ასტროლოგიური მაღაზია

ტყუპები – სახალისო ჰოროსკოპი

ტყუპები_სახალისო_ჰოროსკოპიყველას, ვისაც შიზოფრენიკები უყვარს აღმერთებს ტყუპებს. თქვენ, კუროებს, გიყვართ საკუთარი თავის სოკრატესა და მიქელანჯელოსთან შედარება, რადგან პროგრესული, კონტაქტური და საინტერესო იდეების გენერატორები ბრძანდებით, თუმცა, ამ შთაბეჭდილების გაფანტვა წინადადების ჩაკითხვისთანავე შეგიძლიათ.

ტყუპები საშინლად ატარებენ მანქანას და ხშირად ეჯახებიან ხეებსა თუ შენობებს, ამასთანავე მიმწოლნი და ამტანნი არიან. ხშირად კამათობენ ბავშვებთან და მოქეიფეებთან ქორწილებში.

სასწორის ზოდიაქოს ქვეშ დაბადებულ ადამიანებს გამუდმებით მასხრად იგდებენ. ბისექსუალი ტყუპები კი სიამოვნებით თანხმდებიან ორივე სქესის წარმომადგენლებთან პაემანს ერთსა და იმავე დღეს.

ტყუპები ანადგურებენ საკუთარ სახლებს და ეშმაკური ხრიკებით ხსნიან რთულ ფილოსოფიურ კონცეფციებს. შეჯიბრებებში იშვიათად უმართლებთ, გამონაკლისის სახით მხოლოდ ცურვასა და ჰაერის ჰოკეიში იმარჯვებენ. ტყუპებს იზიდავთ მედიკამენტები, რომლებიც სრულებითაც არ არის ლეგალური…

ტყუპები ლათინურად ითარგმნება როგორც „მე მშვენივრად ვარ.“ ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები ხმამაღლა საუბრობენ, რათა სხვებმა კარგად გაიგონ მათი ნათქვამი, თუმცა, სამწუხაროდ, ყველაზე ხშირად საკუთარ თავს ესაუბრებიან. ტყუპები სხვა არაფერია პარანოიდი მერწყულის გარდა.

ავტორი

მსგავსი ფოსტები