ასტროლოგიური მაღაზია

ტყუპები – სასიყვარულო შეთავსება

ტყუპებიტყუპები – ვერძი

ასეთი კავშირი ნათელ, სათავგადასავლო რომანს ჰგავს. ტყუპები ლამაზად და მოქნილად უვლიან ვერძებს, ვერძებს კი უსაზღვროდ იზიდავთ თყუპები.. ორივე მათგანი იმპულსურია და მოძრავი. მუდამ მზად არიან გმირობისთვის, თავგადასავლებისთვის, მოგზაურობისთვის. ოჯახისა და ბავშვების ყოლის პირობებშიც კი, შეუძლიათ უცბად ადგნენ და წავიდნენ საყვარელ ადამიანებთან ერთად, ქვეყნის დასალიერში. ტყუპებს ძლიერი პარტნიორი სჭირდება, ვერძი კი სწორედ ის ნიშანია, რომელსაც ტყუპების ყურადღების მიპყრობა შეუძლია. მთავარია ვერძი არ იყოს უხეში! მათ შორის ხშირადაა და-ძმური სიყვარულიც. ხდება ხოლმე, რომ ერთდროულად არიან საყვარლები და მეგობრებიც. თუმცა, ვერძი მამაკაცი შეიძლება მტკინვეულად განიცდიდეს ტყუპების თავქარიანობას, ისევე როგორც ქალი ვერძი შეიძლება აფრთხობდეს კაც ტყუპებს. დროთა განმავლობაში, ასეთ ადამიანებს ოჯახურ თანაცხოვრებაში ურთიერთობის სპეციალური სტრატეგია და ტაქტიკა უყალიბდებათ. ოჯახზე ზრუნვა და ბავშვებისადმი სიყვარული კი უფრო მჭიდროს ხდის მათ კავშირს.

ტყუპები – კურო

რთული, მაგრამ ხშირი კავშირია, რომელშიც ტყუპები ვერასოდეს შეიცნობენ კუროს ბოლომდე. კუროს ტყუპებში ხიბლავს სიმსუბუქე, კონტაქტურობა, საქმიანი მიდგომა ამა თუ იმ საკითხისადმი და ინფორმაციის ის უსაზღვრო რაოდენობა, რომელსაც ეს ნიშანი ფლობს. ტყუპები კი ეძენებ კუროში ერთგულებას, სტაბილურობას, სახლისა და ოჯახის წარმართვის თვისებებს – იმას, რაც თვითონ ასე აკლიათ. კუროსა და ტყუპებს შორის ყველაზე დიდი პრობლემა ეჭვიანობაა. მოძრავი და დაუდეგარი ტყუპები არა ერთხელ გააცეცხლებს კუროს თავისი საქციელით. როგორც წესი, ისინი ცხოვრობენ ერთ ოჯახში, მაგრამ აქვთ განსხვავებული ინტერესები და არ ესმით ერთმანეთის.

ტყუპები – ტყუპები

ორი ტყუპების ქორწინება მხოლოდ მეგობრობასა და პარტნიორისთვის მინიჭებულ სრულ თავისუფლებაზეა დამოკიდებული. ორივე საკმაოდ კარგად უგებს და გრძნობს ერთმანეთს, თუმცა, ამას ბედნიერება ყოველთვის არ მოაქვს. მათი ოჯახისთვის აუცილებელია მეტი სტაბილურობა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რასაც ორივე გაურბის.

