ასტროლოგიური მაღაზია

სინასტრია

სინასტრიაქეთი ვაწაძე
სანამ სინასტრიაზე ვიმსჯელებთ, ჯერ უნდა გავარკვიოთ რა სახის ურთიერთობები მოგვწონს,როგორ პარტნიორს ვეძებთ, ამიტომ პირველ რიგში ჰოროსკოპში გასათვალისწინებელია: ქირონის ადგილმდებარეობა ნიშნებში და მისი ასპექტები (უპირველს ყოვლისა, შეერთება ) ანუ , რა გინდათ პარტნიორული ურთიერთობებისგან როგორ წარმოგიდგენიათ იდეალურ ვარიანტში, შეგიძლიათ თუ არა მოლაპარაკება, როგორი უნდა იყოს თქვენი პარტნიორი.

ვენერას ადგილმდებარეობა ნიშანში და მისი ასპექტები – ესეც თითქმის იდენტურ ინფორმაციას იძლევა, მაგრამ აქ ჩანს როგორ ხედავ ადამიანი თავის პოზიციას პარტნიორულ ურთირთობებში, მისი გემოვნება, იმიჯი.

მარსი ნიშნებში და ასპექტებში – ეს არის სექსუალური პარტნიორის იდეალი, ანუ, როგორი ტიპის ადამიანი აღძრავს ადამიანში ვნებებს (არ ააქვს მნიშვნელობა ქალის ჰოროსკოპია თუ კაცის, ორივესთან თითქმის ყოველთვის ერთნაირად ვლინდება) , რამდენადაც მარსი ეს არის ტონუსის მომატება, ადრენალინი, ტესტოსტერონი. მთვარე ნიშნებში აჩვენებს – რა გსურთ პატნიორულ ურთიერთობებში, რა ემოციებს ელოდებით მისგან.

ხოლო იმის გასაგებად, სინამდვილეში ვინ გვერგება და როგორ დააკმაყოფილებს ეს ვიღაცა ადამიანის სურვილებს, ამას მეშვიდე სახლისა და მისი მმართველის პოზიციებიდან გავიგებთ
ნიშანი, რომელიც მე-7 სახლის კუსპიტზეა (ანუ, რა ნიშნითაც იწყება მე-7, პარტნიორული ურთიერთობების სახლი) _ ეს ის ენერგიაა, რომელიც დაგაკავშირებთ პარტნიორთან და ამავე ენერგიამ შეიძლება გაგყაროთ კიდეც მასთან. ეს არ არის ის, რაც გინდათ, ეს არის ის, რაც გაქვთ! და ეს არის პრინციპული განსხვავება! სასურველია თუ ამ სახლთან რაიმე კავშირი ექნება ქირონს (ნიშანში იდგება ან რაიმე პოზიციით იქნება მასთან ახლოს). მაშინ გამოვა ისე, რომ რასაც ელოდებოდით პარტნიორისგან, ის მიიღეთ.
ასევე, პლანეტები, რომლებიც მე-7 სახლში მოხვდნენ, ასევე წარმოადგენენ იმ ენერგიას, რომელიც გაკავშირებთ ან წაგაჩხუბებთ პარტნიორთან. ანუ, ეს ისაა, რაც თქვენს შორისაა. ეს ის ენერგიაა, რასაც თქვენი პარტნიორები ან თქვენ შეიტანთ ურთიერთობაში. ნებისმიერ შემთხვევაში პარტნიორული ურთიერთობები ყოველთვის ამ ენერგიით წარიმართება. თუ ეს ენერგია არ არის – არც ურთიერთობებია. ამიტომ პარტნიორული ურთიერთობების პრობლემების მოგვარება შეიძლება, თუ მასში სწორედ ამ სახის ენერგიას შეიტანთ.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი