ასტროლოგიური მაღაზია

სელენა მშვილდოსანში

სელენათქვენი ნათელი კარმა, ანუ სელენა (თეთრი მთვარე) მშვილდოსანში
ეს სულიერი მოძღვრის, რელიგიის მსახურის, მღვდლის, მისიონერის, ფილოსოფოსის ნათელი კარმაა. მისი სული მთლიანად სულიერი კეთილდღეობისკენაა მიმართული. სავსეა უსაზღვრო ოპტიმიზმით და ეს ოპტიმიზმი დაფუძნებულია სამყაროს მნიშვნელობის უდიდეს რწმენაზე.

ეს პოზიცია შესაძლოა მოწმობდეს ახალი ჰორიზონტების გახსნის წარსულ დამსახურებაზეც, ახალი ქვეყნებისა და კულტურების აღმოჩენასა თუ მათთის ახალი მნიშვნელობის მინიჭებაზე. შესაძლოა მიუთითებდეს ადამიანის ღვაწლზე სულიერი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებასა თუ ფორმირებაზე, მის პოზიტიურ კვალზე ტაძრების მშენებლობაში, კულტურაში, უმაღლეს განათლებაში.

ხელშეუვალი მსოფლხედვა და ღრმა რწმენა ნებისმიერი სირთულის დაძლევაში დაგეხმარებათ. თქვენ გახსნილი ხართ სამყაროსთვის. მოგზაურის სულიც ცოცხალია თქვენში, რაც სხვა ქვეყნებში ისე გაგრძნობინებთ თავს როგორც საკუთარ სამშობლოში. ოპტიმიზმი, მიმტევებლობა, პატიოსნება, სიკეთე, ენთუზიაზმი დაგიდგებათ თავდებად ყველგან. ენერგიით ხართ სავსე, ყოველთვის მოწადინებულიახალი ჰორიზონტების აღმოჩენასა თუ ახალი გამოწვევების მიღებაზე. წარმატება მუდმივად თან გაგყვებათ იმ სფეროებში რაც უმაღლეს განათლებასთან, სულიერ მოძღვრებასთან, რელიგიასთან, ტურიზმთან, საგარეო საქმეებთან, კანონმდებლობასთან, გამომცემლობასთან, გეოგრაფიასთან და კარტოგრაფიასთან იქნება დაკავშირებული.

სელენა მხარს დაგიჭერთ შეჯიბრებში,კონკურსებში, ტურნირებში, სპორტსა თუ დიდ შოუებში. განსაკუთრებული ნიჭი გაქვთ ადამიანებში ჯგუფური სულის გაღვიძებისა და მათი გაერთიანების. მოგწონთ სისწრაფე და დინამიკა. მოგზაურობა რელაქსაციასა და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

პატივი ეცით ცეცხლს. ბუხრის შესაძლებლობა თუ არ გაქვთ, სანთელი მაინც გენთოთ ხოლმე სახლში. მიჰყევით სპორტს და იყავით მუდმივად ფორმაში, არ დაკარგოთ ფიზიკური თუ სულიერი სიმხნევე. დაინტერესდით თანამედროვე მეცნიერული თუ სპორტული მიღწევებით, აუწყვეთ საუკუნეს ფეხი და წაახალისეთ სხვებიც. პატივი ეცით სახელმწიფოს, ეკლესიას და იმ ადამიანებს ვისთვისაც ავტორიტეტი ხართ. ნუ გამოიყენებთ ბოროტად ცოდნასა და ძალაუფლებას, თორემ ყველაფერს დაკარგავთ. თქვენ სამყაროში სინათლის მოსატანად ხართ დაბადებული, მასწავლებლად, მისიონერად, კაცობრიობის სულიერ თუ ფიზიკურ განვითარებაზე მზუნველობისთვის.

იუპიტერი, მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტა, მშვილდოსნის მმართველია. ის სულგრძელობასთან, ქველმოქმედებასთან, შესაძლებლობების გაუმჯობესებასთან, სიკეთესა და ავტორიტეტთანაა დაკავშირებული. ეს ნიშნავს რომ თუკი ძალისხმევას არ დაიშურებთ, ძალიან ადვილად დაიმსახურებთ ხალხის პატივისცემას. გაუფრთხილდით სელენას ნათელს და სიბერემდე შეგინარჩუნდებათ ფიზიკური თუ მენტალური აქტივობა.

მშვილდოსანი დაკავშირებულია მექსიკასთან, ავსტრალიასთან და ნიუ იორკთან.

მოამზადა დოჩი გოგოხიამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. ampartavnebam gaigvidza chemshii 😀 😀 😀

  2. rogor unda gavubrtxildet selenas natels? da simartle gitxrat ver vicani :)))) vin aris selenaa?
    :))))

  3. yvelaperi emtxveva chems xasiats 😀 mgoni xiblshi var 😀

  4. ჩემი სელენუკაა ♥♥♥ რა კარგი მყავსოო ^_^ :* ♥ ♥

  5. სელენა არის თეთრი მთვარე, მფარველი ანგელოზი. ეს არის ნათელი ძალა, რომლის მდებარეობაც რომელიმე ნიშანში, გიჩვენებს შენს მისიას, შენს გასავალ გზას…. ის გეუბნება რა უნდა გააკეთო, რომ ახვიდე უფრო მაღალ სულიერ საფეხურზე და უფრო მეტად განვითარდე შინაგანად. ის მიგითითებს რა უნდა გააკეთო, რომ ცნობიერების უფრო მაღალ ეტაპზე გადახვიდე 🙂 მისი საწინააღმდეგო არის ლილიტი – შავი მთვარე, მას სატანის მეცხრე მოციქულსაც უწოდებენ. მისი მდებარეობა რომელიმე ნიშანში, გიჩვენებს რა გზით არ უნდა იარო ამ ცხოვრებაში, რას უნდა ერიდო რომ შენი პიროვნება და ცნობიერება არ დაამახინჯო და უკან-უკან არ წახვიდე.