ასტროლოგიური მაღაზია

სელენა კუროში

სელენათქვენი ნათელი კარმა, ანუ სელენა კუროში
კურო სელენას შვილები სულიერ კავშირში იმყოფებიან მიწასთან, ეს კავშირი წმინდაა და კარგად დაცული სულიერი ძალების მიერ. თქვენ გიყვართ მიწა, დედამიწა, მიწიერება. მისგან იღებთ ძალას, სტაბილურობას, სიძლიერეს, სანდოობას. სისადავე, ბუნებასთან სიახლოვე, ერთგულება და სანდო სიყვარულის საჭიროება – აი, თქვენი ნათელი კარმა.

კურო სელენას შვილები ხშირად მოგვაგონებენ ბარაქის რქას, დინჯები, მომთმენები, ბეჯითები, შრომის მოყვარეები, სანდოები და ღირსეულები არიან. მატერიალურ კეთილდღეობას თანდათანობით ნაბიჯ ნაბიჯ აღწევენ, შინაგანად გრძნობენ რა, რა არის ნამდვილი და ძვირფასი. მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს კურო სელენა ხალასი ქალური მომხიბვლელობით აჯილდოებს, მამაკაცებს სხვებისგან უდიდესი სიმპათიით. თავადაც ზუსტად ისეთი პატივისცემა ექნებათ ქალების, როგორ პატივსაც სცემს მიწას.

ის მშვიდია, წყნარი და ალერსიანი. იცის, როგორ დააწყნაროს და დაამშვიდოს სხვები. მის სიყვარულსა და გაგებას ცხოველებიც გრძნობენ.

გაქვთ სილამაზის აღქმის უნარი, იცით მატერიალური სამყაროს ფასი, გრძნობთ მის მშვენიერებასა და ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის მნიშვნელობას. ხართ უზომოდ მშვიდობისმოყვარე. იმსახურებთ კეთილდღეობასა და ბედნიერ სიყვარულს. სხვებზე მეტად გაგიიოლდებათ მამულის, მიწის შეძენა და დამკვიდრება, წარმატებები გექნებათ უძრავ ქონებაში, თუკი ძალიან არ ასუსტებთ თქვენს მფარველ ანგელოზს, არ აბინძურებთ ნათელ კარმას და სხვა ფაქტორები თქვენს რუკაზე არ აფერხებენ ამას.

აუცილებლად გაუფრთხილდით ნათელ კარმას და შეინარჩუნეთ მშვიდობისმოყვარეობა, სისადავე, პატიოსნება, შრომისმოყვარეობა და ბუნებისადმი პატივისცემა. ნუ იქნებით ხარბი და მატერიალისტი ამ სიტყვის უარყოფითი მნიშვნელობით. ეს ყველაფერი ლილიტთან მიგიყვანთ და თეთრი მთვარე მერე ვეღარ დაგიცავთ. პატივი ეცით ქალის კულტს, დააფასეთ დედა, მეუღლე, დები, გოგონები და დედამიწა. ძალიან კარგი იქნება თუ პაწაწინა მიწის ნაგლეჯი მაინც გექნებათ, სადაც ფეხშიშველი გაივლით ხოლმე და ბაღი, სადაც რაიმეს მოიყვანთ. წარმატება მუდმივად თან გაგყვებათ იმ საქმიანობაში რაც ბუნებასთან, ბიოლოგიასთან, მამულთან, ფლორასა და ფაუნასთან იქნება კავშირში.

არ დააბინძუროთ მიწა ნაგვითა თუ მომწამვლელი ნივთიერებებით. პირიქით, იზრუნეთ მასზე,მის სისუფთავეზე. მსგავსი ნაბიჯების დროს ყოველთვის იგრძნობთ მხარდაჭერასა და კურთხევას. არასოდეს გახდეთ ომის, კონფლიქტების ინიციატორი, მნიშვნელობა არ აქვს საქვეყნო მნიშვნელობის იქნება ეს თუ პირადული. თქვენ მშვიდობისმყოფელი უნდა იყოთ, ადამიანი რომელიც სიმშვიდეს, სილამაზეს და ჰარმონიას ეძებს.

ვენერა კუროს მფარველია, მთვარე მასშია ეგზალტირებული და ჩათვალეთ რომ თუ ჰარმონიული ასპექტებია, ეს პლანეტები თქვენთვის ანათებენ, მათი მხარდაჭერა და ენერგია მუდამ თან გაგყვებათ.

თქვენი ქვეყნებია – დენმარკი, ავსტრალია, ჩეხეთი, უკრაინა, ეგვიპტე და ბრაზილია.

მოამზადა დოჩი გოგოხიამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი