სულიერი კავშირები ოჯახთან, ნათესავებთან
უძველეს ცივილიზაციებში ოჯახი და საგვარეულო ადამიანისთვის პირველ ადგილას იდგა, რადგან სწორედ მათგან იღებს ადამიანი ყველაზე დიდ მხარდაჭერას ნებისმიერ სიტუაციაში. შეგიძიათ თქვათ რომ ადამიანი უკვდავი სულია და მშობლებმა მათ მხოლდდამხოლოდ სხეული მისცეს. ბავშვები- სულებია, რომლებიც მოდიან ჩვენს ოჯახში, მაგრამ მათ თავის ცხოვრება აქვთ. ამ თეორიაში არის სიმართლის მარცვალიც, მაგრამ დაწმუნებული ვარ რომ თუ ადამიანს დარღვეული აქვს კავშირი მშობლებთან და ნათესავებთან, მას არასოდეს ექნება არც ჰარმონიული ოჯახი, არც კარიერა და არც ჯანმრთელობა.
ჩვენს ცხოვრებას მართავს ქვეცნობიერი პროგრამები, რომლებიც ჩვენ შევიძინეთ ბავშვობაში. ბავშვის ხასიათი და სამყაროსადმი დამოკიდებულება პირველად ყალიბდება 2-3 წლის ასაკში. ენერგეტიკა განსაზღვრავს სამყაროში პრაქტიკულად ყველაფერს. ხეები და ქვებიც კი ხვდება მამაკაცური ან ქალური ენერგიების გავლენის ქვეშ. ასევეა ადამიანიც, ის შედეგია ინი და იანის ურთიერთკავშირის, ქალური და მამაკაცური საწყისის. მნიშვნელოვანია რომ ეს შეთავსება იყოს ჰარმონიული.
თუ ქალი პატივს არ სცემს მის ქმარს, ლაპარაკობს რომ მან მთელი ცხოვრება დაუნგრია, მამაკაცის ფუნქციებს იღებს თავზე, კონცენტრირებას აკეთებს კარიერაზე, მას ეწყება დისბალანსი ჯერ გონებრივ საფეხურზე და შემდეგ სხეულზე. თუ მამაკაცი ხდება ქალური, მას აქვს სურვილი რომ მასზე იზრუნონ, მაგრამ არ აქვს სურვილი თავზე აიღოს პასუხისმგებლობა მის ქალზე და შვილებზე, მისთვის იხურება მამაკაცური საწყისი.
თუ გსურთ გაიგოთ როგორ გაქვს ენერგიის საქმე თქვენ და თქვენს ახლობლებს, მარტივია: შეხედეთ იმას თუ როგორ აქვს მოწყობილი პირადი ცხოვრება ადამიანს. იჩენს თუ არა მზრუნველობას მამაკაცი ცოლის და შვილების მიმართ? მიისწრაფის თუ არა ქალი იმისკენ რომ თვითრეალიზება მოახდინოს ოჯახში? თუ მხოლოდ კარიერით და ფულითაა დაინტერესებული? თუ შეამჩნიეთ რომ ხშირად ავადმყოფობთ ესეიგი ესც მშობლებთან პრობლემის შედეგია.
დედა -ჩვენთვის არის ღვთაებრივი ქალური საწყისის როლში, მამა- კაცური.
სხეულის მარცხენა ნაწილი დაკავშირებულია ქალურ ენერგიასთან, ხოლო მარჯვენა მამაკაცურთან. ბევი ექიმი დიაგნოზის დასმამდე დიდ ყურადღებას აქცევს თუ სხეულის რომელი ნაწილი აწუხებს პაციენტს, და ასე ადგენს ავადმყოფობის მიზეზს, დაფიქრდით: როგორი დამოკიდებულება იყო თქვენს ოჯახში ქალის და მამაკაცის მიმართ? იყო თუ არა საგვარეულოში პრობლემა რომლეიც გადაეცემოდა თაობიდან თაობას? თუ ეს ესეა თქვენი მისიაა გაწყვიტოთ ეს ჯაჭვი რათა იცხოვროთ ჰარმონიულად და ბედნიერად.
როგორ გამოვასწოროთ შეცდომები?
აპატიეთ თქვენს მშოლებს
წარსულს შეუძია როგორც წაგართვათ ენერგია ასევე მოგცეთ ძალა. თუკი თვენ გაქვთ წარსული წყენები ან დანაშაულის გრძნობა, რომ თქვენ ვინმეს აწყენინეთ, დიდი შანსია რომ აწმყოში თქვენ გექმნებათ პრობლემები. ჩვენი მშობლები წარმოადგენენ ჩვენი წარსულის სიმბოლოს, თუკი თქვენ რამის გამო მათზე ნაწყენი ხართ და არ შეგიძლიათ აპატიოთ, მაშინ თქვენთვის იკეტება სანათესაოს და სამყაროს ენერგეტიკული მხარდაჭერა, და ეს ყოველივე შეიძლება აისახოს თქვენს შვილებზე.
მაგალითად თუ თქვენს ოჯახში რამოდენიმე თაობაში არის მამაკაცების სისუსტის პრობლემა, გაქვთ წყენები, მცირდება მამაკაცური ენერგია, ამის შედეგია ადამიანების უიღბლობა, ქალებს არ ეწყობათ პირადი ცხოვრება, ხშირია ავადმყოფობები, რომლებიც აღინიშნება ძირითადად სხეულის მარჯვენა ნაწილში.
განვიხილოთ ერთერთი გოგონას მაგალითი, რომელსაც ასტროლოგიურად და კარმულად ყველაფერი წესრიგში აქვს, მაგრამ არ უმართლებს პირად ცხოვრებაში, მამაკაცები მისგან მიდიან ერთი მეორეს მიყოლებით. როგორც აღმოჩნდა როდესაც გოგონა იყო 13 წლის, მის მშობლებს ჰქონდათ პრობლემები ურთიერთობაში და მამას უნდოდა ოჯახიდან წასვლა, მოგვიანებით ამ გოგონას მშობლები შერიგდნენ, და თითქოს გოგონამ ამის შესახებ დაივიწყა, თუმცა როგორც აღმოჩნდა გოგონას ცნობიერებაში ეს ტკივილი წლები გაჰყვა, ისე რომ ეს თავადაც ვერ გააცნობიერა.თუ ქალს აქვს გადაუწყვეტელი პრობლემა მამასთან, დიდი ალბათობით მას არ ექნება ჰარმონიული ოჯახი. თუ მამაკაცს აქვს აგრესია მამასთან ურთიერთობაში, მაშინ დიდი შანსია მისი კარიერა წარუმატებელი იყოს, გარდა ამისა არის შანსი პრობლემები შეექმნას სახელმწიფო სტრუქტურებთან, რომელიც ასევე მამაკაცურ ენერგიასთანაა დაკავშირებული.
პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოთ––უნდა გაიხსენოთ წარსული წყენები, რომლებიც მოგვიტანეს ჩვენთვის მნიშვნელოვანმა ადამიანებმა. გეგონათ რომ ბევრი ფული დაგიტოვეს მემკვიდრეობით და აღმოჩნდა რომ ასე არაა? არ გაბრაზდეთ. ან მაგალითდ წარმოიდგინეთ რომ თქვენ პატარა გოგონა ხართ, რომელსაც ძალიან უყვარს მამა, მთელი დღე მამის ლოდინში გაატარეთ, ძალიან მოგენატრათ, მაგრამ სახლში მოსული მამა იმის მაგივრად რომ ჩაგხუტებოდათ და მოგფერებოდათ უხეშად მოგეცათ, წამოიდგინეთ ეს სცენა, მაგრამ ეცადეთ ემოციების გარეშე. გონებაში გადადით საკუთარ სხეულში, არსად არუნა იყოს დაძაბულობა, წარმოთქვით: “კი! მე ესეთი დედა და მამა მყავს და მე ამის შეცვლა არ შემიძლია!” თუკი აწმყოში ნათესავები ისე არ გექცევიან როგორც თქვენ გინდა, თავი შეიკავეთ გაკიცხვისაგან. დედამთილს არ უნდა შვილიშვილთან დროის გატარება? ეს მისი არჩევანია, თქვენ გააკეთეთ თქვენი, იცხოვრეთ წყენების გარეშე და ნურავის განიკითხავთ.
