სხვების ნეგატიური ენერგიის არიდების 9 გზა
ენერგეტიკულ დონეზე ნეგატიური ემოციების წარმოშობის რამდენიმე წყარო არსებობს, ეს შეიძლება იყოს თქვენი ემოციები, სხვებისაგან გადმოდებული ემოციები, ან ორივე ერთად.
როგორ გგონიათ, რამდენად დაცული ხართ სხვების ნეგატივისაგან? ეს დამოკიდებულია თქვენი მგრძნობელობის ხარისხზე და იმაზე, საკუთარ თავში რამდენად მოერიეთ ნეგატივს. სტრესი, შიში, მოუსვენრობა ან დეპრესია თუ გაწუხებთ, სხვების უარყოფითი შეგრძნებებიც მარტივად დაგეპატრონებათ.
მგრძნობიარე ინდივიდები ღრუბელივით იწოვენ მათ ირგვლივ არსებულ ნეგატივს, იტანჯებიან გარშემომყოფების ტკივილით და ეს თანაგრძნობის სახელით ხდება. თანაგრძნობაც სწორედ მაშინ ღვივდება განსაკუთრებული ძალით, როდესაც ადამიანი სხვის ცხოვრებაში სწორედ ისეთ პრობლემას ხედავს, რომელიც საკუთარ თავში არ აქვს მოგვარებული.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან ეს მავნე ენერგია, რომ არ გავხდეთ ენერგეტიკული ვამპირიზმის მსხვერპლი და სულ მცირე, ვისწავლოთ ამ ნეგატივში უსაფრთხოდ გაცურვა.
და აი, იმ უარყოფითი ენერგიის არიდების 9 სტრატეგია, რომელიც ჩვენ არ გვეკუთვნის.