ტოპაზი
ეს უნიკალური მინერალი ყოფით ცხოვრებაში ადამიანს ანიჭებს ლიდერობის უნარს, საიდუმლოს გახსნაში, ცხოვრებისეული ბრძოლის მოგებასა და და ზოგადად კრიტიკულ სიტუაციებში ეხმარება.
ვისაც მშვიდი ცხოვრება და დასვენება სურს ეს მინერალი მათთვის არ არის. მხოლოდ იმათთვის არის რეკომენდირებული, ვისაც შეუძლიათ ურთულესი ცხოვრებისეული გამოცდების გავლა და რთული პრობლემების გადალახვა. ასეთ ადამიანებს ტოპაზი მფარველობას მისცემს და დააჯილდოვებსკიდეც. ტოპაზი უნდა ატარონ ისეთმა ადამიანებმა, რომელსაც პირად რუკაში ძლიერად გამოვლენილი აქვთ გამოცდებისა და ტანჯვის მაჩვენებლები და ცხოვრებისეული რთული გამოცდების წინაშე დგანან.
ტოპაზი ბუნებაში გვხვდება სახვადასხვა ნაირსახეობის და ფერის, შესაბამისან ყველა ფერს თავისი ენერგეტიკა და მნიშნველობა აქვს.
ლომის თვალი- სამეფო ტოპაზი, მოყვითალო -მომწვანო ფერის. სამსახურის, ძალაუფლების მინერალია. მისი ტარებისას არ არსებობს ადამიანმა იზარმაცოს და არ შეასრულოს ის ვალდებულება, რომელიც მას აკისრია. ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს უძლებს და არ ტყდება, ის დაჯილდოვდება.
ცისფერი ტოპაზი- საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ ითვლება საშიშ ქვად, განსაკუთრებით ქალებისთვის. ის ანგრევს ოჯახს. რაც არამყარია და ტყუილზეა დაფუძნებული ლოგიკური დასასრულით ასრულებს ყველაფერს. მთელს ტყუილს ცისფერი ტოპაზი სააშკარაოზე აჩენს და ამიტომაც დანგრევის სიმბოლოს წარმოადგენს.
ყვითელი ტოპაზი – საიდუმლოს გახსნის ქვა. კრიმინალისტების, ფსიქოლოგების, ჰიპნოზიორების და მანიპულატორების მინერალია. ის ცხორებისეული საიდუმლოს ჩაწვდომისა და გახსნის ენერგეტიკას ფლობს და ერთ-ერთ იმ ქვათა შორის არის, რომელსაც მაგები ადამიანის დაზომბებისთვის იყენებენ, მის ფსიქიკაზე შეღწევის გზით მასზე ახდენენ ძლიერ ზეგავლენას. ყვითელი ტოპაზი დაკავშირებულია მორიელის ზოდიაქოსთან, ასევე კარგია კირჩხიბისთვისაც, მაგრამ არ არის სარუველი თევზებისთვის. ისინი შეიძლება გაიხლართონ საიდუმლო კავშირებში. ტოპაზთან არასწორმა დამოკიდებულებამ ადამიანი შეიძლება ფსიქიურად ავადმყოფი გახდეს. მისი ტარება არ არის სასურველი მგზავრობისას და საერთოდ მოგზაურობისას , განსაკუთრებით კი მშვილდოსანისთვის არ იქნება სასურველი. ყითელი ტოპაზი საერთოდ უკეთესია საკუთარი სახლის ტერიტორიაზე. ეს საკმაოდ ძლიერი ქვაა, რომელიც სატურნის და პლუტონის ენერგიებთან არის დაკავშირებული. ის ინტუიციას აძლიერებს და დაკვირვებულობას აძლევს ადამიანს, მაგრამ აფუჭებს ოჯახურ ურთიერთბებს, ამიტომ დაოჯახებული ხალხისთვის არ რის რეკომენდირებული. განსაკუთრებით დამანგრეველი კი შეიძება სასწორებისთვის იყოს.
რაუხტოპაზი – (კვამლისფერი ტოპაზი) კი პლუტონის საერთოდ განსახვავებულ ძალას ფლობს და სუფთა მაგიური ზემოქმედება აქვს. მისი ტარება ფაქტიურად არავისთვის არ შეიძლება თხის რქის გარდა. კირჩხიბისთვის კი კატეგორიულად აკრძალულიც კი არის.
ტოპაზის გამოყენება პირადი რუკის საფუძველზე ცოტა რთულად შესარჩევი იქნება. საკმაოდ ინდივიდუალური და ძლიერი ხასიათის მინერალია, ამიტომ ადამიანმა ამ ინფორმაციის სრულად გაცნობისა და გააზრების შემთხვევაში ალბათ დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს სჭირდება თუ არა მას ეს მინერალი საერთოდ. ეს მინერალი ზოგად ზოდიაქალურ სისტემას სცდება და უფრო სხვა ენერგეტიკულ ჭრილში ადის და უკვე ადამიანის ენერგეტიკას და მის კარმას გააჩნია, რამდენად დაეხმარება ტოპაზი მას.
სამკურნალო თვისებები
ტოპაზი აძიერებს იმუნურ სისტემას, იცავს გაციებისგან, კანის რეგენერაციას აჩქარებს, საჭმლის მომნელებელ სისტემაზე დადებითად მოქმედებს, ასევე ღვიძლზეც და ნღველზეც. ტოპაზს ასევე იყენებენ ფსიქიური დაავადებების დროს, ნერვიულ და ენერგეტიკულ გამოფიტვისას. ხსნის სტრესს, ამშვიდებს, აწონასწორებს ემოციებს, განდევნის შიშებს და უძილობისას ეხმარება ადამიანს.
რაც შეეხება ენერგეტიკულ ცენტრებს – ჩაკრებს, ეს მინერალი ყველა ჩაკრაზე თანაბრად ძლიერად მოქმედებს.
ის ატარებს იან – აქტიურ ენერგიას,
ზოდიაქო – მორიელი.
სტიქიები – მიწა, ცეცხლი, წყალი, ჰაერი.
მოამზადა თამო აქუბარდიამ