ტყუპების გარეგნობა
თუ ასცენდენტი სხვანაირად არ მოქმედებს, ტყუპს ზოგადად წერწეტა, მოძრავი და საშუალოზე მაღალი სხეული ექნება. ბევრ მათგანს პატარა, მკვეთრი ნაკვთები აქვს, კამეაზე ამოკვეთილივით. იპოვით ყავისფერ თვალებიანებსაც, რა თქმა უნდა, მაგრამ მერკურით მართულთა უმეტესობას ლამაზი, კრისტალივით ნათელი თაფლისფერი, ლურჯი, მწვანე ან ნაცრისფერი თვალები ექნებათ, რომლებიც ციმციმებენ და მოუსვენრად ინაცვლებენ სხვა და სხვა საგნებზე. ტყუპები რამდენიმე წამზე დიდხანს ერთ საგანზე არ აჩერებენ მზერას. სიმართლე რომ ითქვას, მათი ცნობა ხირად ცოცხალი, სწრაფად მოძრავი თვალებითაა ყველაზე იოლად შესაძლებელი. ჩვეულებრივ ფერმკრთალები არიან, მაგრამ რუჯს იოლად იღებენ და ამით შეგიძლიათ შენიშნოთ ზაფხულში.
ტყუპებს მოძრავობა, უშუალო მეგობრობა და თანადგომა ახასიათებთ, ასევე ჩვეულებრივ სწრაფი, მაგრამ მომხიბლავი მოძრაობები. თმა მუქი, ღია ან შეიძლება ორივე ერთად ჰქონდეთ, ზოლებივით. ტყუპისცლები, გახსოვთ? ცხვირი მოსალოდნელია რომ გრძელი და სწორი ექნებათ ან პატარა და ფაქიზი – ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი მოყვანილობის. კაცები ხშირად მიდრეკილნი არიან თმების შეთხელებისკენ შუბლთან, საფეთქლების გასწვრივ და ორივე სქესის წარმომადგენლებს, ჩვეულებრივ, საკმაოდ მაღალი შუბლი აქვთ.)
ტყუპების ერთ ადგილზე ან ერთ იდეაზე მიჯაჭვას ეცადო, ჩვეულებრივ, შეცდომაა. ყოველთვის შეცდომაა მათი გონებრივ ბრძოლაში გამოწვევა, რადგანაც საოცრად იოლად შეუძლიათ დაარწმუნონ ადამიანები ნებისმიერ რამეში. ფეხზე მდგარნიც სწრაფად ფიქრობენ (ან ნებისმიერ სხვა მდგომარეობაში); შეუძლიათ მწვავედ სატირულები იყვნენ და თითქმის ყველა სხვაზე ჭკვიანები არიან. ზოგიერთი მერკურიანელი მავნებლურ კმაყოფილებას განიცდის თავიანთი ელვასავით სწრაფი აზროვნებით უფრო ნელი გონების მქონე ადამიანების დაბნევისას. როგორ მოგეწონებოდათ ტყუპ ბობ ჰოუპთან კამათში ჩაბმა?
ივნისში დაბადებული ადამიანი ზოგჯერ თქვენს ახლომახლო გამოჩნდება, ცნობისმოყვარე ჩიტივით, აღტყინებული ცნობისმოყვარეობით დაათვალირებეს მიდამოს, შემდეგ კი სხვა მიმართულებით გაფრინდება მანამ, სანამ გამარჯობის თქმას მოასწრებდეთ. მე და ჩემი
ტყუპი მეგობარი ხშირად ვხვდებით კაფეში ჩიზქეიქზე სასაუბროდ. იგი ოცდახუთმეტიდან ორმოც წლამდეა, მაგრამ კოლეჯის სტუდენტივით გამოიყურება, რაც ტყუპების უბერებელი გარეგნობისათვის ტიპურია. ცოტა ხანს სასიამოვნოდ ვსაუბრობთ ხოლმე, ვაწყვეტინებთ ერთმანეთს და უცბად გადავხტებით ერთი საკითხიდან მეორეზე.
შემდეგ საფულეში ვიწყებ ჩეკის ან ფანქრის ძებნას, ავიხედავ და რომელიმე ფანტასტიკური წარმოდგენის მსახიობივით, ჩემი ტყუპები მეგობარიც პირდაპირ ჰაერში ქრება ანგარიშთან ერთად. (უფრო განუვითარებელი ტიპაჟები ამ სიმარჯვეს თქვენთვის ანგარიშის შემოტოვებისთვის იყენებენ.) ასეთი მორიგი გაქრობის შემდეგ, ოთახს აღელვებული მოვავლებ ხოლმე თვალს და უცბად, აი ისიც – ტელეფონზე რეკავს ან მხიარულად მიქნევს ხელს და კარებიდან მიიჩქარის ვინ იცის სად.