ტყუპები – კირჩხიბი

ტყუპები კირჩხიბისთვის მუდმივი მომხიბვლელობის ნიშანია და ამიტომაც იზიდავს მას. ტყუპები და კირჩხიბიც არასტაბილური პარტნიორები არიან, ინფანტილურები და ცვალებადი ხასიათის, თუმცა ერთად ყოფნა ორივეს ძალიან მოსწონს და აინტერესებს, განსაკუთრებით როდესაც საქმე ინტელექტუალურ საკითხებამდე მიდის _ კირჩხიბი ყველა მოვლენის არსსა და ძირს წვდება, ტყუპები კი ინფორმაციას ჰაერშივე იჭერს და მიღებულ ცოდნას სისტემატიზირებას უკეთებს. კირჩხიბისა და ტყუპების ქორწინების შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ მსუბუქი და თავისუფალი ურთიერთდამოკიდებულებით, რაც სენტიმენტალურ კირჩხიბს არც ისე ხშირად გამოსდის. როგორც კი კირჩხიბი ცდილობს ტყუპების მთლიანად მიბმას, მისი ჩანაფიქრიდან არაფერი კარგი არ გამოდის, რაც კიდევ უფრო ძაბავს მათ შორის ურთიერთობას.

ტყუპები – ლომი

ტყუპები ლომის სიკაშკაშით, მრავალფეროვნებით, მდიდარი ნატურითა და ხელგაშლილობითაა დაბრმავებული. თუ ლომი ქალია, მაშინ მამაკაცი ტყუპები მისი დამჯერი პაჟი ხდება, ტყუპებ ქალს კი ლომი მამაკაცი ბავშვივით ექცევა – უვლის, ათამამებს, ახალისებს. ტყუპები მრავალფეროვანი, კომუნიკაბელური, მხიარული ნიშანია. ლომთან ქორწინებაში, დროის სვლასთან ერთად, მათ შორის ჩნდება განუმეორებელი მეგობრული ურთიერთობა და მათი ოჯახი კიდევ უფრო მყარდება. ტყუპებისა და ლომის კავშირი არასოდეს დაიშლება, თუ ორივეს პატიება შეუძლია.

ტყუპები – ქალწული

ორივე ნიშანს მერკური მფარველობს, თუმცა ეს მფარველობა მათში განსხვავებულად ვლინდება. ისინი იზიდავენ ერთმანეთს, მაგრამ მათი კავშირი მხოლოდ იმ შემთვევაში იქნება წარმატებული, თუ საერთო ინტერესები აქვთ და ერთი მიზნისკენ მიდიან. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ მათ ოჯახში განსაკუთრებულ გონიერებას ქალწული იჩენდეს და საერთოდაც, მან უნდა ითაოს ოჯახის გაძღოლა.

ტყუპები – სასწორი

სასწორი ტყუპებს ჰარმონიასა და წესიერ ურთიერთობას სთავაზობს. თუ ორივე ერთ სფეროში მუშაობს, ამასთან საერთო ინტერესებიც აქვთ, მაშინ ეს წყვილი განუყოფელია. სასწორი შეუმჩნევლად, ისე ტაქტიანად ავითარებს ურთიერთობას, როგორც საჭიროა – თავისუფლების ილუზიას უქმნის ტყუპებს, ამავდროულად, კი უჩუმრად მის მართვას ცდილობს. ქალი სასწორი კარგი დედაა, კარგი აღმზრდელი. მისი სახლი ყოველთვის გემოვნებითაა მოწყობილი, ტყუპებს კი ძალიან სიამოვნებს ჰარმონიისა და წონასწორობის ოაზისად ქცეულ სახლში დაბრუნება.

ტყუპები – მორიელი

მძიმე, მაგრამ ხშირი კავშირია. ტყუპები ამოუცნობია მორიელისთვის, რადგან მის ამოსაცნობად მორიელს სიმსუბუქე აკლია. ტყუპებში ის ხან ბავშვს ხედავს, ხანაც ბრძენს. ეს საიდუმლო აგიჟებს მას და იძულებულს ხდის მუდმივად სდიოს. როგორც კი მორიელი თავისი მდგომარეობის გაანალიზებას იწყებს, ეწყება შფოთვა და დარდი, თუმცა სწორედ ამ შეგრძნებების გამო იზიდავს მას ტყუპები. მისთვის ეს ურთიერთობა ერთგვარი განწმენდაა. მორიელის მიმართ საოცარი ლტოლვით დაგიპნოზირებული ტყუპებიც თავიდანვე ვერ აანალიზებს მასზე თავის ძალაუფლებას, ხოლო მდგომარეობაში გარკვევისთანავე, ცდილობს თავიდან აღზარდოს, ან დაშორდეს თავის რჩეულს, მაგრამ ერთიც და მეორეც, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

