ტყუპების ჯანმრთელობა
ტყუპებს თავიანთი გადატვირთული გონების დასვენება სხვებთან შედარებით ორმაგად მეტი ძილით ესაჭიროებათ. საუბედუროდ, რადგანაც ასე არიან მიდრეკილნი ინსომნიისაკენ, იშვიათად თუ ძინავთ საკმარისად. ამის მიუხედავად, დაბეჯითებით უნდა ეცადონ მეტი, მეტი და მეტი დაისვენონ, რათა გაღიზიანებული ნერვები დაიწყნარონ და ზედმეტად აქტიური ტვინის უჯრედები აღუდგეთ, რადგანაც ნერვული გადაღლილობა მუდმივი საფრთხეა.
ბევრი სუფთა, დაუბინძურებელი ჰაერი და ნათელ მზის შუქზე დიდხანს ყოფნა ასევე საჭიროებებს წარმოადგენს, რათა საავადმყოფოებს აარიდონ თავი. რომელიმე მათგანის ნაკლებობის, დამატებით ამას – მოძრაობის შეზღუდვის გამო, შესაძლოა ტყუპები მიდრეკილნი გახდნენ შემთხვევითი დაზიანებებისა და ინფექციებისაკენ მხრებში, მკლავებში, ხელებსა და თითებში.
ფილტვები შესაძლოა სუსტი იყოს, ასევე ნაწლავები. პრობლემები ტერფებთან, ზურგთან დაკავშირებით, გულზე ზიდება, ართრიტი, რევმატიზმები და შაკიკი ყოველთვის შეიძლება დაემართოთ იმ მერკურიანელებს, რომლებიც ჯანმრთელობას არ აქცევენ ყურადღებას. უცნაური ისაა, რომ ტყუპებს ემოციური აშლილობა მოწყენილობისა და ჩაკეტილობისაგან უფრო იოლად ემართებათ, ვიდრე გადამეტებული მოქმედებებისაგან.
ლინდა გუდმანი
თარგმანი მოამზადა ნინო მჭედლიძემ
რუბრიკა ეძღვნება Astrologia.geს მკითხველის, ავტორისა და ადმინისტრატორის,
კატუშა კატის ხსოვნას…