სწორედ ეს ტყუპი ბოლო დროს ერთ არაჩვეულებრივ მერწყულ გოგონაზე დაინიშნა (თუ ვინმეს შეუძლია მოუხელთებელ ტყუპებს ფეხი აუწყოს, ეს მერწყულია) და ქორწილამდე ერთი კვირით ადრე, ბროდვეიზე ნებისმიერი ოც წლიან სასჯელზე დაგენიძლავებოდათ, რომ იგი ყულფიდან თავს დაიძვრენდა – რომ როგორღაც, ეკლესიაში თავის დროზე არ გამოცხადდებოდა. მაგრამ იგი მივიდა. ტყუპებს შეუძლიათ გაგაოცონ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეყვარებულები არიან.
ტყუპების ერთერთი ჩემი საყვარელი წარმომადგენელი მერკურიანელი ქალბატონია, რომელიც ტიპურად ფლობს Belles Limited-ს, ნიუ იორკის მოპასუხე სამსახურს. პიესა. „ზარები რეკავენ“ (The Bells Are Ringing) მის ცხოვრებაზეა დაფუძნებული.
შესაძლოა დღეში ოცი საათი ტელეფონზე მიწებების გამოც, ისევე ცოცხალი და მოძრავი ვეღარაა, როგორც მაშინ, ბილი როუზის მოცეკვავეების ანსამბლს რომ ანათებდა. მოძრავს ვეღარ უწოდებ, რადგანაც იშვიათად ეძლევა შესაძლებლობა თავისი გამანაწილებელი პანელი დატოვოს, მაგრამ მაინც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, გეგონება გარშემო დაფრინავს, მაშინაც კი როცა არ მოძრაობს. ტყუპები ქალების უმეტესობის მსგავსად, განსაკუთრებულად ლამაზი, საინტერესო სახე აქვს, ყველა ნაკვთზე საზრიანობაა აღბეჭდილი და მისი მერკურიანელი ხელები ცოცხალი ჩიტებივით ფრთხიალებს ჰაერში.
იმაზე მეტი მომხიბვლელობითა და გონიერებით, ვიდრე ეს კანონითაა ნებადართული, მხიარულად წყვეტს ყველას პრობლემებს თავისი ნათელი, ლურჯი თვალების ერთ დახამხამებაში. მე მიყურებია ამ ქალისთვის, როგორ პოულობს ბავშვის მომვლელს და ორ გერბილს (თაგვისებრთა) მყიდველისათვის, როცა ადგენს შესაძენი სურსათის სიას, ხელს აწერს ოცდათორმეტ ჩეკს (მისი ერთერთი საყვარელი საქმიანობა), კარიბის ზღვაზე ბროდვეის პროდუსერს ურეკავს იახტაზე, ცხრა ტელეგრამას აგზავნის, ოჯახის სარეცხს კეცავს, ადგენს კვირის სამუშაო განრიგს თავისი ოპერატორებისთვის, პოულობს თავისი ქმრის ლურჯ ჰალსტუხს, უწერს მას მითითებებს, როგორ მიაგნოს იმ მაღაზიას, სადაც ტროპიკული თევზი უნდა უყიდოს თავიანთ ვაჟს, ოთხ პოლაროიდის სურათს უღებს ძაღლს, ხსნის და კითხულობს თვიურ ქვითრებს (შემდეგ დაბნეულად ტენის სანაგვე ურნაში), ეხმარება მსახიობების შესარჩევ ოფისს ექვს ენაზე მოლაპარაკე მსახიობი ქალის პოვნაში და აღვიძებს თორმეტ კლიენტს – ყველაფერი ეს ერთ საათზე ოდნავ მეტ ხანში, თავისი სკამის დაუტოვებლად. აბა აჯობეთ.
საიდუმლო ტყუპებისეულ ორსახოვნებაშია. შეუძლიათ ორი რაღაც აკეთონ ერთდროულად იმაზე უფრო იოლად, ვიდრე უმეტესი ჩვენგანი აკეთებს ერთ რამეს. მერკურიანელი ქალები ხშირად ერთდროულად აუთოვებენ, ბავშვს აჭმევენ და თან ტელეფონზე საუბრობენ ხოლმე. ზოგიერთი დაიფიცებს კიდეც, რომ ტყუპები ხელში ტელეფონით დაიბადა.
ლინდა გუდმანი
თარგმანი მოამზადა ნინო მჭედლიძემ
რუბრიკა ეძღვნება Astrologia.geს მკითხველის, ავტორისა და ადმინისტრატორის,
კატუშა კატის ხსოვნას…