ტყუპები – ანტი-ჰოროსკოპი
ეს ” ჭორიკნები ” ერთი წამითაც არ ჩუმდებიან. ყოველგვარი მორიდების გარეშე შეუძლიათ იმსჯელონ ისეთ თემებზე , რაზეც მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა აქვთ.
ტყუპები ცდილობენ ნებისმიერი საკითხი გასაგებად და საფუძვლიანად ახსნან, რასაც საათებს ანდომებენ, როდესაც ამას აანალიზებენ მაშინვე იწყებენ ნერვიულობას და შედეგად უფრო მეტს და სრაფად საუბრობენ.
გარშემომყოფთათვის საოცრად გამაღიზიანებელია ტყუპების ნერვოზულობა და მოუსვენრობა. მათ უჭირთ ერთ კონკრეტულ საკითხზე ყურადღების კონცენტრირება.
ტყუპების იმედზე ყოფნა, სამწუხაროდ, შეუძლებელია. ფიცით დაგარწმუნებენ და შეგპირდებიან საქმის დროულად შესრულებას და ზუსტად 5 წუთში დაავიწყდებათ. სასურველია თუ არ ანდობთ საიდუმლოს შენახვას, მათ უბრალოდ ეს არ შეუძლიათ.
ტყუპების მთავარი იარაღი ცინიზმია , რომელიც თავის მხრივ მათი დამცავი ნიღბის ფუნქციას ასრულებს..
ძირითადი უარყოფითი თვისებები – გაორება, არაორგანიზებულობა, ზედაპირულობა,
მიზანდაუსახაობა, ენერგიის ფლანგვა (ფაციფუცი), მოუთმენლობა, სარკასტულობა, ფანტაზიორობა, დაწყებული საქმის მიტოვება, ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება, ყველაფრისადმი ზერელე დამოკიდებულება, ტყუილების სიყვარული (ფუჭ-სიტყვაობა).
მოამზადა ცისია დონდუამ
One Comment
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
shemazrzenia