ასტროლოგიური მაღაზია

ლილიტი

ლილიტიეს პლანეტოიდა აღმოაჩინა ასტრონომმა დოქტორმა ვალტემატმა, სახელი დაარქვა ასტროლოგმა –სერაფიალმა. ლილიტს ასტროლოგებმა მიაქციეს ყურადღება ადამიანზე მისი ფატალური, საბედისწორო გავლენის გამო. ლილიტი მომნუსხავი, ფსიქიკის, ადამიანის ფსიქიკური მდგრადობის, ლოგიკის, აზროვნების დამრღვევი ფიქტიური პლანეტაა. ის აძლიერებს ადამიანის სწრაფვას ეროტიკულ–სექსუალური გახრწნილობისადმი, მორალურობისკენ, სხვა და სხვა სახის და ხასიათებიის სქესობრივი გადახრებისკენ, ხოლო სხვა პლანეტებთან შეერთების, ან ცუდი ასპექტების შემთხვევაში (განსაკუთრებით მავნე პლანეტებთან), – აძლიერებს სწრაფვას მკვლელობისკენ(სექსუალურ ნიადაგზე) ან თვითმკვლელობისკენ. ლილიტი – ეს იგივე გველია, რომელმაც სამოთხის ბაღში ევას აკრძალული ვაშლი მისცა ერთადერთი მიზნით –ცდუნებისთვის, თავგზის ასაბნევად, სწორი გზიდან გადასახვევად, უფსკრულში ჩასათრევად, უსასრული აბლაბუდაში გასაბმელად,საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს.

თუ ადამიანი ამას ებრძვის და იმარჯვებს, მადლობა ღმერთს, რადგან მხოლოდ ეს არის მისი გადარჩენის გზა, მაგრამ თუ ადამიანი აღმოჩნდება სუსტი და ამ ბრძოლაში მარცხდება, მაშინ უკვე ყველაფერი დაკარგულია და შეიძლება ის ამ ცხოვრებაში დაღუპულად ჩაითვალოს. ჩვენს კარმას ქმნის ლილიტი, მთვარის დაღმავალი კვანძი(ქეთუ) და რეტროგრადული პლანეტები, ხოლო კარმის გამოსყიდვას ხელს უწყობს ლულუ (სელენა), მთვარის აღმავალი კვანძი (რახუ) და ძლიერი კოსმიური სტატუსის მქონე, დაუზიანებელი პლანეტები.

პირად ჰოროსკოპში ძლიერი ლილიტის მქონე ხალხმა საკუთარი ცოდვებით სავსე სასმისი ბოლომდე უნდა შესვან, რადგან ამ შემთხვევაში აზრი არა აქვს შემოქმედისთვის მიმართვას –”ღმერთო ამაცილე ეს განსაცდელი…”, მაინც მოუწევს ამ თემასთან ბოლომდე მუშაობა. ლილიტმა დაღუპა ლერმონტოვი, ესენინი, მაიაკოვსკი და ბევრი სხვა ნიჭიერი ადამიანი.

ძლიერი ლილიტი აიძულებს ამერიკელ რეჟისორ ჰიჩკოკს გადაიღოს ერთი მეორეზე საშინელი ფილმები, ასევე აიძულებს რეჟისორ ბოდლერს გადაიღოს სატანისტურ -ეშმაკისეული სიუჟეტის ფილმები და ა.შ. თუ პლუტონისმიერი სექსუალობა შეგვიძლია წარმატებით გარდავქმნათ შემოქმედებით ძალაში, ლილიტის სექსუალურობა არის ”კარმული მატრიცა”, რომელიც შეიძლება მხოლოდ გამოვისყიდოთ, ნაწილობრივ შევასუსტოთ, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მოვასწრებთ ნებისყოფის გაძლიერებას და სულიერად ამაღლებას.

თუ ლილიტისეული სექსუალურობის გარდაქმნას შევძლებთ სულიერ სიძლიერეში. ლილიტი მთავარ, გადამეტებულ როლს ასრულებს სქესობრივ ურთიერთობებში, გრძნობის ორგანოების, სექსუალური სფეროს აღგზნებაში. სერგეი ვრონსკი.

მოამზადა ირინა თაბუაშვილმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი