Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

სპეციალური (ტაქტიკური) სიზმრები

სიზმრის იოგაში ყველაზე ეფექტურ მიმართულებად ითვლება სპეციალური(ტაქტიკური) სიზმრების ხელოვნება. მისი არსი მდგომარეობს ფსიქიკის გამუდმებულ ადგილმონაცვლეობაში მატერიალურ სამყაროსა და სულიერ/უხილავ სივრცეებში. ეს პრაქტიკები ჩვეულებრივად ყოველდღიურად სრულდება თანამედროვე მონასტრებსა და სხვადასხვა სამეცნიერო ონეიროლოგიურ ლაბორატორიებში. ანუ, დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ დაძინება-გაღვიძება ავტომატურად იწვევს საზღვრის მოშლას ხილულსა და უხილავ სივრცეებს შორის. ძილი და სიფხიზლე ორსაათიანი ინტერვალებით საუკეთესო ხილვებს იძლევა და ადამიანს უჭირს გარკვევა იმისი რაც დაესიზმრა სინამდვილეში მოხდა ნამდვილად, თუ სიზმარში ნახა.

ძველად ინდიელთა შამანები, ეგვიპტელი ქურუმები, დაოსი ბერები, ტიბეტელი ლამები, სიზმრების მართვაზე ორიენტირებული მისტიკოსები გამუდმებით ახდენდნენ ტაქტიკური სიზმრებით სარგებლობას. წინასწარ მიზანმიმართულად ღამე გაღვიძება და ცოტა ხნის მერე ისევ დაძინება აუცილებლად იწვევს ფანტასტიურ ხილვებს, რომლის მსგავსს ჩვეულებრივ შემთხვევაში ცხოვრებაში ერთი-ორჯერ თუ ნახავს რიგითი ადამიანი, ხოლო ამას ვინც ხშირად გაიმეორებს მრავალ საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებს უხილავი სამყაროდან, რომელსაც ყოველი ჩვენთაგანი თვითონვე გააკონტროლებს ფხიზელი გონებით. ანუ აღსანიშნავია ის, რომ ამ ხილვების დროს ადამიანი კარგად ხედავს და აცნობიერებს ფხიზლად თუ რა ხდება და რას ვნახულობთ სიზმარში. სიფხიზლე ძილის/ხილვის დროს იძლევა საშუალებას ადვილად მივხვდეთ იმას, რაც ადრე მისტიური საბურველით იყო შემოსილი და გაუგებარი გვეჩვენებოდათ.

ძირითადად მომავალი დროის ინფორმაციებით დატვირთული ხილვებია მოსალოდნელი, ასევე პირადი ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალებიც შეიძლება მოჰყვეს მას . ვისაც დაძინება არ გიჭირთ, შეგიძლიათ სცადოთ ღამეში სულ ცოტა ერთხელ მაინც გაღვიძება, გავლა-გამოვლა და ისევ დაძინება, მითუმეტეს ეხლა არ ცივა და ადვილადაა შესაძლებელი ამის შესრულება. თუ ადვილად ვერ იძინებთ ამისათვის კარგად დაძინების დაპროგრამებაც დაგჭირდებათ, ყოველი დაწოლისას სამჯერ მაინც უთხარით საკუთარ თავს: “ათ წუთში მძინავს და ცნობიერი სიზმრების სამყაროში ვარ ცნობიერად და ყველაფერს კარგად ვხედავ და ვგრძნობ თუ რა ხდება ასტრალურ სივრცეში, ჩემო ასტრალურო სხეულო გიბრძანებ აუცილებლად შემისრულო ჩემი ბრძანება”….. შეგიძლიათ საკუთარ ასტრალურ სხეულს საიდუმლო სახელი შეურჩიოთ და უფრო ადვილად მოახერხებთ მის მართვას, თანაც უცხო ადამიანი ვერასოდეს გამოიყენებს თქვენს ძალას საკუთარი მიზნებისათვის.

ამ წარა-მარა ძილღვიძილის მეთოდებს ახასიათებს აგრეთვე ექსტრასენსორული უნარის გაძლიერებაც და საკმაოდ ეფექტური მისტიური ხილვების მომსწრენი გახდებით მსურველები. მე პირადად ჯარში გამომიმუშავდა ჩემდა უნებურად ამ სტილის ეფექტი, როდესაც ყარაულის შემადგენლობა დამყავდა შესაცვლელად მთელი დღეღამის მანძილზე ყოველ ორ საათში მიმყავდა რამოდენიმე კაცი პოსტზე დასაყენებლად , მოვდიოდი ვიძინებდი, ორი საათის მერე სხვა სმენა მიმყავდა ყარაულის პოსტზე, უსაქმურობის გამო ისევ ვიძინებდი, ორი საათის მერე უკვე მესამე სმენა მიმყავდა ყარაულის პოსტებზე შემცვლელებად და ასე 24 საათის განმავლობაში ბევრჯერ ვახერხებდი ძილ ღვიძილში ყოფნას და ბევრ რამეს ვუმადლი ამ მომენტს, რადგანაც ყველაფერთან ერთად განსაკუთრებული ინტუიცია გამომიმუშავდა, აგრეთვე არასოდეს აღარ მიჭირს დაძინება და სასურველ დროს წუთის სიზუსტით გაღვიძება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სანამ ძაან აცივდება კარგი იქნებოდა მსურველები თუ დანერგავდით ღამეში ერთხელ მაინც გაღვიძებას გათენებამდე ნახევარი საათით ადრე, რადგან დღეღამის გასაყარზე ინ-იანის ცვლილებას დიდი ენერგია შემოაქვს დედამიწაზე მაცხოვრებელთათვის და ვინც ფეხზე შეხვდება ამ დროს იგი ბუნებრივადაც დიდ ენერგიას აიღებს და ამ ენერგიის უკეთ შესარგებად უმჯობესია, რომ გათენებისას ისევ ხელახლა დაიძინოთ. ამ დროს მოხდება ძლიერი ბუნებრივი ენერგიის აკუმულირება და თუკი მას სასურველი მიმართულებით მივმართავთ ცნობიერი სიზმრებისაკენ ეფექტი განსაკუთრებული ექნება. როდესაც გადატვირთული დღეებია და არ ხერხდება ჩვეულებრივი ძილით მისტიური სიზმრები, ასეთ შემთხვევაში ძლიერ დაგეხმარებათ ტაქტიკური სიზმრები, რომლითაც მთელი კვირის უნახავს ერთ ღამეში აინაზღაურებთ გაღვიძება-ადგომა-ხელმეორედ დაძინების პრაქტიკით…

სტატია განთავსებულია Ucnauri.com-ის ადმინისტრაციის ნებართვით

სტატიის ავტორი Captain

ავტორი

დატოვეთ კომენტარი