ტყუპები – კვების რაციონი
ტყუპები ყოველთვის რაღაცას სუსნაობენ: თხილი, ნამცხვარი, ორცხობილა…
თქვენი პირი ყოველთვის აქტიურია და ვერაფრით ჩერდებით, სპორტსა და აქტიურობას კი ნებივრობა გირჩევნიათ მზეზე ან თუნდაც, საწოლში კოტრიალი.
შემოთავაზებულ ვარიანტებში დღეში ექვსჯერადი კვებაა, აირჩიეთ სასურველი ვარიანტი და თითოეულს დაუმატეთ ბოსტნეულის სალათი, რომელიც ლიმონის წვენით იქნება შეზავებული. თითოეული ვარიანტი 200 კ. კალორიისგან შედგება…
ტოსტები:
ორი ნაჭერი პური რომელიმე შემდეგ დანამატთან ერთად: 25 გრ გახეხილი ყველი, მოთუშული პომიდორი, 25 გრ მოხარშული ლობიო ან სპაგეტი, სალათა, ერთი მოხარშული კვერცხი, 1 ბანანის რბილობი, 2 სუფრის კოვზ იოგურტთან ერთად.
საუზმეული ხორცისა და თევზისგან:
გრილზე შემწვარი 75 გრ უცხიმო ხორცი ან 159 გრ თევზი, 2 ს.კ მოხარშულ ბრინჯთან ერთად. მწვანე ლობიო, კომბოსტო და ნიახური.
მოხარშული კარტოფილის საუზმე:
200 გრ დაჭყლეტილი კარტოფილი ერთ-ერთ შემდეგ დანამატთან ერთად:
1. 3 ს.კ გახეხილი ყველი
2. 2 ს.კ მოხარშული ლობიო
3. 2 ს.კ ნატურალური იოგურტი 60 გრ გახეხილ ყველთან ერთად
ხილის საუზმე:
1. 1 ვაშლი, 1 ფორთოხალი,1 ბანანი ( ან სალათა ამ სამი ხილსგან)
2. 25 გრ ბურბუშელა (სიტკბოს გარეშე) დაჭრილ მსხალთან ერთად
3. ნახევარი საშუალო ზომის ნესვი, 100 გრ ჟოლო და ერთი ნაჭერი მშრალი ბისკვიტი
უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ კვების რაციონს ჰოროსკოპის სხვა ნიშნებისთვის და ცალკე რუბრიკას გახდომისა და სხვა და სხვა დიეტების შესახებ.