პატივი ეცით თქვენს მშობლებს
ბუდა ამბობდა, თუნდაც მთელი ცხოვრება ვემსახუროთ ჩვენს მშობლებს, მიანც არ გვეყოფა დრო იმისთთვის რომ გადავიხადოთ მათი ამაგი. თუკი თქვენ გგონიათ რომ თქვენი მშობლები არასწორედ ცხოვრობენ, გაიხსენეთ რომ მათ თქვენ ცხოვრება გაჩუქეს. ჩვენ გვეძლევა ზუსტად ისეთი მშობლები, როგორიც დავიმსახურეთ და რომელიც საჭიროა ჩვენი კარმის დამუშავებისათვის. დაფიქრდით და გაიხსენეთ რა გვესმის ყველა რელიგიაში: “პატივი ეცი დედასა და მამასა შენსა” პატივი ეცით თქვენიანებს ყოველგვარი პირობების გარეშე.
ემსახურე შენს ოჯახს
ერთხელ, ყაზახეთში, ერთერთ სავადმყოფოში მიიყვანეს მოხუცი, რომელსაც თან ახლლდა 4 ზრდასრული შვილი, მოხუცს საკმაოდ ძვირადღირებული წამალი დასჭირდა, შვილებმა ისესხეს ფული და მამას წამალი უყიდეს, მიუხედავად იმისა რომ წამლის ღირებულება ოთხივე შვილის წლიურ შემოსავალს უდრიდა. თუ თქვენც გინდათ ასეთი შვილები გყავდეთ, მაშინ თავად გახდით ასეთი შვილი. ემსახურედ ახლობლებს სიხარულით,აჩუქეთ მათ ბედნიერება. მშობლისთვის მნიშვნელოვანია არა მატერიალური საჩუქრები (მანქანა, ძვირფასი ნივთები და ა.შ.), არამედ გრძნობები, რომლებიც ამ ყველაფრის უკან დგას. აჯობებს გულით და სულით ჩაეხუტოთ დედას და უთხრათ თბილი, კეთილი სიტყვები, ვიდრე მოვალეობა მოიხადოთ მაგალითად მანქანის ჩუქებით.
მთავარია-ისწავლოთ ცხოვრება აქ და ეხლა. პირველი რაც შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ოჯახისთვის ეს თქვენს სულიერ ზრდაზე მუშაობაა. მეორე- დაეხმარეთ თქვენს ახლობლებს დაგიახლოვდნენ, და ნუ მოითხოვთ სანაცვლოდ ნურაფერს. თუკი მათ აქვთ მავნე ჩვევები(მაგ. არიან მწეველები ან ალკოჰოლზე დამოკიდებულები და ა.შ),
შეეცადეთ დაარწმუნოთ იმაში, რომ ეს მათი ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მაგრამ ეს უნდა გააკეთოთ ფრთხილად, ჩხუბის და აგრესიის გარეშე. მთავარი რაც მშობლებთან ურთიერთობაში მოგვეთხოვება-ეს უანგარო სიყვარულია. გამოხატეთ მათ მიმართ თქვენი პატივისცემა, იუმორით შეხედეთ მათ ნაკლს, იყავით ტაქტიანები. და თუკი მშობლები მაინც გაგიბრაზდებიან, გახსოვდეთ, ეს ერთერთი ხერხია ახლობლებით მანიპულირების.
