ტყუპები – 2013 წლის ზოგადი პროგნოზი
2013 წელს, ტყუპებისთვის წამოწყებათა უმრავლესობა წარმატებული იქნება. შესაძლებელია ახალი ჰორზონტების გამოჩენა როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობებში.
განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ პირად სფეროს და გრძნობებს. თქვენი კომუნიკაბელურობა და ადამიანებთან კონტაქტის სიყვარული უამრავ წარმატებას მოგიტანთ.
წლის პირველ ნახევარში მაქსიმალურად გამოიყენეთ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალური წარმატების მისაღწევად.
მსუბუქად ნუ მიუდგებით ბიზნეს პარტნიორებს ან პოტენციურ მეკავშირეებს. შეეცადეთ სერიოზული და სტაბილური ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოთ საქმიან შეხვედრებზე.
2013 წელს ენერგიის მოზღვავება ახალი წამოწყებების წარმართვაში გამოიყენეთ, რადგან გველის წელი არა ერთ ახალ იდეას გაჩუქებთ.
მოხდება გადანაცვლება თქვენს სანაცნობო წრეშიც. მალევე შეამჩნევთ, რომ ნაკლებად საჭირო ადამიანები ჩამოგცილდებიან, წარმატებისა და მხარდამჭერის მომცემები კი უფრო დაგიახლოვდებიან და ხელს შეგიწყობენ როგორც ყოფით, ისე საქმიან ცხოვრებაში.
სასიყვარულო სფეროს ასაწყობად გამოიყენეთ გაზაფხულის პერიოდი.
2013 წლის დადგომისთანავე იგრძნობთ ემოციებისა და ხასიათის ცვალებადობას, თუმცა ეს ისედაც ჩვეულია თქვენთვის და მნიშვნელოვანი იქნება ამ დროს საკუთარი თავის მოსმენა, ზუსტად გაანალიზება სურვილების, მისწრაფებებისა და შესაძლებლობების, რომლებსაც სამყარო გაწვდით.
წარმატებულ, ბედნიერ, ხვავითა და ბარაქით სავსე ახალ 2013 წელს გისურვებთ, ჩვენო კარგებო ^_^ სამყაროს სიკეთე და კეთილგანწყობა არ მოგკლებოდეთ ახალ წელიწადში ! : )