ასტროლოგიური მაღაზია

სელენა მერწყულში

სელენათქვენი ნათელი კარმა, ანუ სელენა (თეთრი მთვარე) მერწყულში
ეს პოზიცია მონობის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანის კარმაზე შეიძლება მიუთითებდეს, ან გამომგონებლის, რომელმაც თავისი დამოუკიდებელი და კარგად მომწიფებული აზროვნებით კაცობრიობის ცხოვრება გააიოლა. მისი ნათელი კარმა დაკავშირებულია ურანის ენერგიასთან, მერწყულის მმართველ პლანეტასთან – ეს არის თავისუფლება და შორსმჭვრეტელობა. მათ მოვლენების წინასწარ განჭვრეტის განსაკუთრებული ალღო, ინტუიცია აქვთ.

მერწყული გამოგონებასთან, მეცნიერულ მიღწევებთან, ყოველგვარ სიახლეთან და ორიგინალურობასთანაა კავშირში და შესაძლოა თქვენა იდეებმა, არაორდინალურმა ქცევამ, ინტერესებმა, კონტაქტებმა და გარეგნობამ ბევრი გააკვირვოს.

წარმატებული იქნება თქვენი მოღვაწეობა ისეთ სფეროებში რომლებიც დაკავშირებული იქნება თანამადროვე ტექნოლოგიებთან – კომპიუტერებთან, მობილურ კავშირებთან, მანქანებთან, ასტრონავტიკასთან, ტელევიზიასთან და ნუ გაგიკვირდებათ თქვენი ინტერესი ინფორმატიკის, პროგრამირების, ინტერნეტის და სხვა ვირტუალური რეალობის მიმართ. თამამად მიჰყევით ამ ინტერესებს. ასტროლოგიაშიც წარმეტებები გელოდებათ.

თანამოაზრეების პოვნა და მეგობრობა უმაღლესი ღირებულებები უნდა იყოს თქვენთვის. გახსნილი ხართ სიახლეებთან. ეძებთ სოლიდარობას. შეგიძლიათ ფეხი აუწყოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ტემპს და ხელი შეუწყოთ მეგობრული ატმოსფეროს შენარჩუნებას კომპანიაში. არასოდეს უღალატოთ ამ ღირებულებებს და მოუფრთხილდით მათ, რადგან ზუსტად ისინია თქვენი ნათელი კარმის გამოხატულება. ეძებეთ თანამოაზრეები და იყავით მათ შორის.

აუცილებლად იმოქმედეთ და იაზროვნეთ დამოუკიდებლად. განივითარეთ მსოფლხედვა და ისწავლეთ ცუდის და კარგის გარჩევა. ეძიეთ სული, თქვენი უმაღლესი ,,მე“ და ყოველთვის მოუსმინეთ მას. იყავით ობიექტური და მიუკერძოებელი. მართალია ძალიან კარგად შეგიძლიათ სხვისი შეცდომების დანახვა, მაგრამ მერწყული მხოლოდ პირადული თავისუფლების კი არა ლიბერალობის ნიშანიც არის. იყავით დამუკიდებლები, თქვენი გამოცდილება საშუალებას გაძლევთ არავისზე არ იყოთ მიჯაჭვული. შეინარჩუნეთ ადამიანური სითბო და კაცობრიობის სიყვარულის უნარი. არ გაებათ ვირტუალური სამყაროს მახეში ისე, რომ ამქვეყნიური რეალობის აღქმა დაკარგოთ. ნუ გადავარდებით უკიდურესობაში, ნუ გაერთობით ტექნოლოგიური მიღწევებით ისე, რომ სულიერება დაგავიწყდეთ. იყავით ხალხთან და ურთიერთობებში გახსნილი. ესტუმრეთ ხოლმე მთებს, სუფთა ჰაერი და ღია სივრცე თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოუფრთხილდით თავისუფლებას!

რუსეთი, ნორვეგია, კანადა – ეს თქვენი ქვეყნებია.

მოამზადა დოჩი გოგოხიამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი