ასტროლოგიური მაღაზია

ტყუპები – 2013 წლის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ტყუპები_სასიყვარულო_პროგნოზი2013 წელი ტყუპებს ოჯახურ ცხოვრებაზე და გრძელვადიან მყარ სასიყვარულო ურთიერთობებზე აზრის შეცვლას აიძულებს. ბევრი ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი, რომელიც უკვე დიდი ხანია ქორწინების ბეჭედს ატარებს მაინც ვერაფრით აანალიზებს იმას, რომ მეუღლის სტატუსი გააჩნია და მას უფრო მეტი მოეთხოვება ვიდრე დაოჯახებამდე.

არც კი იფიქროთ მეუღლის ზურგსუკან ახალი ინტრიგების ჩახლართვა და ფლირტის წამოწყება, წელს ეს არ შეგერგებათ. არადა, ყველაზე სტაბილური ტყუპებისთვისაც შესაძლებელია რომ იყოს წელს ცდუნება. გაუძელით და არ დამორჩილდეთ, რადგან შესაძლებელია ერთმა სულელურმა ნაბიჯმაც კი საბოლოოდ აგირიოთ მომავალი ცხოვრება.

ტყუპების პარტნიორები გველის წელიწადში არა ერთხელ გამოხატავენ ეჭვიანობას და უნდობლობას.

კარგი იქნება, თუ ტყუპები წლის დასაწყისშივე გადახედავენ თავიანთ ცხოვრებას და გადაწყვეტენ ბოლოსდაბოლოს არიან თუ არა მზად ოჯახური ცხოვრებისთვის. თუ პასუხი უარყოფითი იქნება მაშინ აჯობებს ეს პარტნიორებსაც შეატყობინოთ და არც ისინი აწვალოთ, აღარც თავი იწვალოთ.

ოჯახის შენარჩუნების ნებისმიერი მცდელობას გველი მხარს დაუჭერს და გაამართლებს.
ურთიერთობების სფერო უპრობლემოდ ექნებათ მშვიდ და წინდახედულ ტყუპებს, რომლებიც ნაკლებად იცვლიან პარტნიორებს და არიან ერთგულები.
ყურადღებით იყავით თქვენი პარტნიორების სურვილებისა და მისწრაფებების მიმართ. ხშირ შემთხვევაში, მათი შესრულებით თქვენც უდიდეს სიხარულს და ბედნიერებას მიიღებთ.

ტყუპები, რომლებსაც ჯერ არც ოჯახი აქვთ და არც რჩეული ჰყავთ 2013 წელს მრავალფეროვან ურთიერთობებში გაატარებენ. ექნებათ არა ერთი თავგადასავალი ადამიანებთან, რომლებიც მოეწონებათ. თუმცა, სამართლიანობის და გულახდილობის დავიწყებას არ გირჩევთ და რამდენიმე ფლირტის ერთად ქონას გველის წელის სახელით, ასე ვთქვათ,  გიკრძალავთ. ეს სიკეთეს არ მოგიტანთ.

მთავარი წესი რომელიც ტყუპებმა წელს არ უნდა დაივიწყონ: – არავის ატკინოთ გული!  – გველი არავის ცრემლს და გულის ტკენას არ გაპატიებთ და შესაძლებელია თქვენი ცხოვრების სხვა სფეროში იგრძნოთ დანაკლისი.
ტყუპებს გაზაფხულის პერიოდში შეიძლება შეხვდეთ საინტერესო ადამიანი, რომელიც მალევე გააოცებთ ზუსტად ისეთივე მსუბუქი და თავქარიანი ხასიათით როგორიც თქვენ გაქვთ.

თუ სხვა ადამიანების გრძნობების დაფასება, ჭეშმარიტი სიყვარული და ერთგულება შეგიძლიათ გველის წელიწადი 2013ში ნამდვილად შეძლებს დაგასაჩუქროთ მყარი და ძლიერი გრძნობით, რომელიც ცხოვრების ბოლომდე თქვენი თანამგზავრი იქნება. ასეთი კავშირისთვის ქორწინება წლის ბოლოს დანიშნეთ.

ერთგულ და კეთილსინდისიერ ადამიანებს სამყარო არასოდეს ტოვებს. გაერკვიეთ ზუსტად რა, ვინ და როგორი გსურთ და იქნებით ბედნიერი…

ავტორი

მსგავსი ფოსტები