Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

სელენა სასწორში

სელენათქვენი ნათელი კარმა, ანუ სელენა (თეთრი მთვარე) სასწორში
ამ ადამიანების ნათელი კარმა დაკავშირებულია თანამშრომლობასთან, დიპლომატიასთან, სამართლიანობასა და მართლმსაჯულების ძალის დადებითად გამოყენებასთან. შესაძლოა წვლილი მიუძღოდეთ მშვიდობის დამყარებაში, ომის დამთავრებაში, სამართლიანობის აღდგენასა და წონასწორობის დაცვაში და ამ ინკარნაციაშიც ჰარმონიისკენ, სილამაზისკენ და მშვიდობისკენ ისწრაფვიან.

სძულთ ვულგარულობა, აგრესია, კონფლიქტები. ძალიან მგრძნობიარენი არიან ნებისმიერი უსამართლობის მიმართ. ყოველთვის ცდილობენ ყველაფრის დადებითის და უარყოფითის დანახვას და სწორად მოქცევას. დიდი მსხვერპლის გაღება შეუძლიათ სამართლიანობის დაცვისა და აღდგენისთვის. იციან როგორ დაარეგულირონ სიტუაცია. აქვთ თანდაყოლილი ელეგანტურობა, კარგი გემოვნება და თავშეკავების გრძნობა. გრძნობენ იერარქიას და შეუძლიათ მათთან საერთო ენის მონახვა, შეთანხმება. ძლიერი სელენა ყოველთვის წაგახალისებთ ამ საქმეებში და

შესაბამისად წარმატებული თქვენთვის ის პროფესიები იქნება, სადაც კანონმდებლობასთან, სამთავრობო ინსტიტუტებთან, სოციალურ ურთიერთობებთან, სოცუზრუნველყოფასთან, პოლიტიკასთან, დიპლომატიასთან გექნებათ შეხება. სელენა მხარს დაგიჭერთ ისეთ აქტივობაშიც, რომელიც სილამაზეზე ზრუნვასთან იქნება დაკავშირებული: მოდა, კოსმეტიკა, გამოყენებითი ხელოვნება (დიზაინი, რეკლამა…), პარფიუმერია, აქსესუარები, ხელოვნების ნიმუშების დისტრიბუცია და გაყიდვა და ა.შ. შესაძლოა დაინტერესებული იყოთ ისტორიით, არქეოლოგიით.
ეცადეთ კონტაქტი გქონდეთ ჰაერთან, თქვენთვის მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერი და რაც უფრო მაღლა იქნება თქვენი საცხოვრებელი სახლი თუ სამსახური, მით უკეთესი თქვენთვის. სასურველია ფართო, ლამაზი ხედი თუ გექნებათ ფანჯრიდან, ეს სასიკეთოდ იმოქმედებს თქვენს განწყობაზე და გააძლიერებს თქვენს მფარველ ანგელოზს. ხშირად გაანიავეთ ოთახი და სუნთქვითი ვარჯიშებითაც დაკავდით ხოლმე. ჰაერი თქვენი დადებითი კარმის ელემენტია.

თქვენი ქვეყნებია ინგლისი და შვეიცარია.

მოამზადა დოჩი გოგოხიამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი