ასტროლოგიური მაღაზია

სურვილების ასრულების წელი გვიდგება 2013!

საახალწლო სურვილებიავტორი:ქეთი ვაწაძე

აბა, რას შვრებით?…ამზადებთ საახალწლო სურვილებს?(არა ოცნებებს,არამედ კონკრეტულ მიზნებს!?)

ყოველთვის, მით უფრო ახლი წლის დღეებში აუცილებელია გქონდეთ მიზნები…კონკრეტული, უფრო მარტივად მისაღწევი (საწყისი ეტაპისთვის)…“მე მინდა რომ”… კი არა, “მე გადავწყვეტილი მაქვს, რომ`… (ანუ რაღაც, რაც აუცილებლდ მოხდება, რადგან ამის გადაწყვეტილება უკვე მიღებული გაქვთ და მხოლოდ დროის ფქტორია, როდის მოვა ეს “რაღაც“ თქვენს ცოვრებაში)…

 

ანუ…გააკეთეთ 2013 წლის სამოქმედო გეგმა..(ჩამოწერეთ ფურცელზე თქვენი მიზნები და სურვილები და გვერდით ვადები მიუწერეთ, როდისთვის გსურთ, უფრო სწორად, როდის ხართ მზად, რომ ეს მიიღოთ, რა არის ამისთვის საჭირო, თქვენზე რა არის დამოკიდებული და როგორ უნდა მოხდეს ამ მიზნების განხორციელება)..

და ეტაპობრივად და რწმენით დაიწყეთ თქვენი გეგმების გნხორციელება!.. მოიკრიბეთ გამბედაობა და ირწმუნეთ, რომ ეს -მართლაც შესაძლებელია! ეს, მართლაც გეკუთვნით!..მიეცით თავს უფლება, რომ ეს `რაღაც` მოხდეს თქვენს ცხოვრებაში!

თუ ამგვარი მიდგომა გექნებათ, აუცილებლად ყველაფერი გამოვა!…(ეს არის ჩვეულებრივიპოზიტიური აზროვნება..რომელსაც უდიდესი, თითქმის ჯადოსნური ძალა აქვს, რომელიც ყველანაირ“უიღბლო“ პერიოდს იღბლიან პერიოდად აქცევს! მანამდე მიუღწეველი ოცნებების – მიღწეულ, წარმატებულ საქმეებად, ცხოვრების იღბლიან ეტაპად გარდაქმნა შეუძლია )..

 

მთავარია, თქვენი სურვილები პოზიტიურ ხასიათს ატარებდნენ და ყველასთვის, მათ შორის თქვენთვისაც, სიკეთის მოტანა შეეძლოთ.
თუ შენი მიზნისკენ მტკიცედ და რწმენით მიდიხარ – მთელი სამყარო გეხმრება მიზნის მიღწევაში!…შენ ერთ ნაბიჯს აკეთებ, სამყარო კი – ხუთს შენს შესახვედრად.

დადებით მუხტს, პოზიტიურ აზროვნებას – უდიდესი ძალა აქვს!

გამოიყენეთ ეს ძალა, მიეცით წარმატებას `შანსი`, რომ თქვენს ცხოვრებაში შემოვიდეს!
ბედნიერ, წარმატებულ, იღბლიან ახალ წელს გისურვებთ!

თქვენი სურვილები ჩვენი ფეისბუქის ჯგუფიდან <3 

***

მე მინდა, 2013 წლის პირველივე ნახევარში ჩემი სახლუკა იყოს მზად  ზუსტად ისეთი, როგორიც ვიცი რომ უნდა იყოს  ყველაზე დიდი მატერიალური სურვილი ეს მაქვს 2013ში…
გარდა იმისა რომ ჯანმრთელობა, ბედნიერება და სიმშვიდე მინდა ჩემი ახლობლების, საკუთარი თავის ყველა საყვარელი ადამიანის… – ა. ლ.

***

მე, უბრალოდ მინდა ვიყო ბედნიერი! <3 – თ. გ.

 

 

***

მინდა 2013 იყოს ყველასთვის ბედნიერების და სიხარულის მომტანი. ასევე ჩემ საყვარელ ხალხს ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა, ულევი სიხარული და ზღვა სიყვარული არ მოკლებოდეთ! – თ. ლ.

 

***
მე მინდა 2013 წელს სხვა ქვეყანაში გადავიდეთ საცხოვრებლად! – ე. გ.

 

 

***
ძალიან, ძალიან მინდა, რომ ამდენ გაჭირვებულ ადამიანს ელემენტარული სახსარი მაინც ჰქონდეს არსებობის… დავდივარ და გული მეწვება, ამათი საცოდაობით.  ყველაზე დიდი სურვილი ეს მაქვს, ბავშვობიდან მოყოლებული… პირადად კი, პროფესიულ ზრდას ვისურვებდი და იმის შენარჩუნებას, რაც მაქვს… ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს, ბედნიერ და წარმატებულ წელს ვუსურვებ, რა თქმა უნდა…. – ნ. კ.

