სიტყვის მაგიური ძალა
ორი ახალგაზრდა კენგურუ ტყეში თამაშობდა. უეცრად ისინი ძალიან ღრმა ორმოში ჩაცვივდნენ. ცდილობდნენ ამოხტომას, მაგრამ არ შესწევდათ ძალა საკმარისად მაღლა ამხტარიყვნენ, რომ როგორმე თავი დაეღწიათ იქაურობისთვის.
ამასობაში ორმოსთან კენგურუების დიდი ჯგუფი შეგროვდა. ისინი ორმოში მყოფ კენგურუებს ჩასძახოდნენ, რომ ორმოდან ამოსვლა შეუძლებელი იყო. უფროსი კენგურუ რამდენიმე ხნის შემდეგ დანებდა და მიიძინა, მაშინ როცა უმცროსი მეტად და მეტად ცდილობდა ორმოდან ამოღწევას. როგორც იქნა, მან ეს შესძლო. მაყურებლები გაოცებულები იყვნენ. მათ ჰკითხეს კენგურუს: როდესაც გეუბნებოდით, რომ შენ ამას ვერ შესძლებდი, რატომ აგრძელებდი ბრძოლას, მიზნის მისაღწევად?
სინამდვილეში კენგურუ ყრუ იყო და სწორედ მაყურებელთა ოვაციებმა და შეძახილებმა შეაძლებინეს მას შეუძლებელი.
მორალი: აკონტროლეთ სიტყვები, ისინი სხვებზე მოქმედებენ!
მოიძია და მოამზადა კრისტი ბენდელიანმა