 უკან
3 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
ვერძებიც რააა
რა ღირს ვიზიტი
aba vnaxoood ra warmatebuli weli iqneba tyupebistvisooo!!!