ასტროლოგიური მაღაზია

სელენა ქალწულში

სელენათქვენი ნათელი კარმა, ანუ სელენა (თეთრი მთვარე) ქალწულში
ეს ექიმის ან სახალხო მკურნალის კარმაა, რომელიც საზოგადოების სამსახურში იდგა. თან მოჰყვება სისუფთავის, წესრიგის სიყვარული, მოვალეობის, პასუხისმგებლობის გრძნობა. ის ჭკვიანია და მოხერხებული. ყოველთვის დეტალებში აქვს შესწავლილი ყველაფერი და ისეთი წვრილმანებიც კი არ რჩება უყურადღებოთ, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ.

წარმატებულია თქვენთვის ჯანდაცვა, მედიცინა და მასთან დაკავშირებული საქმიანობები, ფარმაცია, ვეტერინარია და ა.შ. ნებისმიერი სფერო სადაც ჰიგიენასა და სისუფთავეს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სარფიანი იქნება ვაჭრობაც, დისტრიბუციაც, სამედიცინო აპარატურის წარმოება, წამლების და ფართო მოხმარების საგნების დამზადება.

ქალწული სელენა მხარს დაგიჭერთ პედაგოგობასა და ინფორმაციის გავრცელებაშიც. თქვენ იცით როგორ დაალაგოთ ინფორმაცია, პასუხისმგებლობასა და სიფრთხილეს იჩენთ მისი გადაცემისას. აფასებთ დაწერილ სიტყვასა და აზრებს. ამიტომ შეგიძლიათ თამამად სცადოთ ლინგვისტიკა, მწერლობა თუ ბიბლიოთეკაარობა.
სიფრთხილე გმართებთ, ექსპლოატატორობაში არ გადაიზარდოს ყველაფერი. თქვენმა მოწადინეობამ დაეხმაროთ და მუდმივად სხვის სამსახურში იდგეთ, შესაძლოა ისევ თავად შეგიქმნათ პრობლემები. არ მისცეთ უფლება სხვებს ბოროტად ისარგებლონ თქვენი პასუხისმგებლობისა გრძნობითაა და შრომისმოყვარეობით. ისწავლეთ განსხვავება თქვენს გასაკეთებელსა და სხვის გასაკეთებელს შორის, და გამიჯნეთ ერთმანეთისგან.

შინარჩუნეთ სისუფთავის, ჰიგიენის, წესრიგისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესისადმი სიყვარული. ზედმეტად ნუ დაწვრილმანდებით და იმდენ ყურადღებას ნუ მიაქცევთ დეტალებს რომ მთლიანობა ვეღარ აღიქვათ.

სასურველია თუ თქვენი პატარა მიწა, ეზო, ბაღი გქნებათ, სადაც ყვავილებსა და სამკურნალო მცენარეებს მოაშენებთ. აი, აქ ნადვილად დაისვენებთ და განიტვირთებით. გქონდეთ კონტაქტი მიწასთან. ფეხშიშველმა გაისეირნეთ ხოლმე ,,ცვრიან ბალახზე“ J . კარგი იქნება თუ თქვენი საცხოვრებელი სახლი თუ სამსახური ახლოს იქნება მიწასთან.

მოყვითალო მწვანე, ხაკისფერი, ცისფერი ან მწვანე დახვეწილი ორნამენტებით შემკული, კუბოკრული ქსოვილი და აქსესუარები დადებითად აისახებიან თქვენზე. არ ჩაახშოთ, სელენა ქალწულში სწორედ ასე გამომეტყველებს.

იაპონია , საფრანგეთი, ლატვია, აი თქვენთვის მისაღები ქვეყნები.

მოამზადა დოჩი გოგოხიამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი