სიყვარული და ქორწინება თქვენს ნატალურ რუკაზე
გაითვალისწინეთ, რომ თითოეული მაჩვენებელი მხოლოდ შანსია, ერთი ,,სიმპტომი“ და იმისთვის რომ განმარტება გამართლდეს საჭიროა რამდენიმე მაჩვენებლის დამთხვევა (თანაც ზოგიერთი ასპექტი ერთმანეთს აბათილებს). ამას გარდა ამ მაჩვენებლებს სხვა მნიშვნელობებიც აქვთ და არ არის სავალდებულო მაინცდამაინც განმარტებებში მითითებული სახით გამოვლინდეს. ზუსტი ანალიზისთვის აუცილებელია პროფესიონალ ასტროლოგთან კონსულტაცია და მთლიანი რუკის სინთეზში განხილვა.
P.S. წაკითხვა არ არის რეკომენდირებული სუსტი ნერვებისა და პანიკური შიშების მქონე ადამიანებისთვის 🙂
ასაკში დიდი განსხვავებით სიყვარულის მაჩვენებელი
სატურნის ჰარმონიული ასპექტები მეხუთე სახლთან ან მის კუსპიდთან;
ვენერას ჰარმონიული ასპექტები სატურნთან.
უცხოელთან სასიყვარულო ურთიერთობის მაჩვენებლები
მეხუთეს მმართველი მეცხრე სახლში ან მის კუსპიდზე;
მეცხრე სახლის მმართველი მეხუთე სახლში ან მის კუსპიდზე;
ვენერა მეცხრე სახლში ან მის კუსპიდზე.
საიდუმლო სასიყვარულო კავშირის მაჩვენებლები
ვენერა მეთორმეტე სახლში ან მის კუსპიდზე;
მეთორმეტე სახლის მმართველი მეხუთე სახლში ან მის კუსპიდზე;
მეხუთე სახლის მმართველი მეთორმეტეში ან მის კუსპიდზე;
დაუქორწინებლობის მაჩვენებლები რუკაზე
სატურნი მეშვიდე სახლში ან დესცედენტთან შეერთებული ( შესაძლოა გამოვლინდეს ნაადრევი ან გვიანი ქორწინების, ასაკში განსხვავებით ქორწინების სახითაც);
ურანი მეშვიდე სახლში ან დესცედენტთან შეერთებული – ზედმეტი თავისუფლებისმოყვარეობის გამო დაუქორწინებლობა! ( შესაძლოა გამოვლინდეს დაქორწინებებითა და განქორწინებებით);
ვენერას ასპექტი ნეპტუნთან;
მზის შეერთება მთვარესთან;
მარსის შეერთება სატურნთან;
სატურნი მეოთხე სახლში ან შეერთებული IC-სთან (შესაძლოა გამოვლინდეს მშობლების ოჯახში მთელი ახალგაზრდობის გატარებით);
მეშვიდე სახლის მმართველის შეერთება სამხრეთის კვანძთან, მარსთან, ურანთან, ან პლუტონთან;
მეშვიდე სახლის მმართველის დაძაბული ასპექტი მარსთან, ურანთან ან პლუტონთან;
დესცედენტი ქალწულში.
რამდენიმე ქორწინების მაჩვენებელი რუკაზე
მეშვიდე სახლში რამდენიმე პლანეტის მდებარეობა( სატურნი არ მიიღება მხედველობაში);
დიდი მეშვიდე სახლი (60 გრადუსზე მეტი);
დესცედენტი მშვილდოსანში, ტყუპებში ან თევზებში;
ურანი ან პლუტონი მეშვიდეში ან შეერთებული დესცედენტთან;
მეშვიდეს მმართველის ასპექტი ურანთან, მერკურთან ან მთვარესთან (განსაკუთრებით უარყოფითი ასპექტები);
დაქვრივების მაჩვენებლები რუკაზე
მზის ან მთვარის დაძაბული ასპექტი სატურნთან;
მეშვიდე სახლის მმართველის დაძაბული ასპექტი მერვე სახლთან;
მეშვიდე სახლის მმართველი მერვე სახლში ან მის კუსპიდზე;
მერვე სახლის მმართველი მეშვიდე სახლში ან შეერთებული დესცედენტთან;
სატურნი ან პლუტონი მეშვიდე სახლში ან შეერთებული დესცედენტთან;
გვიანი ქორწინების მაჩვენებლები
სატურნის შეერთება დესცედენტთან ან მისი ჰარმონიული ასპექტები მეშვიდე სახლთან;
ვენერას ჰარმონიული ასპექტები სატურნთან;
ასაკში დიდი განსხვავებით ქორწინების მაჩვენებლები
ჰარმონიულად ასპექტირებული სატურნი მეშვიდე სახლში, ან შეერთებული დესცედენთან;
ვენერას ჰარმონიული ასპექტები სატურნთან;
ქვრივთან ქორწინების მაჩვენებლები
ჰარმონიულად ასპექტირებული სატურნი მეშვიდე სახლში ან შეერთებული დესცედენთან;
ვენერას ჰარმონიული ასპექტები სატურნთან;
ანგარებით (ან ფიქტიური) ქორწინების მაჩვენებლები
მეშვიდე სახლის მმართველი მეორე სახლში ან მის კუსპიდზე;
მეშვიდეს მმართველის ასპექტი მეორე სახლის მმართველთან
მეშვიდე სახლის მმართველის მმართველი მეოთხე სახლში ან შეერთებული IC- სთან.
მეშვიდე სახლის მმართველი მეათეში, ან შეერთებული MC-სთან.
მეშვიდე სახლის მმართველის ასპექტი მეათეს მმართველთან.
უცხოელთან ქორწინების შანსების მაჩვენებლები
მეშვიდეს მმართველი მეცხრე სახლში ან მის კუსპიდზე;
მეცხრეს მმართველი მეშვიდეში ან დესცედენტზე;
ვენერა მეცხრე სახლში ან მის კუსპიდზე.
მოამზადა დოჩი გოგომ
5 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
ver gavige.
veraferi ver gavige 🙂
vin vis sad rodis rogor ratooi
😀
იმისთვის რომ ეს გაიგოთ, უნდა შეადგინოთ ასტროლოგიური რუკა და სამოყვარულო დონეზე ერკვეოდეთ ასტროლოგიაში 🙂