ასტროლოგიური მაღაზია

ტირიფი (15 აპრილი–12 მაისი) – დრუიდების ჰოროსკოპი

ტირიფიტირიფის ხეს უძველესი ისტორია აქვს. ის სიკვდილს უკავშირდება – ტირიფის ფოთლები ნაპოვნია მეგალითის ეპოქისა და ფარაონის აკლდამებში.

უძველეს ისრაელში ჰქონდათ დღესასწაული „ტირიფის დღე”, რომლის დროსაც მათი მთავარი საკურთხეველი ტირიფის ტოტებით ირთვებოდა. არის მოსაზრება, რომ როდესაც იესო შეხვდა მარია მაგდალინელს, ის უზარმაზარი ტირიფის ფუღუროში ცხოვრობდა.

სანამ იესომ მარიადან დემონები არ განდევნა, ხალხს სჯეროდა, რომ ის ჯადოქარი იყო და ტირიფიც, ბოროტებასთან ასოცირდებოდა.

დრუიდებს ტირიფი წმინდა ხედ მიაჩნდათ. მათ სამყაროს შექმნის მითში ზღვის გველმა ტირიფის ტოტებზე ორი იასამნისფერი კვერცხი დადო, რომელშიც მზე და დედამიწა იყო. ეს იყო პირველი ხე, რომლის ტოტებშიც გამოიჩეკა სამყარო, რომელიც როგორც კოსმოსის დაბადების, ასევე დედამიწაზე ცხოვრების დაწყების სიმბოლოდ მოიაზრებოდა. ზღვის გველი კი, კელტებისთვის, ოკეანეებზე მთვარის ძალაუფლებისა და ადამიანების ცხოვრებაში მისი საბედისწერო ჩარევის სიმბოლოდ მიიჩნეოდა.

ძნელია ამოიცნო ადამიანები, რომლებიც დაბადებულები არიან ტირიფის ნიშნის ქვეშ, რადგან მათზე ვრცელდება ბუნების ყველა საიდუმლო ასპექტი, რომელიც დაკავშირებულია მთვარესთან.

მათი ფსიქიკის „ანტენები” მუდამ ჩართულია, რაც საშუალებას აძლევთ სრულად მოახდინონ თავიანთი გონებრივი შესაძლებლობების რეალიზება. ხასიათის დადებითი ასპექტები, როგორც წესი, ვლინდება მათ პასიურ შეუპორვობაში და გამჭრიახობაში.

ადამიანები, რომლებიც დაბადებულნი არიან მთვარის თვის პირველ ორ კვირაში, უფრო არიან მიდრეკილნი ხასიათის მკვეთრი ცვლილებებისადმი. დადებითი ასპექტები ვლინდება ამ ადამიანების ცვლილებებისადმი მგრძნობელობასა და უნარებში, – სწარაფად გამოიყენონ არსებული შესაძლებლობები.

ადამიანები, დაბადებულნი თვის მეორე ნახევარში, ცდილობენ, არ მიიღონ მხედველობაში რჩევები. ამავე დროს მათი არგუმენტები არ გამოირჩევა დამაჯერებლობით. დადებითი ასპექტებია: გამომგონებლობა და შესანიშნავი მეხსიერება.

მოამზადა ლანა წითელაშვილმა

ავტორი

დატოვეთ კომენტარი