სიყვარულის თილისმები – მინერალები წარმატებული სიყვარულისთვის
წაიკითხეთ სტატია და გაიგეთ როგორ შეიძლება გამოიყენოთ ესა თუ ის მინერალი სიყვარულში მეტი წარმატებისა და იღბლის მოსაზიდად:
ავანტიურინი – თუკი თქვენ საყვარელი ადამიანის დანახვისას გული სიხარულით გევსებათ, ცხოვრებას ვარდისფრად ხედავთ და შეგიძლიათ, რომ ამ სიყვარულისთვის ყველაფერზე წახვიდეთ, მაშინ ავანტიურინი თქვენი ქვაა.
ის საიმედოდ აკავშირებს შეყვარებულების გულებს ერთმანეთთან, ქმნის ჰარმონიას წყვილებს შორის და გიჩვენებთ ბედნიერებისა და ჰარმონიის გზას. ეს ქვა ძირითადად გვხვდება მწვანე, ყავისფერი და მოყვითალო ფერებში.
ძოწი – მას შეყვარებულების ქვასაც ეძახიან. ის მის მფლობელებს ჩუქნის მხნეობას და ოპტიმიზმს. ძოწის დადებითი აურა ხელს უწყობს ჩასახვას და ორსულობის შენარჩუნებას.
ვარდისფერი კვარცი – ეს ქვა ეხმარება წყვილს დაივიწყონ ყველა წყენა, ეხმარებათ სტრესის მოხსნაში.
აძლიერებს მოთმინების უნარს, აღვიძებს შემოქმედებით სულს და თვითრწმენას ადამიანებში. როგორც სიყვარულის თილისმა, ის ხელს უწყობს ოჯახური ბედნიერების, ურთიერთ ზრუნვის და სიყვარულის შენარჩუნებას, ამაღლებს მამაკაცურ პოტენციას, ეხმარება ორსულებს. ვარდისფერი კვარცი კარგია მათთვისაც, ვისაც ჯანრთელობის პრობლემები აქვთ. ხოლო, გასათხოვარ ქალებს, რომლებიც მუდმივად ატარებენ ამ ქვას, ეხმარება, ბედნიერი ოჯახის შექმნაში.
თეთრი აქატი – როგორც ამბობენ, ეს სიყვარულის შენარჩუნებისა და გაძლიერების ქვაა. თუკი გსურთ, რომ თქვენი სიყვარული იყოს ხანგრძლივი და ბედნიერი, ჩაუთქვით ეს სურვილი თეთრ აქატს და შემდეგ აჩუქეთ ის შეყვარებულს.
მალაქიტი – თუკი, თქვენ შეუმჩნეველი ხართ გარშემომყოფთათვის და გაკლიათ ყურადღება, მაშინ ატარეთ მალაქიტი. ვენერას ენერგიით დამუხტული ეს ქვა აღვიძებს ემოციებს, მოაქვს სიყვარული და ჰარმონია. აღვიძებს ყურადღებას მფლობელის მიმართ, განსაკუთრებით აღძრავს ძლიერ ინტერესს საპირისპირო სქესის მხრიდან.
ლაზურიტი – ძველი ეგვიპტელების ერთ-ერთი უსაყვარლესი ქვა. ის მფლობელს ჩუქნის სიყვარულს, იზიდავს წარმატებებს, უზრუნველყოფს ბედნიერ ქორწინებას, სურვილების ასრულებას და დასახული მიზნების მიღწევას. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ქვის ტარება შეუძლია აბსოლუტურად ყველას, გამონაკლისის გარეშე.
ფირუზი – ეს ულამაზესი ქვა ყველა დროსა და ეპოქაში ითვლებოდა სიყვარულის თლისმად. მას მოაქვს სიყვარული და ურთიერთ ნდობა ახლად დაქორწინებულთათვის, ხოლო შეყვარებულებს ჩუქნის ბედნიერებასა და ურთიერთგაგებას.
მოამზადა ნინო კევლიშვილმა
5 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
ძალიან კარგი და კომპაქტური სტატიაა 🙂 მადლობთ 🙂
ძვირფასებო მხოლოდ ერთი მაგალითი
თეთრი აქატი
ეს არის დამალულ კრისტალური ფორმა კვარცის.
მეტაფიზიკური თვისებები
Белый агат отличается от своих собратьев других цветов тем, что передает энергию, сконцентрировав ее не в отдельную чакру, а притягивая к себе, свободно пропускает в биооболочку человека. Энергетически, он, конечно, намного слабее горного хрусталя и алмаза. Его воздействие мягко, приятно. Он так же гармонизирует человека с природой, с обществом. Является прекрасным оберегом, может быть и талисманом. Носить можно в любых украшениях, свободно. Металл любой, кроме золота, так как золото его подавляет и заглушает эстетическую прелесть этого камня.
სამკურნალო თვისებები
Лечит болезни сердечно-сосудистой системы. Оказывает тонизирующее влияние на нервную систему человека.
Пить суточный настой на камне, свободно, 1-4 стакана в день, неделю, затем неделю отдыхать, повторить и т.д., до выздоровления. Можно положить камень на больное место, снимет боль, воспаление. Когда человек носит агат, улучшается его настроение.
საერთოდ თეთრი აქატი ეს არის ქალცედონი გააქატებული. მაგრამ მას საერთოდ სულ სხვა მეტაფიზიკური თვისებები გააჩნია.
სად უნდა იშოვო ეხლა ესენი 🙂
mtvaris qvaze mogvawodet informacia , PLEASE…
mtvaris qvaze mogvawodet informacia , PLEASE…