Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

სიკვდილის დადგომამდე

ღმერთივერძი: „მორიგე ვინ არის ? მინდა ახლავე ვნახო ღმერთი! გთხოვთ, მოვკვდი? ეშმაკმა დალახვროს! არასოდეს მიფიქრია რომ ეს მეც დამემართებოდა!“

კურო: სხეულის დატოვების შემდეგ კურო აცნობიერებს, რომ მას აღარ აქვს მუცელი და სასწრაფოდ ბრუნდება უკან. გვირაბების, სინათლისა და ღმერთის ნახვის გარეშე.

ტყუპები: პირადი გამოცდილების მოყოლისას ამ ნიშნისთვის მთავარია თუ როგორ ალამაზებს ისტორიას მოყოლისას. ის ყველგან კარგად გრძნობს თავს გარდა ადგილისა, სადაც არ არის ტელეფონი. ამიტომ შეშინებული, სწრაფად ბრუნდება სხეულში. პირს კი შეუძლია ჩვეული გულმოდგინებით იმუშაოს მანამდეც, სანამ სხეულის სხვა ნაწილები სიცოცხლეს დაუბრუნდებიან.

კირჩხიბი: ამ ნიშნის ადამიანებს შეუძლიათ ას ოცდახუთი წლამდე სიცოცხლე, თანაც სიკვდილისწინა გამოცდილების გარეშე. თუმცა შეიძლება საკმაოდ ხშირად არიან სიკვდილის პირას როდესაც სახლს სანოვაგით ამარაგებენ.

ლომი: „არა, მე არ მოვმკვდარვარ! არა, არა , არა!…. ვინ არიან ეს თეთრ მანტიებში ჩაცმული ყმაწვილები? რას მღერიან? მე უკეთ შემიძლია სიმღერა, სად არის გუნდის ხელმძღვანელი? სასწრაფოდ მჭირდება მიკროფონი.. თუ ეს არც ღოლლინგ შტონე–ია და არც შპინ–ი – მიპასუხეთ!“

ქალწული: სამოცსაათიანი მარათონის შემდეგ, ქალწული იშლება და ტოვებს სხეულს. ინაცვლებს სასიამოვნოდ ნათელსა და კაშკაშა გვირაბში. თუმცა უცბად ახსენდება თავისი ახლობლები, რომლებსაც მის გარეშე მოუწევთ ცხოვრება და მომენტალურად, თეთრი შუქივით ბრუნდება საკუთარ სხეულში.

სასწორი: ტოვებს სხეულს, ბრუნდება, ტოვებს , ბრუნდება, თუმცა ბოლოს მაინც თავისუფლდება მისგან… ხედავს გვირაბსა და მკრთალ სინათლეს მის ბოლოში. „ ეს ღმერთია თუ Kწან Yინ? სასწორი ვერ წყვეტს შევიდეს თუ არა გვირაბში, სხეულში დაბრუნების შემდეგ ის გრძნობს კავშირს მისტიკურ სულებთან…

მორიელი: რადგანაც მორიელებს ცხრა სიცოცხლე აქვთ, მათ შეუძლიათ ტვინით გამოიწვიონ სიკვდილისწინა მდგომარეობა. ამ დროს, მათი უმრავლესობა გვირაბის გავლისას ხვდება მათ, ვისთანაც აქვს ასტრალური სექსი. კითხვაზე თუ ვისთან შეხვედრა ურჩევნიათ ამ დროს, 75% ასახელებს საყვარელ ვამპირს, თუმცა არც მედუზაა სუსტი კონკურენტი.

მშვილდოსანი: ტოვებს სხეულს და გვირაბის გავლის შემდეგ კატეგორიულ უარს ამბობს უკან დაბრუნებაზე, რადგან ის წლების განმავლობაში, წარუმატებელი უბედური შემთხვევებით ცდილობდა სხეულის დატოვებას. ეს წარმატება კი მისთვის საინტერესო გაკვეთილია, მანამ , სანამ ასტრალური მოგზაურობიდან დაბრუნდება.

თხის რქა: თხის რქას გარკვეული დრო დასჭრიდება იმის გასაცნობიერებლად, რომ მოკვდა, რადგან იქ სპეციალური გარემოა შექმნილი ახალდაღუპული ვაცებისთვის. მასთან მიდის ახალგაზრდა ჯენტლმენი–სული მკაცრი გამომეტყველებით და აძლევს ინსტრუქციებს როგორ შეიძლება მოგების მიღება ასტრალურ მარკეტინგში. აფასებს შეცდომებსა და მიღწევებს ცხოვრების განმავლობაში. ამ დროს თხის რქა უბრუნდება სხეულს და , სამწუხაროდ, ინსტრუქციებიც ქრება.

მერწყული: ხვდება მარგალიტის ჭიშკართან, ხედავს რომ სამოთხე სულაც არ იმართება კონსენსუსით და ირჩევს ჯოჯოხეთს, სადაც სულ ცოტა ანარქიაა და წესებიც იმისთვის არსებობს, რომ დაირღვეს. ბედის ირონიით, სწორედ ამ დროს ამჟღავნებს მერწყული ტრადიციულობას: მამა – ღმერთი, ციურ მგალობელთა გუნდი და ა.შ კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც უნდა აირჩიოს ჯოჯოხეთი. თუმცა ერთხელაც ის იღლება სატანისა და მისი მეგობრების ხმაურიანი და ენერგიული კომპანიით და მალევე უბრუნდება სხეულს.

თევზები: სხვადასხვა მიზეზთა გამო, თევზები იშვიათად და ძლივს ამჩნევენ რომ სიკდილისწინა მდგომარეობაში არიან. ისინი მთელი დღის განმავლობაში სხედან ოფისში ტანჯული სახით სანამ ეტყვიან რომ დაუბრუნდნენ საკუთარ სხეულს.

მოამზადა: მადონა ზაქუტაშვილმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. Lana Shereri

    :DDD

  2. Salome Badashvili

    vaime ramdeni vicine 😀 😀 verzze da kuroze 😀 😀 😀

დატოვეთ კომენტარი