ასტროლოგიური მაღაზია

სელენა ლომში

სელენათქვენი ნათელი კარმა, ანუ სელენა (თეთრი მთვარე) ლომში
თქვენ სავარაუდოდ დიდ ძალაუფლებას ფლობდით წინა ინკარნაციაში და წარმატებით ჩააბარეთ გამოცდა- შეძელით მისი სწორად გამოყენება. თქვენი ნათელი კარმის ხურჯინი სავსეა ჭეშმარიტი კეთილშობილებით, სულგრძელობით, დიდსულოვნებით, დიდი სიყვარულითა და ქველმოქმედებით.

თქვენ მზითა და სითბოთი ხართ სავსე, თქვენი შინაგანი სიხალისე, სიხარული და სითბო გადამდებია. როგორც ცივ ამინდში აგუგუნებულ ღუმელთან მიფიცხება, ისევე სასიამოვნოა თქვენთან ყოფნა. ალბათ ამიტომაც უმეგობრდებით ბავშვებს იოლად.

ლომების მფარველი მზეა, აქ უდევს ბინა, თქვენს სულში და გულში. მთელი თქვენი არსება სითბოთი არის სავსე და შეინარჩუნეთ ეს მხურვალება. ეცადეთ ხშირად შეხვდეთ ამომავალ მზეს, გააღრმავეთ კავშირი მასთან. ის არის თქვენი ენერგიის წყარო. ახლოს იყავით ცეცხლთან. ისე ბევრ რამეს გასწავლით. როგორც ყველა ცეცხლის სელენას, ლომ სელენასაც გააძლიერებთ მასთან სიახლოვით. დრო გამონახეთ ბუხართან, კოცონთან მოსაკალათებლად. ცეცხლი უარყოფითი ენერგიისგან გაგწმენდთ და ჰარმონიულობისა და უსაფრთხოების შეგრძნებას მოგანიჭებთ. ყველაზე კარგად მდიდრულ, მზითა და სითბოთი სავსე ადგილას დაისვენებთ. კარგად გაერთობით იახტინგით, რესტორნებითა და რეკრეაციული ცენტრებით,თეატრში, კინოში სიარულით.

თუ ამპარტავნებაში არ ჩავარდებით და ეგოიზმით დესპოტიზმითა და სიხარბით თეთრ მთვარეს არ გააშავებთ, ლომი სელენა დაგეხმარებათ წარმატებებს მიაღწიოთ ნებისმიერ სფეროში რაც ბავშვთა აღზრდას, ხელოვნებას, შემოქმედებით განათლებას, თეატრს, თავისუფალ დროს გატაცებებს ეხება. დაგიცავთ ნებისმიერ საქმეში რომელსაც ცხოვრების გამრავალფეროვნებისთვის, გახალისებისთვის აკეთებთ. წარმომადგენლობითი თანამდებობიც მშვენივრად მოგერგებათ. საელჩოში, ძვირფასეულობის მაღაზიაში, თეატრში, საბავშვო ბაღებში სამსახურიც სასიამოვნო იქნება თქვენთვის.

მოუფრთხილდით შინაგან სითბოს, ცხოვრებით ტკბობის ნიჭს, ყველას და ყველაფრის სიყვარულის უნარს. ყველაფერი სიყვარულით აკეთეთ. ეს თქვენს სელენას გააძლიერებს. არ დაკარგოთ გულწრფელობა, ოპტიმიზმი და პატიოსნება.

ოქროსფერი, ყვითელი, ვარდისფერი, ატმისფერი და ფორთხოხლისფერი თქვენი ლომი სელენას ხიბლს ყველაზე მეტად გამოავლენს.

თქვენი ქვეყნებია იტალია სამხრეთ საფრანგეთი და ინდოეთის ზოგიერთი ნაწილი.

მოამზადა დოჩი გოგოხიამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. ნატალი მუმლაძე

    dzlivs cota wamaxalisebeli rame wavikitxe))

დატოვეთ კომენტარი