ტყუპები – მშვილდოსანი

იშვიათი კავშირია, არატიპიური და როგორც წესი, გათვლაზე დამყარებული. მათ ურთიერთობას უამრავი სიახლე და ხალისი სჭირდება. ბევრი მოგზაურობა, სტუმრად სიარული, გართობა.

ამ ქორწინებაში ტყუპებს მშვილდოსნის ნების აღმსრულებლის როლი აკისრიათ. თუ ტყუპებს სუსტი ხასიათი აქვს, მშვილდოსანი მის მართვას ცდილობს – წინ მიუძღვის ცხოვრებაში და სწორ გზას უჩვენებს. მათი სრული განსხვავებულობის წყალობით ამ კავშირში სულიერი ზრდისთვის საუკეთესო პირობები იქმნება.

ტყუპები – თხის რქა

უიშვიათესი კავშირია. ტყუპებისთვის თხის რქა საიდუმლოა, რომელიც თავისი ამოუხსნელობით იზიდავს. თხის რქის სიცივე და ფეხმოუცვლელობა ტყუპებს საინტერესო ნიღბად მიაჩნია და აინტერესებს, რა იმალება ამის მიღმა. თხის რქისთვის ტყუპები ბავშივითაა – მიამიტი, ზედაპირული და არასერიოზული. როგორც წესი, ამ ორ ნიშანს შორის შექმნილი ოჯახი მალევე ინგრევა, ან ნარჩუნდება თხის რქის განზრახვის გამო ყველაფერი გააკეთოს მისთვის, რომ როგორმე გამოასწოროს ტყუპები.

ტყუპები – მერწყული

ხშირი ჩხუბისა და გაუგებრობის მიუხედავად, მაინც წარმატებული კავშირია. მერწყული უამრავ რამეს ასწავლის ტყუპებს. მათი სიყვარული ხშირად მეგობრობაში გადადის. მათ უამრავი საერთო ინტერესი აქვთ და ერთად ყოფნა, ორივეს, სულიერ განვითარებაში ეხმარებათ. მერწყული ორიგინალურია და შეუძლია გარდასახვა, რისი საჭიროებაც ტყუპებს არ ექმნება სხვა პარტნიორებთან ურთიერთობისას. ერთად, ისინი, არასოდეს იწყენენ. ამის მიუხედავად, თუ ტყუპები მაინც ღალატობს მერწყულს, ეს უკანასკნელი არასდროს პატიობს მას, ბოლო წვეთამდე ითმენს, შემდეგ კი მოუბრუნებლად და უკან მოუხედავად მიდის.

ტყუპები – თევზები

თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებული პარტნიორი, ინტელექტუალური თვალსაზრისით, მიღწევათა მწვერვალია ტყუპებისთვის, რომელზეც მზად არის ილოცოს. მათი ერთობლიობა ორი მკვლევარის ურთიერთობას ჰგავს. ტყუპები ხედავს, რომ თევზებმა ყველაფერი იცის მის შესახებ, თევზები კი ხვდება, რომ ტყუპებმა ეს იცის. ეს არის ორი ინტელექტის დაძაბული თამაში. მათ იშვიათად აქვთ გრძელვადიანი ქორწინება, რადგან თევზები არასდროს პატიობს ღალატს, რაც ტყუპებისთვის ხშირად დამახასიათებელია.

ავტორი

მსგავსი ფოსტები