თუ არ შეგიძლიათ იყოთ ახლოს, გიყვარდეთ მშობლები შორიდან
თუკი მშობლებს სახლში მუდმივათ ჩხუბი და კომფლიქტები აქვთ, არ ჩაუღრმავდეთ ამ პრობლემებს, რადგენ თქვენ აიღებთ უარყოფით ენერგიას საკუთარ თავზე.
მოიკითხეთ მშობლები, დაპატიჟეთ, გაისეირნეთ ბუნებაში. შეეცადეთ ნაკლები დრო გაატაროთ სახლში, არ მიიყვანოთ იქ შვილები.თვენს დედას სახლში სიბინძურე აქვს? დაულაგე სახლი ან დაუქირავე დამხმარე. მთავარია მიიღო მშობელი ისეთი როგორიცაა. მთავარია არ მოიწყვიტოთ მშობლები გულიდან, დროს და ადგილს არ აქვს მნიშვნელობა, რადგან მშობლებს და შვილებს შორის არსებობს ისეთი კავშირი რომელიც შეუძლებელია ვერ იგრძნოთ. არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი ცოცხალია თუ გარდაცვლილი, მშობლებთან კავშირის შენარჩუნება მაშინაც შეიძება თუ ის გარდაცვლილია.
სთხოვეთ მშობლებს კურთხევა
არსებობენ წყვილები რომლებსაც უყვართ ერთმანეთი, მაგრამ ერთერთი მშობელი წინააღმდეგია მათი ქორწინების და არ აძლევს შვილს კურთხევას, ასეთი ქორწინება განწირულია პრობლემებისთვის. ეცადეთ მშობლებისგან მიიღოთ რაც შეიძლება მეტი კურთხევა, სთხოვეთ მათ რომ ხმამაღლა წარმოთქვან; „მე გაძლევთ კურთხევას და ბედნიერებას გისურვებთ“
ეცადეთ ქმრის მშობლებისგან დაიმსახუროთ კეთილგანწყობა და პატივისცემა
ქმრის დედა ქალისთვის კარმულად იძენს მეორე დედის დატვირთვას, ამიტომ უნდა მიიღოთ და გაუგოთ. თუ თქვენს ურთიერთობაში არის დაძაბულობა ესეიგი რაღაც უნდა შეცვალოთ საკუთარ თავში, განსაკუთრებით მაშინ თუკი დედამთილთან ერთად გიწევთ ცხოვრება, ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახში იყოს ჰარმონიული ენერგეტიკა, რადგან ამზეა დამოკიდებული თქვენი შვილების და მთლიანად შთამომავლობის ჯანმრთელობა, ასევე წარმატებები ახალ წამოწყებებში. თუ ჰარმონიის შენარჩუნება რძალდედამთილს შორის არ ხერხდება მაშინ ქმარმა უნდა ნახოს სხვა საცხოვრებელი. რადგან მას აქვს აღებული პასუხისმგებლობა ცოლზე.
თუკი თქვენს დედამთილთან ვერ ალაგებთ ურთიერთობას ესეიგი უნდა გამოიყენოთ წყენებისგან განთავისუფლების მეთოდები, უთხარით საკუთარ თავს „დედამთილს არ ვუყვარვარ, ესეიგი მე რაღაცით მივიზიდე ესეთი სიტუაცია“ ისწავლეთ სიყვარულის და პატივისცემის გამომუშავება. თუკი გინდათ რომ დედამთილმა მოგცეთ კურთხევა, აჩუქეთ მას საჩუქრები, შეთავაზეთ დახმარება, ჰკითხეთ რა შეგიძლიათ გააკეთოთ მისთვის და მისი შვილისთვის. როდესაც ადამიანი „გემსახურება“ უნებლიეთ გიჩნდება სურვილი დალოცო.
წელიწადიც რომ დაგჭირდეთ არ დაინანოთ დრო და დაიმსახურეთ დედამთილისგან კურთხევა. მთავარია შეინარჩუნოთ შინაგანი ჰარმონია. თუ ჩვენ ვართ ჰარმონიული, ყოველთვის შევძლებთ გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვას. თუ მცდელობის მიუხედავად არაფერი გამოგივიდათ არ განიკითხოთ დედამთილი, და არ გაბრაზდეთ მასზე, თქვენ გააკეთეთ რაც შეგეძლოთ, იმედია მოგვიანებით გამოგივათ.
