ტყუპები – 2012 წლის ზოგადი პროგნოზი
(21.05 – 21.06)
შავი დრაკონის წელიწადში თითქმის ყველა მოვლენა თქვენს ცხოვრებაში, გარემოებაზე იქნება დამოკიდებული. თქვენ კიდევ ერთხელ დაფიქრდებით იმაზე რომ სამყაროში ყველაფერი შეფარდებითია, დადებითი კუთხით იქნება ეს თუ უარყოფითით.
ცხოვრებისეული პირობების და საზოაგადოებაში მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მოგიწევთ გარკვეულ ინტერესებზე უარის თქმა და მათი უფრო გონივრული შეხედულებებით ჩანაცვლება.
შეცდომები და სირთულეები რომლებზეც აქამდე თვალის დახუჭვა გიწევდათ წელს უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში. ამიტომ, წინდახედულობა და ქმედებების გათვლა გმართებთ.
პირად ცხოვრებაში გაგიჭირდებათ ურთიერთობებში საკუთარი სიტყვის თქმა – წერტილის დასმა ან სურვილის გამოთქმა. მაქსიმალურად შეეცადეთ პარტნიორთან პირდაპირი იყოთ და სტაბილურობას მიეჩვიოთ.
2012 შემოქმედებითი საქმიანობისთვის საუკეთესი წელია. თქვენ ახალი დონის მიღწევას შეძლებთ. გელით სულიერი ზრდა და წინსვლა ცხოვრებაში. მთავარია იცოდეთ საკუთარი თავის ფასი და მნიშნელოვანი გადაწყვეტილებები დაუფიქრებლად არ მიიღოთ.
პროფესიულ საქმიანობაში კარგად გაერკვიეთ რა სჭირდება თქვენს საქმეს და რა არა. რა მოგიტანთ ზრდას და შემოსავალს. მხოლოდ სურვილზე არაფერი წამოიწყოთ. წინასწარ შეისწავლეთ ნებისმიერი სფერო და საკითხი სანამ ხელს მოკიდებთ.
ნებისმიერი ამოცანა რომელსაც შეეჭიდებით მარტივი შესასრულებელი იქნება. ბევრჯერ მნიშვნელოვანი ნაცნობობა და ახლობლობა დაგეხმარებათ. სამყარო თქვენს გვერდში დასადგომად იქნება განწყობილი და ნებისმიერ პრობლემას მარტივი გადაჭრის ხერხი მოეძებნება.
2012 წელიწადში არაფერი მოგაკლდებათ. ყველაფერი – მატერიალური და სულიერი თვალსაზრისითაც საკმარისი იქნება იმისთვის რომ მომდევნო წლისთვისაც მოიმარაგოთ. წინასწარ გათვალოთ და გადადოთ. ჩადოთ მარცვალი და დაელოდოთ ნაყოფის გამოღებას.
გაითვალისწინეთ, რომ პროგნოზი ეხება ტყუპების ნიშნის ტიპიურ წარმომადგენლებს. რამდენად ხართ თქვენი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი ამის დადგენა მხოლოდ პირადი რუკის შედგენის შედეგად, დაბადების ადგილისა და ზუსტი საათის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.