ასტროლოგიური მაღაზია

სელენა მორიელში

სელენათქვენი ნათელი კარმა, ანუ სელენა (თეთრი მთვარე) მორიელში
ოჰ, რომ იცოდეთ რამდენი სულიერი ბრძოლა და სასიკვდილო გამოწვევები გაქვთ გავლილი, რამდენი გამარჯვება მოგიპოვებიათ, აუცილებლად იამაყებდით ამით. მთელი თქვენი წარსული ცხოვრება ბრძოლებისა და გამარჯვებების სულისშემძვრელი ისტორიებია.

მორიელი სელენას პატრონები, ექსტრემალურ სიტუაციებში უნდა ნახოთ. შესაძლოა გარეგნულად ვერც ვერაფერი შეამჩნიოთ, მაგრამ თითქოს ამ დრო ფხიზლდებიან, თითქოს ხიფათის შეგრძნებასთან ერთად იღვიძებს მათი წარსული გამოცდილება, წინა ცხოვრების მეხსიერება, იხსნება ნათელი კარმა და რაღაც სხვა სულიერ ხარისხში ხდება კავშირი მარადიულთან. კეთილშობილი მეომრის სული კვლავ ცოცხლობს მათში და ყოველთვის თან სდევთ მხარდაჭერა და დაცვა ბრძოლისას. მთელი მათი პოტენციალი საშიშ სიტუაციებთან შეჯახებისას ვლინდება. ვერანაირი პრობლემა ვერ დაასუსტებთ, ბრძოლისგან იღებენ ენერგიას, სირთულეები პირიქით აძლიერებენ მათ. მორიელი ფენიქსია, ისინი ტრანსფორმაციის დროსაც ძლიერებად რჩებიან.

ამას გარდა, თქვენი სელენა ჯადოქარიცაა და თუკი რაიმე გამომრიცხავი ფაქტორები არ არსებობენ, მისანის პოტენციალიც დევს თქვენში. ოკულტიზმი – ეს თქვენი სფეროა. კარგად აღიქვამთ რეალობას, წვდებით სამყაროს საიდუმლოებებსა და თუ სულიერი ცხოვრების გზას აირჩევთ, რაც ასე კარგად გესმით, მაგიური ძალებით იქნებით დაჯილდოებული (რა თქმა უნდა მხედველობაში თეთრი მაგია გვაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მფარველი ანგელოზი ყოველგვარ ძალას დაკარგავს თქვენზე).

წარმატებები გექნებათ ნებისმიერ სფეროში სადაც სულიერი სიძლიერე, სიმამაცე და მაგიური ძალებია საჭირო. ხშირად თავადაც მოწადინებული ხართ ისეთ გზებს, სადაც საკუთარი თავის გამოცდას შეძლებთ. სამხედრო ხელოვნება პირდაპირ თქვენთვისაა მოგონილი. წარმატებული იქნებით ფინანსებში, საბანკო აქტივობებშიც, ლითონით ვაჭრობაში, ქიმიურ ინდუსტრიაში, მშენებლობაში, უშიშროებაში თუ უბრალოდ დიდ ბიზნესში. მთავარია მოტივაცია იყოს გამოწვევა, რომელსაც დიდი სულიერი ძალა სჭირდება. თუ ფულით იქნებით მოტივირებული, მფარველი ანგელოზი ძალას დაკარგავს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს რომ უფულო ცხოვრებისთვის ხართ განწირული. თუ თქვენს სელენას არ ასუსტებთ და თუ სხვა ფაქტორები არ გიშლიან ხელს რუკაზე, უდიდესი ფინასური წარმატებები გექნებათ. ფული სულ გაჩნდება თქვენს ცხოვრებში, თანაც არაფრიდან, რაც იცოდეთ რომ თქვენი ნათელი კარმის დამსახურება იქნება.

მარსი და პლუტონი მორიელის მმართველი პლანეტებია, მარსი დაკავშირებულია სიმამაცესთან, პლუტონი ტრანსფორმაციის ენერგიასთან, სულიერებასთან, ძალასთან. ურანი კი, მორიელში ეგზალტირებული პლანეტა, თავისუფლების, მეგობრობის, თანამოაზრეების, ორიგინალობის პლანეტაა. ამიტომაც ყოველთვის გექნებათ ზეგავლენა სხვებზე თქვენი შინაგანი ძალის, შარმისა და ალღოს წყალობით.

მთავარია მოუფრთხილდეთ თქვენს ნათელ კარმას, შეინარჩუნოთ სულიერი მთლიანობა, პატიოსნება, სისუფთავე და საკუთარი თავის რწმენა, იცხოვრეთ სულიერებით და არ დაკარგოთ კავშირი მარადიულობასთან. მიმართეთ ეს უზარმაზარი ძალა და ენერგია შენებისკენ და მუდმივად იგრძნობთ მხარდაჭერას.

უნგრეთი და პაკისტანი ყველაზე წარმატებული ქვეყნები იქნება თქვენთვის.

მოამზადა დოჩი გოგოხიამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. Tamta Kvaratskhelia

    🙂 kargi iyo

  2. Niniko Wulaia

    uff gaaswora

  3. Anuka Lomidze

    ^_^ @dochi gogo <3

დატოვეთ კომენტარი