***
მე მინდა ამ წელს ძალიან ძალიან ბედნიერი ვიყო და
ერთი სურვილი მაქვს, რომელიც ძალიან მინდა ამიხდეს აპრილამდე… – მ. ა.

 

 

***
ძალიან მინდა 2013 წელს ჩემი სურვილი ამისრულდეს. მინდა 2014 წელს უკვე ჩემს თბილდა საკუთარ სახლში შევხვდე <3 – ა. მ.

 

***
მე მინდა, რომ ერთ შვენიერ დღეს სქართველოში ხალხმა გაიღვიძოს და ყველამ იგრძნოს, თუ როგორ უყვარს ერთი მეორეს ერთმანეთი, მოყვასი, ადამიანი, ხალხი, ქვეყანა, სამშობლო და მთელი ხალხი ერთ დღეში გადაიქცეს სოლიდარულ, პასუხისმგებლიან საზოგადოებად და ქვეყანა შენდებოდეს სიყვარულით. – კ.კ.

***
2013 ზუსტად ვიცი რამდენიმე სურვილის ასრულების წელია! – თ. თ.

 

 

***
მე მინდა რომ ეს ახალი 2013 წელი ერთ-ერთი საუკეთესო წელი იყოს. – ბ.ბ.

 

 

***
დედა მყავდეს ჯანმრთელად და მომავალ აღდგომას მე და ჩემი მოძღვარი იერუსალიმში შევხვდეთ. – თ.თ.

 

 

***
ჩემთვის ძალიან დიდი სურვილი მაქვს – პატარა ვარდისფერი არსების სახით, დედიკოს რომ დამიძახებს <3

– ლ. გ.

***
მე რა მინდაა? მინდარომ ჩემს გარშემო ყველა ჯანმრთელი იყოს და არაფერი არ აწუხებდეთ. (ჩემი ჩათვლით) ბედნიერები გახარებულები და მოსიყვარულეები ყოფილიყვნენ… ჩემი თავისთვის განსაკუთრებულს არაფერს არ ვინატრებდი… მე ისიც მახარებს და მაბედნიერებს სხვებს რომ უხდებათ სურვილები. ყველაზე სასურველი და სანუკვარი ოცნებების და სურვილების ახდენას გისურვებთ ამ ახალ წელს<3 პატარა ვარდისფერი ბუხუნხულა ჩემს სურვილებშიც ითვლება : ) – კ. კ.

***
პირველ რიგში, ჩემი ბიჭების ჯანმრთელობას ვისურვებ  შემდეგ ყველა ჩემ ირგვლივ მყოფის  მათი სურვილების ასრულებას  და კიდევ, ამ წელს მაინც ჩამოვსულიყავი ჩემს თბილისში, ცოტა ხნით… <3  – ა. ა.

***
2013 წელს მინდა მქონდეს ჩემთვის საინტერესო სამსახური და ვიყო ეკონომიურად ძლიერი.  მინდა ყველა ჩემი ახლობელი იყოს ჯანმრთელი და ძლიერი ფინანსურად. ჩემს შვილს სიბრძნე და გონიერება დაებერტყოს  დაიძრას საქართველოს გაერთიანების საკითხი  აღარ იყოს ხელგაწვდილი ხალხი ქუჩებში.   ბედნიერება ყველას – ლ. კ.

***
ასე კონკრეტულად არ ვიცი რა მინდა…
მთავარია იყოს ის რაც სულიერ სიმშვიდეს მომიტანს და იყოს რაც უნდა ! :))

***
მე მინდა, რომ 2013 წელს ჩემს ოჯახს ჩავეხუტო… – ვ. დ.

 

***
მართლა არაფერი მინდა ბევრი. ერთი ადამიანი, სისულელე იქნება რომ ვისურვო დაბრუნება მისი,მაგრამ მინდა რომ იყოს ძალიან, ძალიან ბედნიერი და ყველაფერი კარგად ჰქონდეს რომ 2013 მისთვის უფრო თბილი,ლაღი და ბედნიერი იყოს ვიდრე 2012 : ) რო 2012 გააყვეს მისი ყველა დარდი,ცუდი მოგონებები,ტკივილი და 2013-მა მოუტანოს ბედნიერება და სიხარული სიყვარული! სულ ცოტათი მაგრამ ძლიერად მინდა რო ვიყო მასთან : )
THE END. – გ. ბ.

***
ლამაზი , საინტერესო და სიყვარულით სავსე ცხოვრება მინდა. – კ. ბ.

***
სახლი მინდა კაპრიზე, სახლი რა, დიდი ვილა )))) – ე. გ.

 

***
მინდა 2013 წელს შევხვდე ადამიანს, რომელიც 2013 წლამდე ბევრად ადრე დავტოვე და დაველაპარაკო… – ა. ბ.

 

 

***
მე მინდა წელს მაინც ვიყო ისეთი ბედნიერი, როგორიც მინდა რომ ვიყო ^_^

 

 
 
თქვენც დაგვიტოვეთ თქვენი სურვილები ^_^ სერიოზული და არასერიოზული, რეალური და ნაკლებადრეალური… სულ ერთია… მთავარია სურვილი გააჟღეროთ და ის აუცილებლად ახდება ^_^ 
ავტორი