Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

სელენა ტყუპებში

სელენათქვენი ნათელი კარმა, ანუ სელენა ტყუპებში
ეს მედიატორის, შუამავლის ნათელი კარმაა. უგებს ყველას. ყოველთვის მონდომებულია ისწავლოს მეტი, გაიგოს და აღმოაჩინოს რაიმე ახალი, შეიმეცნოს გარე სამყარო და მერე ეს ცოდნა გააზიაროს. ის კომუნიკატორია.

აუცილებელია დაიცვათ ობიექტურობა, მიუკერძოებლობა და ეძებოთ ჭეშმარიტება. ყველა ეს თვისებები ბედისწერის მახეში გაბმისგან აგარიდებთ, ცუდისა და კარგის, სასარგებლოსა და გამოუსადეგარის გარჩევაში დაგეხმარებათ, სამყაროს უფრო ნაყოფიერს გახდის და თქვენი კეთილდღეობის ნიადაგს შეამზადებს.

ტყუპი სელენას პატრონები, ბუნებით იკაროსები არიან, გრძნობენ ღია სივრცეს და აეროდინამიკის წესებს. განსაკუთრებული კავშირი აქვთ ჩიტებთან. ჰაერი, უდარდელობა და ფრთები, აი, იმათი გატაცება. ამ ადამიანებს ფრენა სწყურიათ პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით. გამომგონებლები და სამყაროს გამაუმჯობესებლები არიან. ეს ყველაფერი კი აირეკლება ველოსიპედებით, გორგოლაჭებით, მატარებლებით, თვითმფრინავებით, პარაშუტებით, მანქანებით, ნავებით, სასერფინგო დაფებითა თუ შვეულმფრენებით მათ გატაცებებზე. ისინი აღმერთებენ მოწყობილობებს რომლებიც სამყაროს მრაფალფეროვანს, ნათელს და სწრაფს ხდის…

ქვეყნიერებას უდარდელობითა და სისუფთავით ავსებენ, თავიანთი არსებობით ახალ ჰორიზონტებს ხსნიან და განვითარების პერსპექტივას აძლევენ საგნებს და ამის გამო დაუღალავი ყბედობა(დადებით კონტექსტში) და მოამბეობაც ეპატიებათ. ღმერთმა ისინი ინფორმატორებად შექმნა და ყოველთვის მხარს დაუჭერს მათ დაკავებას ისეთი საქმიანობებით რაც ფოსტასთან, ტელეფონებთან, მედიასთან, გზებთან, კომუნიკაციასთან, ახალი ამბების გადაცემებთან, მედიატორობასთან, ვაჭრობასთან, გაცვლა-გამოცვლასთან და დაწყებით განათლებასთან იქნება დაკავშირებული. დაუძლეველი ცნობისმოყვარეობაც მის ნათელ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს.

ის მხოლოდ მაშინ კარგავს სელენას მფარველობას, როცა სინამდვილეს ამახინჯებს, ინფორმაციას აყალბებს, იძლევა ტყუილ დაპირებებსა და ფიცს, არღვევს შეთანხმებებს და იყენებს უწმაწურ სიტყვებს, იგინება, ილანძღება, იწყევლება. საჭიროა ადამიანმა განივითაროს რაციონალური გონება, ლოგიკა და დაიკავოს მოსწავლის პოზიცია. მისთვის წარმატებული იქნება მეცნიერის, ჟურნალისტის, მწერლის, ლინგვისტის, თარჯიმანის, პედაგოგის, კურიერის, ფოსტალიონის, მფრინავისა და მოვაჭრის პროფესიები. ავიაცია, ნუმეროლოგია, ინფორმატიკა, ზუსტი მეცნიერებები, გეომეტრია და ა.შ მხოლოდ წარმატებების მომტანი იქნება მათთვის ასევე, თუ ინტელექტი საკმარისად განვითარებულია და ადამიანსაც იმდენი ჭკუა აქვს, რომ თვალები არ დაუბნელოს ციფრებმა და არ ითაღლითოს, შარლატანი არ გახდეს. ერიდეთ მეორე უკიდურესობაში გადავარდნას, ეს ლილიტის, შავი მთვარი გამოხატულებაა.

სუფთა ჰაერი და ქარი ენერგიით აგავსებთ და გაგამხნევებთ. ვისაც ძლიერი სელენა ყავს, სადმე მაღლა ცხოვრება ურჩევნიათ, ალპინისტობა და ცოცვა. ღია ცისფერი, ყვითელი, თეთრი, ღია მწვანე, ნარინჯისფერი და უამრავი სხვა ნათელი ფერები უფრო მეტად გამოავლენს თქვენში მფარველი ანგელოზის შარმს. ტყუპების მფარველი მერკურია, ეგზალტირებულიც აქ არის და სწორედ ამ პლანეტის პოტენციალს აკონტროლებს თქვენი მფარველი ანგელოზი.

ამერიკის შეერთებული შტატები, საბერძნეთი, კვიპროსი და სომხეთი ყველაზე მისაღები ქვეყნებია ტყუპებისათვის.

მოამზადა დოჩი გოგოხიამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი