ასტროლოგიური მაღაზია

ტყუპები – კირჩხიბი – მესაზღვრე ნიშნები

ტყუპები კირჩხიბი მესაზღვრე(19-25 ივნისი)

გინახავთ ზაფხულში ჩახჩახა ლამპიონი, რომლის გარშემოც ათასობით ფარვანა ფუთფუთებს? დაახლოებით ასე არიან ეს მესაზღვრეები. შთამბეჭდავი ხალხია, უზარმაზარ შინაგან მაგნეტიზმს ფლობენ, თავად უბრალო რამეებით შთაგონებულები, არასოდეს დაეძებენ ხოტბას. ისინი უბრალოდ ასხივებენ და ძალიან თავმმდაბლები არიან.

ტყუპების მმართველი მერკურია, რომელიც ინტელექტს განაგებს, გონებას, კირჩხიბის მმართველი მთვარე რომელიც ემოციებს, გრძნობებს მართავს. ამიტომაც კონფლიქტი აქვთ ხშირად ლოგიკასა და ინტუიციას, გონებასა და გულს, ინტელექტსა და ემოციებს შორის. ისინი ყოველთვის პირველი იცინიან და პირველი ყრიან ცრემლებს ნებისმიერ სიტუაციაში. აქვთ უამრავი ინტერესი, რომლებსაც ძალიან ღრმად და დეტალურად სწავლობენ.

ტყუპი თავის მუტაბელურ თვისებებს იყენებს ადვილად ადაპტირებადია და რამდენიმე რამის კეთება შეუძლია ერთდროულად, კარდინალური კიბორჩხალა კი სიძლიერით, შეუპოვრობით, დაჟინებულობით აჯილდოებს ამ მესაზღვრეებს. პირველი ჰაერის ნიშანია, სოციალური და კომუნიკაბელური, მაგრამ ამასთანავე ზედაპირული, იცის ყველაფერი, მაგრამ ბოლომდე არაფერი, როცა ამას წყლის ნიშნის სიღრმე ემატება, კირჩხიბის ყურადღებიანი და მზრუნველი ბუნება, შესანიშნავი კომბინაცია გამოდის. მთავარია ყველაფერი კარგად დაბალანსდეს.

ხალისიანები არიან და ყოველთვის ახალგაზრდულად გამოიყურებიან რა ასაკშიც არ უნდა იყვნენ. აქვთ სასაუბრო და ინტელექტუალური სქილები. არასოდეს კარგავენ ცნობისმოყვარეობას, არიან აქტიურები და შესანიშნავი ინტუიციის წყალობით ყოველთვის საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდებიან ხოლმე.

მოსიყვარულე ბუნება ზოდიაქოს ყველაზე უფრო მზრუნველ არსებებად აქცევს მათ. ეს ის ხალხია ვისაც ჭეშმარიტად შეუძლიათ თანაგრძნობა და სიყვარულის, რომანტიკისა და ოჯახის გარეშე სრულფასოვან ადამიანად ვერ გრძნობენ თავს. ამ მეოცნებე, რომანტიულ, გიჟმაჟ და მზრუნველ არსებებს ყველაზე კარგად ეხერხებათ იმ ადამიანების ტყავში შეძრომა და გაგება, რომლებიც უყვართ. მთლიანად ისიგრძეგანებენ ახლობლების ტკივილს და ეხმარებიან მათ პრობლემების გადაწყვეტაში. ვერაფრით დამშვიდდებიან, თუკი მათ საყვარელ ადამიანებს საფრთხე ემუქრებათ და თანაუგრძნობენ ყველას თანამშრომელი იქნება ეს, პაციენტი, კლიენტი თუ ნებისმიერი ადამიანი ვისთან ურთიერთობაც უწევთ.

ძალიან ახლოს არიან ოჯახის წევრებთან, უყვართ სახლი. ეს მათი კუთხეა ამ უზარმაზარ სამყაროში, სადაც ყველაზე დაცულად და ბედნიერად გრძნობენ თავს. მეგობრობენ სამზარეულოსთან, არიან გურმანები და თავადაც ეხერხებათ საჭმლის კეთება. ძალიან უყვართ ბავშვები, მაგრამ არსებობს საფრთხე რომ ქორწინება ვერ შინარჩუნონ, რადგან მუდმივი იდეალების ძიებაში არიან და ამავდროულად ცვალებადი, მათი გული ადვილად ექცევა ვინმეს სხვის, მეორეს ტყვეობაში. შეცდომებს ადვილად პატიობენ მათ, ვინც უყვართ, მაგრამ ჯიუტები, კერპები და შეუვალებიც ხდებიან ზოგჯერ.

თუ ილხენენ, ბოლომდე ილხენენ. თუ დარდობენ, ბოლომდე დარდობენ. მათი აქილევსის ქუსლი ემოციურობაა. არიან მგრძნობიარეები და ფეთქებადები. ემოციურ აფეთქებებს უჟმური ხასიათი ცვლის და არც იფიქროთ ამ დროს გაეკაროთ, თუკი მარტოდ ყოფნა სურთ. როცა ცუდად არიან განუსჯელნი ხდებიან და საკუთარ ნაჭუჭში იკეტებიან.მათთვის კატეგორიულად აკრძალულია ემოციების ჩახშობა, თუმცა უნდა გაიაზრონ რომ სწორედ უარყოფით ემოციებს შეუძლიათ მათი მორევა და განადგურება. აუცილებლად უნდა ისწავლონ მათთან გამკლავება და პოზიტიურად გარდაქმნა. თუკი ზომიერებას ისწავლიან წარმატებასაც ადვილად მიაღწევენ.

აქვთ კარგი იუმორის გრძნობა, არიან განათლებული, სოციალური, მეგობრული, გრაციოზული, მოსიყვარულე, ხალისიანი, მხიარული, თავდაჯერებული, მაცდური, პატიოსანი, სპონტანური, მოფლირტავე, ლოიალური, ეჭვიანი, დამოუკიდებელი, მოუქნელი, მოსუვენარი, წინააღმდეგობებით სავსე, მოხერხებული და შორსმჭვრეტელი ადამიანები. ამ საზღვარს ჯადოსნურ საზღვარს უწოდებენ და ამ დროს დაბადებული ადამიანებიც სწორედ ამ საოცარი თვისებების კომბინაციით მომაჯადობელ, ეთეროვან არსებებად გვევლინებიან.

მოამზადა დოჩი გოგომ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. aseti swori da zusti daxasiateba jer ar wamikitxavss (Y)

  2. თითკოს დიდიხნის მეგობარმა დამახასიათა.უზუსტესია!

  3. უსწორესია მაერწმუნეთ და ნახეთ თქვენი ზოდიაქო!