Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

ტვინი ვამუშაოთ!

ალბათ, გსმენიათ, რომ მეცნიერებს დღემდე არ შეუძლიათ უპასუხონ კითხვაზე _ რატომ და როგორ აკეთებენ ადამიანები იმას, რასაც აკეთებენ?

სამწუხაროდ, ჩვენ მართლაც არ ვიცით, უფრო მეტიც – სიც არ ვიცით პრინციპულად რითი განსხვავდება ადამიანის ტვინი ძაღლის ტვინისაგან…

სამყარო, რომელიც თავის ქალაშია ჩაკეტილი, ჯერ კიდევ დიდი საიდუმლოებითაა მოცული…
არსებობს ვარაუდი, რომ ტვინი, კერძოდ სამყაროსეული გონის მიმღებია. ტვინი, ესაა ყველაზე რთული ობიექტი სამყაროში, რომელსაც იდეალურისა და მატერიალურის დაკავშირება შეუძლია…

…არასწორად თვლიან, რომ თითქოს ადამიანი ტვინის მხოლოდ 9_10% იყენებს. ისე, როგორც ჯანმრთელ ადამიანს ყველა კუნთი უმუშავებს (მართალია, არაერთდროულად), ასევე მას ტვინის ყველა უჯრედი უმუშავებს… ტვინის მხოლოდ ნაწილი უმუშავებთ ქრონიკულ ალკოჰოლიკებს და ავადმყოფებს. ნორმალურ, ჯანმრთელ ადამიანებს ტვინი პრაქტიკულად მთლიანად ჩართული აქვთ. ოღონდ, რა თქმა უნდა, იგი ყოველ წუთში მაქსიმალურ შესაძლებლობებს არ ავითარებს.

მუშაობის რეჟმი ყველას სხვადასხვაგვარი აქვს. ზოგს მოშვებული, ზოგს ინტესიური… ზოგიერთი ადამიანი კი, ტვინს ფორსაჟის რეჟიმში იყენებს – ანუ თავისი შესაძლებლობების ზღვრის რეჟიმში. ასეთები სანთლებივიღ სწრაფად ჩაიწვებიან ხოლმე. მიუხედავად იმისა, ადამიანი მზესუმზირით ვაჭრობს თუ მათემატიკოსია, ტვინის არც ერთ უჯრედს არ სძინავს იმის მოლოდინში, როდის დაიწყებს ადამიანი ბევრ ფიქრს, წიგნების კითხვას, ანდაც ფანტასტებისა არ იყოს, ევოლუციურობასა და სუპერ ადამიანად გადაქცევას.

… ორგანიზმს გამოუყენებელი ნივთიერება არ სჭირდება… ასე რომ, ტვინი ვამუშაოთ!…

მეგი ნინი ნინიკაშვილი

ავტორი

დატოვეთ კომენტარი