გააანალიზეთ თქვენი ოჯახის ისტორია
გაანალიზეთ პრობლემები რომლიებიც არსებობს თქვენს ოჯახში, მაგალითად განვიხილოთ ესეთი ამბავი: ოჯახში ყველა ქალისგან გარბიან ქმრები. ერთერთი 20 წლის ასკში საქმრომ მიატოვა პირდაპირ ქორწილის წინ. ეს იმას ნიშნავს რომ მამაკაცთან პრეტენზიები გადადიოდა შთამომავლობაზე და გოგონამ უნდა გადაამუშაოს ეს ყველაფერი, საკუთარ თავზე უნდა აიღოს მთლიანად შთამომავლობის ცოდვები.
ერთის მხრივ ეს ძალიან რთულია, მაგრამ მეორეს მხრივ თუ გოგონა ამას დაძლევს მას ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება სანათესაოსი. ხშირია შემთხვევები, როდესაც ქალი ახერხებს მშობლებთან პრობლემების გადაწყვეტას, მისი პირადი ცხოვრბეა 2-3 თვეში იცვლება.
წყენებისგან განთავისუფლების მეთოდი
თაყვანისცემა
დაიდეთ წინ მშობლების ფოტოები და თაყვანი ეცით. იფიქრეთ რომ თქვენ მათ თავს უხრით ისე როგორც ღვთიურ საწყისს, გააკეთეთ ეს ყოველდღე რამოდენიმეჯერ. იმ მომენტში როცა თავს ვხრით გულის ქვემოთ ჩვენგან მიდის წყენა და სიამაყე. თუკი თქვენ ამას აკეთებთ გულწრფელად, უანგაროდ, არ ელოდებით არაფერს ამის სანაცვლოდ, ამ შემთხვევაში ხდება საოცარი მოვლენები. ამ დროს რეკავს დედა და გეუბნება: „მაპატიე, ბავშვობაში შენს მიმართ არ ვიყავი სამართლიანი“ რაცარუნდა შორს იყოს თქვენგან მშობლები, ენერგეტიკულად ისინი მაინც შეგიგრძნობენ თქვენ.
წერილი დედას
ხშირად ჩვენ არ გვახსოვს წყენები, განსაკუთრებით თუ ის მოგვაყენეს მაშინ როცა ძალიან პატარები ვიყავით. მაგრამ ქვეცნობიერად მშობლების მიმართ აგრესია მაინც რჩება.როდესაც ვწერთ მარცხენა ხელით ქვეცნობიერი აქტიურდება, ირთვება მარჯვენა ნახევარსფერო. დაწერეთ შემდეგი სიტყვები: „ძვირფასო დედა (მოიხსენიეთ სახელით), მაპატიე ყველაფერი, ძვირფასო დედა მე გპატიობ შენ ყველაფერს“ ასევე შეგიძლიათ დაამატოთ „მადლობელი ვარ შენი ყველაფრისთვის“ თუკი ამას გააკეთებთ ორი თვის განმავლობაში მუდმივად თქვენ განთავისუფლდებით გაუცნობიერებელი აგრესიისგან.
მოიშორეთ დანაშაულის შეგრძნება
როგორიც არუნდა იყვნენ თქვენი მშობლები, თქვენ ამ ოჯახში შემთხვევით არ დაიბადეთ. ჩვენ ყველა ვუშვებთ შეცდოებს, მაგრამ თუკი მშობლების მიმართ დანაშაულის შეგრძნება დიდი ხნით თანგდევთ, მაშინ თქვენ გონებრივად უნდა დაბრუნდეთ წარსულში, ეს უნდა მიიღოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ თქვენი და თქვეი ოჯახის კარმის გაუმჯობესებას.
მოამზადა ეკა ლეჟავამ